ელზა პაპოშვილი
11.10.2018

 ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ ატეხილ სკანდალს ბიძინა ივანიშვილიც იზიარებს. ხოლო ეს შთაბეჭდილება მიმდინარე პროცესებიდან იქმნება. ხუხაშვილი ამბობს, რომ მას არ ესმის რატომ იღებს ივანიშვილი ამ პასუხისმგებლობას, რადგანაც მიაჩნია, რომ ის ამ ყველაფერში მაინც არაფერ შუაშია. ხუხაშვილი სვამს კითხვას, „მაშინ რა გამოდის, ივანიშვილი ამ ყველაფრის მძევალია?“

ეკატერინე ბასილაია
11.10.2018

 მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან კიევის მისამართით მუქარანარევმა განცხადებებმა იმატა. ამჯერად რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ოფიციალურ კიევს მიმართავს და აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში რუსეთის ეკლესია უკრაინაში დიდ ეკლესია-მონასტრებს არ დათმობს და მათ შესანარჩუნებლად ქუჩაში მორწმუნეების მასშტაბური აქციები იქნება.

ელზა პაპოშვილი
11.10.2018

 "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს უპირისპირდება. პარტიის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა საზოგადოებისა და ამომრჩევლის იმაში დარწმუნებას ცდილობენ, რომ ერთად აღარ არიან და საერთო აღარაფერი აქვთ.

თამარ შუკვანი
11.10.2018

 საქართველოს სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანისა და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილის მონაწილეობით გავრცელებული აუდიოჩანაწერები ინსცენირებულია და მისი ჩაწერა ოქუაშვილის ოფისში ხდებოდა, სადაც მას ჩამწერი მოწყობილობა ჰქონდა. მათი ჩაწერა რამდენიმე დუბლად მოხდა, რადგან ოქუაშვილი ჩანაწერებს "იწუნებდა", - აღნიშნულია ლევან ყიფიანის მიერ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე მიცემულ ჩვენებაში, რომელიც პროკურატურამ ვებგვერდზე განათავსა.

მარი ჩიტაია
11.10.2018

 ახალი რეგულაცია სესხების გაცემას მინიმუმამდე შეამცირებს. მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო კრედიტის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 50%-მდე დაიკლებს. ცვლილება ჭარბვალიანობის შემცირებისკენაა მიმართული, თუმცა, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას, რადგან მოსახლეობას ამით "საკრედიტო შიმშილი" ემუქრება.

თამარ შუკვანი
11.10.2018

 ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კიდევ ერთ უნივერსიტეტს შეუჩერდა ავტორიზაცია - "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა" ავტორიზაცია ვერ მიიღო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×