ქრისტინე კაპანაძე 22.09.2020
სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი, რომელშიც „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე რუს დეპუტატსა და „კა-გე-ბე"-ს ყოფილ თანამშრომელს იგორ მოროზოვს საქართველოში ბიზნესის დაწყების შესაძლებლობაზე ელაპარაკება, პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა. თავად ბრეგაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პოლიტიკური ამაში არაფერია და უბრალოდ რუსმა მეგობარმა მას სთხოვა ინფორმაციის მოძიება, რამდენად მომგებიანი იქნებოდა საქართველოში ერთი კონკრეტული ბიზნესის დაწყება.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.09.2020

ერთ კვირაზე მეტია, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ორი ასეული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება, ვირუსმა თითქმის ყველა სფეროში შეაღწია, ვკარგავთ თუ არა თანდათან კონტროლს სიტუაციაზე და არის თუ არა აუცილებელი, რომ ინფექციის შესაჩერებლად მკაცრი ზომები დაწესდეს?
|
ქრისტინე კაპანაძე 21.09.2020
წინასააარჩევნოდ ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებები მწვავდება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, „ოპოზიციური პარტიების ერთიანი საარჩევნო სიის" შექმნაზე უარყოფითად აფასებენ ოპოზიციაში, რადგან მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის ინიციატივია არასერიოზულია, მიზანი კი მისი კონკურენტი პარტიების შესუსტებაა.
|
მარიკა ხორავა 21.09.2020
რუსეთის მე-8, 49-ე და 58-ე არმიებმა საქართველოს დედაქალაქიდან 116 კილომეტრში, ცხინვალის მიმართულებით მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს. "საქართველოს საფრთხეს უქმნის რუსეთის სტრატეგიული სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020". ეს არის მუსკულების დემონსტრირება. აგრესიის შემთხვევაში, წვრთნებში მონაწილე სამხედრო არმიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სამხედრო აგრესიაში - განაცხადა "რეზონანსთან" საერთაშორისო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ. მისივე თქმით, „კავკასია 2020" ერთგვარი პრელუდიაა.
|
ქრისტინე კაპანაძე 21.09.2020
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში, ამ მომენტში, არსებულ კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და უახლეს მონაცემებს გვაწვდის. მისი თქმით ვირუსმა რთული ვითარება შექმნა, თუმცა, მოსახლეობა შეძლებისდაგვარად უმკლავდება მდგომარეობას.
|
ქრისტინე კაპანაძე 20.09.2020
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ, ბოლო პერიოდში გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება. გამყრელიძის აზრით პანდემია მინიმუმ 1 წელი კიდევ გაგრძელდება, თუმცა რის საფუძველზე ასახელებს 1 წელს, უცნობია.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.09.2020

31 ოქტომბერს საზოგადოება განსხვავებულ არჩევნებს ელოდება, გარდა იმისა რომ სისტემაა შეცვლილი, ბარიერი კი თითქმის 1%-იანია, ანალიტიკოსები მოვლენების განვითარების განსხვავებულ სცენარს ელოდებიან.
|
ქრისტინე კაპანაძე 20.09.2020
საქართველოში აქტიური საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. პოლიტიკოსები თავიანთ ამომრჩევლებთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართვენ. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. ხუხაშვილის პროგნოზით, წინასაარჩევნო პერიოდი აჟიოტაჟისა და მძიმე დაპირისპირებების გარეშე ჩაიშვლის.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.09.2020

შვიდი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოაცხადა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ინფექცია ძირითადად მოხუცებს აზარალებს, თუმცა „ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ პანდემია ღარიბ ქვეყნებში ისეთ კატაკლიზმად გადაიქცა, სადაც ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
|
მარიკა ხორავა 19.09.2020
აშშ-ს საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს - ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადაგან ორივე კანდიდატი საქართველოს ღირსეულ, მნიშვნელოვან და სერიოზულ პარტნიორად აღიქვამს - აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრობს და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ჯონ ბაიდენს არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.09.2020

არჩევნებამდე თვენახევარია დარჩენილი, პოლიტიკური პარტიები კი ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად ცდილობენ, რომ საარჩევნო კამპანია რაც შეიძლება უფრო დამაჯერებელი იყოს, რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია დარჩენილ დროში არსებული შედეგი გააუმჯობესოს და რის ხარჯზე? ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს პროცესი თავად პარტიებზე და პოლიტიკურ სუბიექტებზეა დამოკიდებული.
|
ქრისტინე კაპანაძე 18.09.2020
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას „საქართველო-რუსეთის" ურთიერთობების დალაგების შესახებ, პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე ქართველი საზოგადოების დეზორიენტირების იარაღად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ განცხადებაში სიახლე არაფერია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|