თამარ მუკბანიანი
03.08.2018

 საქართველოში, საშუალო ფენა 7%-ს არ აღემატება. 32% - ღარიბია, 37% - ზომიერად ღარიბი, 24% - მოწყვლადი ჯგუფი.  ასეთია მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგი.  მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღარიბებასთან ერთად, ქვეყანაში საშუალო ფენა ფაქტობრივად ქრება.

ია აბულაშვილი
03.08.2018

 "ჯერ-ჯერობით არ ჩანს, არც მგონია რომ გამოჩნდეს ფიგურა, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, ვისაც შეუძლია მართლაც მნიშვნელოვანი სახალხო მხარდაჭერა მოიპოვოს, ვისაც ადამიანები გულის კარნახით მისცემენ ხმას" - ამბობს პეტრე მამრაძე, ვისაც "რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაესუბარა.

თეო გუდავაძე
03.08.2018

 ზაფხულის ცხელ დღეებშიც ადამინები დედაქალაქის დატოვებას ვერ ბედავენ. მიზეზი ბევრნაირია, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი მაინც ფინანსური პრობლემაა. აგვისტო დაიწყო და თბილისის მცხოვრებთა 90% ჯერაც ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ზაფხულობით თბილისი მთლიანად იცლებოდა მოსახლეობისგან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხალხის დიდი ნაწილი თბილისში ატარებს შვებულებას.

თამარ მუკბანიანი
03.08.2018

 საქართველოდან თამბაქოს ექსპორტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არანორმალური სისწრაფით - 11-ჯერ გაიზარდა. შარშანწინ გაზრდილი აქციზის გადასახადის შემდეგ, შარშან თამბაქოს ნაწარმის იმპორტმა იკლო, მაგრამ წელს უცებ გაორმაგდა და ეს სწორედ რეექსპორტს უკავშირდება. რა გახდა ბოლო ერთ წელში ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი? კომპანიები კომენტარისაგან თავს იკავებენ, ხოლო სპეციალისტებს სხვადასხვაგვარი ინფორმაცია აქვთ.

თეო გუდავაძე
03.08.2018

 ტაქსებს, შესაძლოა, ფიქსირებული საფასურის დაწესება აუკრძალონ და მგზავრობის გადასახადი გავლილი კილომეტრების მიხედვით დადგინდეს. ეს პრობლემაა როგორც მძღოლებისთვის, რომლებმაც დამატებითი ხარჯი უნდა გასწიონ, ასევე - მგზავრებისთვისაც. "ტაქსისტები" ეცდებიან, ხელსაყრელად გამოიყენონ ახალი კანონი და შორი გზით მიიყვანონ მგზავრები დანიშნულების ადგილზე. ამან შეიძლება, მძღოლსა და კლინეტს შორის კონფლიქიც კი გამოიწვიოს.

ია აბულაშვილი
03.08.2018

 მარგველაშვილი-უსუფაშვილის ტანდემი ვერ შედგა, როგორც თავად პრეზიდენტი აცხადებს, პარტიული ცხოვრებისთვის ამ ეტაპზე ის მზად არ არის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×