ლიკა გურაბანიძე 14.09.2016 "ასეთი თავისუფალი წინასაარჩევნო პერიოდი საპარლამენტო არჩევნების კუთხით არ გვახსოვს," - ამის შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
|
გვანცა ღვედაშვილი 13.09.2016 პრეზიდენტს პარლამენტი უნდა ირჩევდეს - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი "რესპუბლიკელებთანაც" არაერთხელ ჰქონია
|
გვანცა ღვედაშვილი 12.09.2016 ხათუნა ლაგაზიძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბლოკი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა, "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ ბურჭულაძეს საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში მონაწილეობა არ მიუღია და პროცესების არიდების მიზნით ქვეყნიდან წავიდა.
|
თიკო ოსმანოვა 10.09.2016 "ქართული ოცნების" პარტიული სიის სრული შემადგენლობა ცნობილია - 155 კაციდან 109 (70%) ახალი სახეა.სიის ათეული ახალი სახეებით არის დაკომპელქტებული.
|
ლიკა გურაბანიძე 09.09.2016 7 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვია. დელეგაციას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებიც იყვნენ.
|
ლიკა გურაბანიძე 08.09.2016 "მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მე როგორც ამომრჩეველი, როგორც პენსიონერი მშობლების შვილი, ვარ შეურაცხყოფილი იმ ტიპის საარჩევნო კამპანიებით, როდესაც პოლიტიკური პარტიები პენსიონერებს ჰპირდებიან მორიგი 5 ლარის მომატებას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
|
ლიკა გურაბანიძე 07.09.2016 ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საზოგადოებაში დაძაბულობის შემოსატანად სპეციალური ორგანიზაცია შექმნა.
|
ლიკა გურაბანიძე 06.09.2016 თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე პროფილაქტიკაში მომხდარი სროლის შედეგად პროფილაქტიკის თანამშრომელი რამაზ მჭედლიშვილი გარდაიცვალა. 2 სექტემბერს, ვაკეში, კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს.
|
თიკო ოსმანოვა 05.09.2016 საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის პროგნოზით, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. ამიტომ იგი პოლიტიკურ ძალებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს
|
ლიკა გურაბანიძე 03.09.2016 ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში "ქართული ოცნების" 100-მდე დეპუტატი შევა. ამის შესახებ განცხადება ექსპრემიერმა ხუთშაბათს აჭარის რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა
|
ლიკა გურაბანიძე 02.09.2016 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, უკიდურეს სიღარიბეს თავი 500 ათასმა ადამიანმა დააღწია - ამტკიცებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მან გუშინ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის - "სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში" - შედეგები გაასაჯაროვა.
|
ლიკა გურაბანიძე 01.09.2016 "დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები," - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. მისივე თქმით, პირებს, რომლებიც გონიოში წვრთნებს ახორციელებდნენ, მყვინთავის სერტიფიკატი ჰქონდათ, მაგრამ ინსტრუქტორის - არა.
|