ნინო ქეთელაური 27.04.2017 საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კორპუსის კრიტიკასთან დაკავშირებით ევა გოცირიძის ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი.
|
გვანცა წულაია 26.04.2017 ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტს, რომელიც ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს ვიღებთ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადეობის წარმომადგენლებს მიმართა.
|
გვანცა ღვედაშვილი 24.04.2017 საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში მომავალ კვირას შევა, დოკუმენტის საბოლოო, მესამე მოსმენით კენჭისყრა კი შემოდგომაზე გაიმართება, - ცვლილებების პროექტის კენჭისყრის შემდგომ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
|
გვანცა წულაია 22.04.2017 23 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარიუ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დიდგორის ბრძოლის დღის - 12 აგვისტოს "დიდი გამარჯვების დღედ" გამოცხადებას ითვალისწინებს. თუმცა, ამის შემდეგ კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.
|
გვანცა წულაია 21.04.2017 საკონსტუტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის ნაცვლად მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს ჩამოყალიბდება ეროვნული თავდაცვის საბჭო. მას საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ეროვნული თავდაცვის საბჭო საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე იფუნქციონერებს.
|
თიკო ოსმანოვა 20.04.2017 როგორ აფასებთ პარლამენტში მომხდარ ინციდენტებს? ჩხუბი და ხმაური პარლამენტში - გუშინ გამართულმა პლენარულმა სხდომამ დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა. კონფლიქტი "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანსა და "ევროპული საქართველოს" წევრ გიგა ბოკერიას შორის მოხდა
|
გვანცა წულაია 19.04.2017 კონსტიტუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების ასახვა იგეგმება. პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის ნაცვლად, ირიბი წესით - ე.წ საარჩევნო კოლეგიის მიერ იქნება არჩეული. მაჟორორიტაული საარჩევნო სისტემა უქმდება და საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით ჩატარდება. პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. პარლამენტის ადგილმდებარეობა კონსტიტუციით განსაზღვრული აღარ იქნება. ბოლო ძირითადი ცვლილება, რომელიც გუშინ იქნა დამატებული, ესაა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
|
გვანცა წულაია 18.04.2017 გავლენიანმა შვეიცარიულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, დაცულობისა და უსაფრთოების კუთხით, საქართველომ 136 ქვეყანას შორის, 29-ე ადგილი დაიკავა.
|
თიკო ოსმანოვა 15.04.2017 როგორც პარტიის ლიდერმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, "ქართული ოცნება" მყარად იცავს იმ პოზიციებს, რომელიც მმართველი ძალის კიდევ უფრო მეტი კონცენტრაციის და არადემოკრატიული განვითარების მანიშნებელია. მისივე განცხადებით, მათ ამის კონკრეტული გეგმა არ აქვთ, თუმცა, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენის აუცილებლობას ვერ ხედავს. |
გვანცა წულაია 14.04.2017 საპარალმენტო არჩევნების დროს ბლოკებისა და კოალიაციის შექმნა იკრძალება, ამასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის ახალ პროექტშია საუბარი, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შესაძლოა მათ ამის გამო საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადონ.
|
გვანცა წულაია 13.04.2017 პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა საბოლოოდ გადაწყდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული არგუმენტები არ აქვთ, რატომ უნდა მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, ამიტომ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა.
|
გვანცა წულაია 12.04.2017 გუშინ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა ის საკითხი განიხილეს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ჩანაწერი საერთოდ არ უნდა იყოს. ამ ცვლილების მიხედვით, კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერს ამოიღებენ, სადაც პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისია განსაზღვრული.
|