გვანცა წულაია 28.02.2017 ე.წ ციანიდიას საქმე კვლავ მთავარი განხილვის თემაა. ოპოზიცია პროკურატურას საქმის გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. მათი შეფასებით, ბევრი კითხვის ნიშანია, რომელსაც პასუხი დროულად უნდა გაეცეს.
| ნინო ქეთელაური 27.02.2017 როგორც დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, ქალაქის მერს დავით ნარმანიას ოთხშაბათამდე აქვს ვადა, რათა საკრებულოში მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
| გვანცა წულაია 25.02.2017 "ციანიდის" ამბიდან 12 დღე გავიდა, თუმცა ეს თემა დღემდე აქტუალურია. ამ 12 დღის მანძილზე საქმეზე არც ისე ბევრი რამ გახდა ცნობილი, რადგან გამოძიება ბოლომდე არ არის დასრულებული. ბრალდებული დეკანოზი გიორი მამალაძე პროკურატურას ჯერ კიდევ არ დაუკითხვას.
| გვანცა წულაია 24.02.2017 "მე ვადასტურებ, რომ სიტუაციას ისევ ქალბატონი მართავს" - ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპილოტმა, მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა. მეუფემ ჟურნალისტებთან საუბრისას, მამა გიორგი მამალაძის და პატრიარქის არშემდგან შეხვედრაზე ისაუბრა. მეუფემ განაცხადა, რომ უწმინდესს ბრადლებულ დეკანოზთან შეხვედის სურვილი ჰქონდა. მისი თქმით შეხვედრას ხელი ილია მეორეს მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა შეუშალა.
| გვანცა წულაია 23.02.2017 ჩვენ მივაღწევთ დახასულ მიზნებს და განვითარების ახალ ტალღაზე გადავიყვანეთ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიროგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "თბილისი რუმსში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გამართა.
| გვანცა წულაია 22.02.2017 დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა მოწევა აიკრძალოს, - ამას ითვალისწინებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.
| გვანცა წულაია 21.02.2017 პროკურატურას სურს ჩვენი საქმიდან ხელოვნურად ჩამოშორება, რადგან მათთვის სასურველი ადვოკატები არ ვართ და არ ვასოცირდებით რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ მთავარ პროკურატურაში განაცხადა, სადაც ადვოკატებმა გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადება კიდევ ერთხელ შეიტანეს.
| ნინო ქეთელაური 20.02.2017 ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით ატეხილმა სკანდალმა საპატრიარქოში არსებული შიდა დაპირისპირება სააშკარეაოზე გამოიტანა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები უკვე ღიად უყენებენ ერთმანეთს საკმაოდ მძიმე ბრალდებებს.
| ნინო ქეთელაური 18.02.2017 საპარლამენტო ოპოზიცია მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და ასევე მოითხოვს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს.
| გვანცა წულაია 18.02.2017 ბიზნესმენ ქიბარ ხალვშის ადვოკატი პაატა სალია "რუსთვი 2"-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი - "უკვე მეორედ ართმევენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიას და თუ სასამართლო მოექცა ზეგავლენის ქვცეშ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, ეს არამარტო ამ კონკრეტული საქმისთვის იქნება საზიანო, არამედ სამართლიანობის აღდგენის იდეას საბოლოოდ დაასამარებს".
| გვანცა ღვედაშვილი 16.02.2017 პროკურატურას საპატრიარქოსთან დაკავშირებული პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სადაც აცხადებენ, რომ საჭიროა, მაქსიმალურად გაიცეს ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია, რათა საკითხის ინტერპრეტაცია და საზოგადოების მანიპულირება არ მოხდეს.
| გვანცა წულაია 15.02.2017 "ვფიქრობ, ეს არის გაურკვევლობა, შოკში ვარ, მოულოდნელი იყო, ოჯახის წევრებს საუბარიც კი გვიჭირს ამაზე" - ამის შესახებ დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ, მალხაზ მამალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოჯახი ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. "ვინც გიორგის იცნობს, ამ ამბავს არავინ დაიჯერებს. ამ ეტაპზე იმდენად დაბნეულები ვართ, არანაირი განცხადების გაკეთების თავი არ გვაქვს, ვერც კი ვსაუბრობთ."
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|