თამთა ჩაჩანიძე 24.07.2020

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ამერიკის მთავარეპისკოპოსს ელპიდოფოროსს შეხვდა, სადაც სტამბოლში აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების შესახებ ისაუბრეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.07.2020

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, რეგიონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიწვევა გადაიფიქრა და ამჯერად სანქციები დაუწესა. მისი განცხადებით, ეს აშშ-ის მიერ მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანის საპასუხოდ გააკეთა - განცხადება ადგილობრივი ტელევიზია „გროზნის" საშუალებით გავრცელდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.07.2020

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში რუს და ამერიკელ სამხედროებს შორის ხელჩართული უშუალო შეტაკებები მიმდინარეობს, გარჩევები და გაწევ-გამოწევა ალეპო-დამასკოსთან დამაკავშირებელი გზის გამო ხდება, რომელიც ანალიტიკოსთა აზრით ენერგოუსაფრთხოების თემატიკას უკავშირდება.
|
ტატა შოშიაშვილი 22.07.2020

მეცნიერებმა კორონავირუსის 6 სხვადასხვა ფორმა დაასახელეს, რომელიც დაავადებულთა განსხვავებულ კატეგორიებში „გადასანაწილებლად" დაეხმარება ექიმებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სქაი ნიუსი" იუწყება ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით. მიუხედავად სამეცნიერო სიახლეებისა, მსოფლიოში კვლავ მძიმე სიტუაციაა და ყოველდღე სულ უფრო და უფრო მეტი ინფიცირდება COVID-19-ით.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.07.2020

ჩეჩნეთის ლიდერსა და მის ოჯახს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ, სახელმწიფო დეპარტამენტმა მათ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებში კადიროვის მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა, ამ ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ-ს პასუხს „სარკისებურად" გასცემს.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.07.2020

უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსში მსხდომი 20-მდე მგზავრი მძევლად აიყვანა და ითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა და სახელმწიფო ინსტიტუტების მეთაურებმა „იუთუბზე" ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები" არიან.
|
მარიამ ნებულიშვილი 19.07.2020

„როგორც ჩანს მხარეებმა აიღეს მცირე ტაიმ-აუტი, რათა მოახდინონ საკუთარი საბრძოლო შესაძლებლობების გადანაწილება და კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ შედარებით სიმშვიდეს.
|
ტატა შოშიაშვილი 18.07.2020

სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანსა და მის ხელისუფლებას ღიად უცხადებს მხარდაჭერას. პარალელურად კი რუსეთმა საკუთარი სამხედრო შეიარაღების შემოწმება დაიწყო, რის შემდეგაც მსოფლიოში აქტიურად ალაპარაკდნენ ფედერაციის კონფლიქტში ჩარევის შესახებ.
|
ტატა შოშიაშვილი 18.07.2020

იაპონიაში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე კორონავირუსის გავრცელება სწრაფი ტემპებით დაიწყო. კუნძულ ოკინავას ორ სამხედრო ბაზაზე უკვე 130-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაინფიცირდა. იაპონია ამერიკელი სამხედროების შემოწმებას ითხოვს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სი ენ ენ-თან" საუბრისას ოკინავას გუბერნატორმა, დენი ტამაკიმ განაცხადა.
|
ტატა შოშიაშვილი 12.07.2020

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს ინტერნეტ-გამოძიების რუსულ სააგენტო „ტროლების ფაბრიკაზე" კიბერთავდასხმის ბრძანება გასცა. ამის შესახებ პრამპმა 8 ივლისს „ვაშინგტონ პოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
|
ტატა შოშიაშვილი 12.07.2020

ამერიკაში ტეხასის შტატში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი COVID-19-ით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც „კორონავირუსის წვეულებას" დაესწრო. ამის შესახებ საინფორმაციო „ნიუ იორკ პოსტი" იუწყება.
|
ტატა შოშიაშვილი 11.07.2020

ლიბიაში გაღვივებულ კრიზისში, რომელიც „ფელდმარშალ" ხალიფა ხაფთარსა და პრემიერ-მინისტრ ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით მოქმედ ლიბიის ეროვნულ გარდამავალ საბჭოს შორის შეაიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სავარაუდოდ, რუსული სამხედრო ტექნიკაც ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ოპოზიციური „ნოვაია გაზეტა" ავრცელებს რედაქციის მიერ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების საფუძველზე.
|