თამარ მუკბანიანი
13.02.2019

 საქართველოს საგარეო ვალი შეუჩერებლად იზრდება. იანვარში 32.56 მლნ დაემატა თანხას, რომელიც ქვეყანამ მომავალში უნდა გადაიხადოს. ვალის ზრდა ხდება იმ პირობებში, როცა ქვეყანა ბიუჯეტს ვერ ითვისებს და 2018 წელს თითქმის 2 მლრდ ლარი დარჩა დასახარჯი. სფეროს სპეციალისტები ვალის ამ რადენობით აღებას ეკონომიკურად წამგებიან პროცესს უწოდებენ.

ია აბულაშვილი
12.02.2019

 "ეს არ ნიშნავს გამარჯვებას. ეს არის პიროსის გამარჯვება, რომელიც აუცილებლად კრახით დამთავრდება", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.

ია აბულაშვილი
12.02.2019

 „ვამზადებთ ახალ ინიციატივას, რომელიც ეხება უვადოდ დანიშნული მოსამართლების თემას, თუ რა სამართლებრივი რეგულაციები შეიძლება არსებობდეს“, - აცხადებს ეკა ბესელია, რომელიც პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართავს უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლებთან მიმართებაში. 

თამარ შუკვანი
12.02.2019

 „ეს არის ორმხრივი ურთიერთობის და ცალკე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურება. ეს ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა," - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტების მნიშვნელობაზე საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

თამარ შუკვანი
12.02.2019

 „არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რომელსაც ბუნებრივი მიზეზი აქვს; ადამიანებს, რომლებიც ჩემი ყოფილი და ახლანდელი მეგობრებიც არაინ, ეს პოზიცია გააჩნიათ და ვფიქრობ, ამ პოზიციას, არსებობის უფლება აქვს, რადგან სწორედ ამ ადამიანებმა გამოიარეს ის ჯოჯოხეთი წლების განმავლობაში, რასაც მათ შორის მოსამართლეთა ნაწილიც ახორციელებდა," - ასე აფასებს მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი „რეზონანსთან" საუბრისას.

ტატა შოშიაშვილი
12.02.2019

 ნატო-ს შემდეგ სამიტზე, რომელიც წელს დეკემბერში ლონდონში ჩატარდება, საქართველომ ნატო-ში გაწევრიანებაზე მოწვევა უნდა მიიღოს. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
12.02.2019

ე.წ. ციანიდის სკანდალურ საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით  პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ. გამოდმინარე იქიდან, რომ შეწყალების კომისიის  დაკომპლექტება ჯერჯერობით არ მომხდარა, კომისია ქმედუუნაროა და დეკანოზის შეწყალებაზე  გადაწყვეტილების მიღება პირადად პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწევს.  

რეზონანსი
12.02.2019

 მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივას, რომელიც ეკა ბესელიამ რვა დეპუტატთან ერთად, შეიმუშავა, აკაკი ზოიძე მხარს უჭერს. ამის შესახებ, მან კომენტარი „რეზონანსთან" გააკეთა:

ტატა შოშიაშვილი
12.02.2019

 „სანამ იუსტიციის საბჭოში, რომელიც დღეს არის და, რომ იტყვიან „მოაჯდა მოსამართლეთა კორპუსს", ეგ ადამიანები იქნებიან, ვფიქრობ, რომ მათ მიერ დანიშნული მოსამართლეები ავტომატურად დისკრედიტირებულები არიან..." - ასე შეაფასა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინიციატივა, რომელიც უვადოდ უკვე დანიშნულ მოსამართლეებს შეეხება.

თამარ შუკვანი
12.02.2019

 „თუ გავითავალისწინებთ იმას, რომ ეს იყო, როგორც თავად განაცხადეს, მთელი ემიგრაციის შეკრება, ამ კონტექსტში რაოდენობა საკმაოდ მცირე და მწირი იყო. უფრო დიდი აჟიოტაჟია ქართულ მედიაში ატეხილი, ვიდრე ეს შეხვედრა იმსახურებდა. ამიტომ არ მგონია, რომ ასეთ რამეზე ღირდეს მტკივნეული რეაგირება.

ტატა შოშიაშვილი
12.02.2019

 ნორვეგიაში მოღვაწე პოლონელი დიპლომატი სლავომირ კოვალსკი 11 თებერვალს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიპლომატისთვის შეუფერებელი ქცევისა და ძალადობისთვის" პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. თავის მხრივ, ზუსტად იგივე გააკეთა პოლონეთის ხელისუფლებამ და პოლონეთში მოღვაწე ნორვეგიელ დიპლომატს მისცა ერთი კვირა ქვეყნის დატოვებისთვის.

მარი ჩიტაია
12.02.2019

 დევნილებისა და პენსიონერების დაახლოებით 70% შემწეობისა და პენსიის კუთვნილ თანხას წინსწრებით იღებს. 240 000 დევნილი მუდმივად სესხზეა დამოკიდებული. მართალია, ეს არაოფიციალური მონაცემია, მაგრამ საკმაოდ ზუსტად ასახავს იმ უკიდურეს გაჭირვებას, რაშიც ამ კატეგორიის მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს. გამოდის, რომ 1 მილიონი პენსიონერიდან და დევნილიდან დაახლოებით 700 000 თავის გადასარჩენად სესხზეა ჩამოკიდებული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×