გვანცა წულაია 30.01.2017 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ "კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულები, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა.
|
გვანცა ღვედაშვილი 28.01.2017 საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. მმართველი გუნდი არ აპირებს საკონსტიტუციო კომისიის წინაშე წინასწარ შეჯერებული პოზიციით წარსდგეს.
|
გვანცა წულაია 27.01.2017 "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის შალვა შავგულიძის თქმით, კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთივე პოლიტიკურია, როგორიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო.
|
გვანცა ღვედაშვილი 26.01.2017 24 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა ჩააგდო საქართველოდან წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. მოსამართლეების სია თავიდან არის წარსადგენი. კონკურსი აპრილამდე ხელახლა უნდა ჩატარდეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 25.01.2017 ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის განცხადებით, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთს მთელი ინფორმაცია გადასცა ჩვენ მებრძოლებზე.
|
გვანცა წულაია 24.01.2017 ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძე დაასახელა.
|
თიკო ოსმანოვა 23.01.2017 "შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და აქ გადმოვა", - ამის შესახებ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრმა ადა მარშანიამ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამუშო ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა.
|
გვანცა წულაია 21.01.2017 ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა შეხვედრა არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებთან გამართა, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არიან ჩართულნი. "სია"-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილე მხარეებს შორის შედგა კონსენსუსი საკითხზე, რომ არ არსებობს არგუმენტირებული მიზეზი იმის, თუ რატომ უნდა შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი.
|
გვანცა წულაია 20.01.2017 თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და კომპანია "სოკარი" საკმარის გაზს მოგვაწვდის, რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი იქნება ნული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, "გაზპრომთან" გაფორმებული ახალი ხელშეკრულების შეფასებისას განუცხადა.
|
გვანცა წულაია 19.01.2017 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა 10-მდე კლინიკა გამოეთიშოს. აღნიშნულის შესაძლებლობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე არ გამორიცხა, რომელზეც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მხრიდან გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა.
|
გვანცა წულაია 18.01.2017 კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის ეხმაურება 2017 წლის 11 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დათანხმდეს გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასური მიიღოს ფულადი და არა აირის სახით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 17.01.2017 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობიდან" გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის გამოყოფას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალ გუნდთან მუშაობა შეუძლებელი იქნება, ვიდრე ისინი არ გასცემენ ძალიან მძიმე კითხვებს პასუხს.
|