ლიკა გურაბანიძე 12.10.2016 "არჩევნების შედეგებს მივიღებთ, მაგრამ დაგვიმტკიცეთ, პატივცემულო ხელისუფლებავ, რომ ეს არჩევნები არ იყო გაყალბებული, რომ ჩვენი ხმები არ არის გადალაგებული ბათილ ბიულეტენებში," - ამის შესახებ ნათქვამია "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.
|
სალომე სარიშვილი 11.10.2016 "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით პარლამენტში შესვლის ბოიკოტირება მათი მხრიდან მთავარი პროგრესული პარტიის სუიციდი და შესაბამისად, ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებაა.
|
ნინო ქეთელაური 10.10.2016 მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-ს საბოლოო მოანაცემები ჯერ არ გამოუცხადებია, უკვე ჩანს, რომ ახალი პარლამენტი წარმოდგენილი პარტიების მიხედვით, წინამორბედებზე ნაკლებად მარავალფეროვანი იქნება.
|
ლიკა გურაბანიძე 08.10.2016 დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.10.2016 საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელის, ნილ სკოტის განცხადებით, ბოლო პერიოდამდე იყო სამაგალითო წინასაარჩევნო გარემო, თუმცა უკანასკნელი დღეების მოვლენებმა სურათი შეცვალა.
|
გვანცა ღვედაშვილი 06.10.2016 თბილისის ცენტრში, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავებულია 4 მოქალაქე. ეს ტერაქტი ერთნაირად დაგმო როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა. თუმცა "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც" დანაშაულს ერთმანეთს აბრალებენ.
|
ნინო ქეთელაური 05.10.2016 იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა იმართება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის შესახებ მედიით გავრცელებულ ჩანაწერებს შეეხება.
|
ნინო ქეთელაური 04.10.2016 არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება და ძალადობრივი ინცინდენტების რაოდენობამ იმატა. ორი დღის წინ კი გორში, ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სროლაც მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. ინცინდენტი მოხდა, 1-ელ ოქტომბერსაც. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ.
|
ლიკა გურაბანიძე 03.10.2016 "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", - ასე ჰქვია ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-ის წინასაარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს. გადაცემა ერთი თვეა, მიმდინარეობს და მას "2030"-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი უძღვებიან.
|
თიკო ოსმანოვა 01.10.2016 საქართველოს ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით, რომის პაპი ფრანცისკე ესტუმრა. მართლმადიდებელთა ერთი ჯგუფი, აეროპორტის გზაზე რომის პაპს საპროტესტო აქციით დახვდა. აქციის მონაწილეებმა პაპის ესკორტი შეძახილებით: "წყეულო", "ეშმაკისეულო" გააცილეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 30.09.2016 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციას 5 ოქტომბერს, ვარდების მოედანზე გამართავს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქცია მრავალათაასიანი იქნება და როგორც ვარდების მოედანს, ასევე რუსთაველსა და თავისუფლების მოედანსაც მოიცავს.
|
თიკო ოსმანოვა 29.09.2016 პაატა ბურჭულაძის პარტიის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. აქტივისტებისა და ლიდერების შემდეგ საარჩევნო გაერთიანება პარტია "გირჩმაც" დატოვა, რის გამოც საპარლამენტო არჩევნებზე "სახელმწიფო ხალხისთვის" 16 მაჟორიტარი კანდიდატის გარეშე დარჩა.
|