ნინო ქეთელაური 11.05.2017 არასამთავრობო სექტორს საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობისას წარმოდგენილი ჰქონდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს ექნებოდა ვალდებულება, შეექმნა შრომის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ინიციატივა ხელისუფლებამ დაბლოკა, რადგან, მათი არგუმენტით, ეს ინვესტორებს შეუქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ საქართველო მათ მიმართ მეგობრულად განწყობილი არ არის.
| გვანცა წულაია 10.05.2017 მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა საქარველოში შემოსვლით ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია, თუმცა ამას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. ოპოზიცია მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ლუჟკოვის წინააღმდეგ სს-ის დევნა უნდა დაწყებულიყო.
| გვანცა წულაია 09.05.2017 საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა გუშინ ბათუმში გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა - გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
| გვანცა ღვედაშვილი 08.05.2017 კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვა უკვე მეოთხე დღეა, მიმდინარეობს. "ქართული ოცნება" მიმდინარე შეხვედრებს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეფექტურია, რასაც კატეგორიულად არ იზიარებენ ოპოზიცია და არასამთავრობოების ნაწილი.
| გვანცა ღვედაშვილი 06.05.2017 თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმეზე მიმდინარე სხდომა, რომელიც გუშინ დაიწყო, დაიხურა. ბრალდების მხარის მიერ სხდომის დახურვის მოთხოვნის ერთ-ერთი არგუმენტი საქმეში არსებული ის ვიდეო და აუდიომტკიცებულებები გახდა, რომლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ფიგურირებდნენ. მოსამართლე ბადრი შონიას განცხადებით, ღია სხდომის შემთხვევაში მათი ვინაობის გამჟღავნება მოხდებოდა, რაც მათი თავისუფლების ხელყოფაა.
| გვანცა წულაია 05.05.2017 აშშ-ის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ამერიკის ადმინისტრაციას ეკრძალება, მხარდაჭერა გამოუცხადოს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობას აღიარებენ.
| გვანცა ღვედაშვილი 04.05.2017 რუსი ბაიკერების დაჯგუფება "ღამის მგლების" წევრის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი ირაკლი ყიფიანი "რეზონანსთან" საუბრისას უარყოფს. მისი თქმით, თუკი საქართველოში რუსი ბაიკერი გადაადგილდება, ის იმ ჯუფის წევრი ვერ იქნება, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რადგან ისინი საზღვარზე არ შემოუშვეს.
| გვანცა წულაია 03.05.2017 მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციების შედეგად, თამბაქოს მოწევის შეზღუდვაზე კანონის ამოქმედება 2018 წლის 1-ელ მაისამდე გადაიდო.
| გვანცა წულაია 02.05.2017 საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა დასრულდა და 5 მაისიდან პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო განხილვის ჩატარებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეფასებები კეთდება.
| გვანცა ღვედაშვილი 01.05.2017 "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატისა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის - ირაკლი სესიაშვილის 20 წლის შვილი სუს-ში, საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობს.
| ნინო ქეთელაური 29.04.2017 ბოლო პერიოდში "ქართული ოცნება" სულ უფრო აქტიურად საუბრობს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა არა 2023, არამედ უკვე 2018 წელს უნდა ამოქმედდეს. მმართველ გუნდში არც მალავენ, რომ ამის მთავარი მიზეზი მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.
| მარიამ ელიაშვილი 28.04.2017 -საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" ორგანიზებით, 9 მაისს თბილისში, შესაძლოა, რუსი ბაიკერების - "ღამის მგლების" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პერფორმანსში მიიღონ მონაწილეობა.
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|