სალომე სარიშვილი 20.01.2017
ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა "გირჩის" ოფისიდან 84 ძირი მარიხუანა გაიტანეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მათ წევრებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
|
ია აბულაშვილი 20.01.2017
"საქართველოში მოქმედი ყველა მედიასაშუალება, მით უფრო ტელევიზია, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესს ემსახურება. კონკრეტულ პოლიტიკურ "აქტორებზე" მიბმული და ყოველგვარი შემოქმედებითი მუხტის გარეშე დარჩენილი.
|
ნინო ქეთელაური 20.01.2017
"მინისტრთა კაბინეტი თავის ზომებს იღებს, მაგრამ ინიციატივები ადგილობრივი ხელისუფლების, თუ ცალკეული დეპუტატებისგან უნდა მოდიოდეს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში ბევრ რამეს გადაწყვეტს", - აცხადებს პარლამენტში პარტია "მრეწველების" ერთადერთი დეპუტატი სიმონ ნოზაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
|
ნინო ქეთელაური 19.01.2017
"ეს უკვე არა მხოლოდ ტრამპის, არამედ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციად უნდა ჩაითვალოს, რაც ჩვენმა მთავრობამაც კარგად უნდა გააანალიზოს, რადგან ჩვენთან მიმართებითაც ბევრი რამ შეიცვლება", - ასე აფასებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ტრამპის განცხადებას, სადაც მან ნატოს და ევროკავშირს მოძველებული ორგანიზაციები უწოდა, ერაყში ამერიკის ჯარების შეყვანა ყველაზე დიდ შეცდომად მოიხსენია და ბირთვული არსენალის შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება.
|
თაკო მათეშვილი 19.01.2017
რატომ დათანხმდა საქართველოს ხელისუფლება "გაზპრომთან" ისეთი ხელშეკრულების გაფორმებას, რაზეც აქამდე, წლების განმავლობაში უარს ამბობდა? რითი აიძულა იგი რუსეთმა, წამგებიანი ნაბიჯი გადაედგა? - ეს ბოლო კვირების ყველაზე აქტუალურ კითხვებად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან "გაზპრომთან" ხელშეკრულების პირობების ცვლამ ქვეყანაში დიდი სკანდალი გამოიწვია.
|
თაკო მათეშვილი 19.01.2017
პოლიტოლოგი, უსაფრთხოების სპეციალისტი ვახტანგ მაისაია "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებაზე საუბრისას იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება და ენერგეტიკის მინისტრი, მისი აზრით, იძულებული გახდნენ წამგებიან შემოთავაზებას დათანხმებულიყვნენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 19.01.2017
"თუ ოპოზიციონერების სამთავრობო სექტორში დასაქმებამ სისტემური სახე მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობდა ცალკეულ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებზე და მათ მომხიბვლელი შეპირებებით იბირებდა, რამაც შედეგი გამოიღო," - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში "თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე საუბრობს.
|
ეკატერინე ბასილაია 19.01.2017
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს ჩატარდება. გადაწყვეტილება დე ფაქტო პარლამენტმა უკვე მიიღო. 2017 წელს ახალი "პრეზიდენტის" არჩევის გარდა გაიმართება თუ არა არაერთგზის დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების საკითხზე, ეს ჯერ ისევ გაურკვეველია.
|
სალომე სარიშვილი 19.01.2017
"ეს თემა შეგვიძლია იმ საერთო დაპირისპირების გაგრძელებად განვიხილოთ, რაც ამ დროის მანძილზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაიწყო. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი თემას გარკვეული რეზონანსი მოჰყვა და თუკი ოპოზიციამ ეს საკითხი სათავისოდ გამოიყენა", - ასე აფასებს ანალიტიკოსთა ნაწილი პრეზიდენტ მარგველაშვილსა და მმართველ ძალას შორის წამოჭრილ მორიგ უთანხმოებას, რომელიც "გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმების შემდგომ მხარეებს შორის წამოიჭრა.
|
თიკო ოსმანოვა 19.01.2017
სომხეთის შემდეგ ევრაზიულ კავშირს, შესაძლოა, აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთი ქვეყანა - მოლდოვა შეუერთდეს. იბრძოლებს თუ არა რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვისაც, ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
|
ეკატერინე ბასილაია 18.01.2017
2017 წლის მთავარი ინტრიგა შესაძლოა გახდეს ის, რომ ზაფხულში, პრეზიდენტი მარგველაშვილი თანამდებობიდან გადადგეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს, რითაც დაუპირისპირდეს "ქართული ოცნების" უმთავრეს მიზანს - კონსტიტუციაში შეიცვალოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არაპირდაპირით.
|
ნინო ქეთელაური 18.01.2017
კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ სასამართლოზე აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და ჩადენილი დანაშაულის სასტიკი დეტალები აუღელვებლად გაიხსენა. საუბარია მკვლელობაზე, რომელიც ოქტომბერში მოხდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|