ქრისტინე კაპანაძე
26.09.2020

 იმერეთში კორონავირუსის შიდა გავრცელება დაიწყო, ერთი დღე ღამის განვალობაში დაინფიცირებულთა რიცხი ნახტომისებურად გაიზარდა. შაბათს რეგიონში 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ მაჩვენებლით იმერეთმა პირველად გაუსწრო თბილისს, სადაც 41 ახალი შემთხვევაა.

ქრისტინე კაპანაძე
25.09.2020

 თბილისში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ დედაქალაქის მაცხოვრებლები შესაბამის სამედიცინო ნორმებს არ დაიცავენ - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე.

თამთა ჩაჩანიძე
25.09.2020

 ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობებმა - „სირცხვილია", „გაბედე" და „შეცვალე", საზოგადოებას განსაკუთრებით „გავრილოვის ღამის" მოვლენებით და შემდეგ განვითარებული პროტესტით დაამახსოვრა, თუმცა მათი აქტივობები დღეს ისეთი თვალშისაცემი აღარაა. რატომ გადაწყვიტეს მუხტის შენელება და რა გავლენას ახდენს არჩევნები და პანდემია მათ სამოქალაქო ატივობებზე?

ია აბულაშვილი
25.09.2020

"კორონავირსუსის გამო ქელეხები აიკრძალა და ალბათ პირდაპირ ორმოცს გადავუხდით ამ ოპოზიციას, გახარია თუ ჩაერია, მეგრულად დატირება არ ასცდებათ.

ქრისტინე კაპანაძე
25.09.2020

 ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკებების დრო აღარ აქვთ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „რეზონანსთან" ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ბევრ დროს ხარჯავენ ერთმანეთთან ოპონირებაში, ეს კი, ნამდვილად არ არის, ჯანსაღი კონკურენცია წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში.

მარიკა ხორავა
25.09.2020

 აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი შეიარაღებული კონფლქტი რამდენიმე თვის წინ საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრში მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც, მუდმივად დაპირისპირებული ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს არა მთიან ყარაბაღში ან მის მიმდებარე ტერიტორიებზე, არამედ 300-მდე კილომეტრის დაშორებით დაუპირისპირდა. შეტაკებებმა მსხვერპლი გამოიწვია.

ია აბულაშვილი
24.09.2020

„მამუკა ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი დებატებში არ დაუჯდება, ეს გამორიცხულია, მაგრამ თავის ამომრჩეველთან ქულებს იწერს“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ფორმატს და ტელევიზიას მნიშვნელობა არ აქვს და ამ არჩევანს ბიძინა ივანიშვილს უტოვებს.

ია აბულაშვილი
24.09.2020

„პატარა ვაშაძე გახარიას იწვეს დებატებში, ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილს. გასაგებია, რომ საარჩევნო პიარ-კამპანია აქვთ და ოპოზიციური პარტიები დღეს საარჩევნო „ამაოების ბაზარზე“ არიან“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „ლელოა“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

ქრისტინე კაპანაძე
24.09.2020

 საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევს ბელარუსის მოვლენებთან და ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირება და ეს პოზიცია გაეროს წესდებით გათვალისწინებულ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს, რადგან ეს პრინციპები კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დგას - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

ია აბულაშვილი
24.09.2020

„ჭკვიანი და აქტიური ქალების მეტი რა არის, მითუმეტეს „ოცნებაში“. მმართველ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ პარტიულ სიაში ქალები უმროვლესობით შეიყვანოს. „ოცნების“ ახალ სიაში ბევრი ახალი სახე იქნება, რომელებიც დღეს შეიძლება პოლიტიკისთვის უცნობი არიან, მაგრამ საზოგადოებისთვის არიან ცნობადი სახეები“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე „ოცნების“ პარტიულ სიასთან დაკავშირებით „რეზონანსთან“ საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
24.09.2020

ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცეში, აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ექსპერიმენტალური სადაზვერვო თვითმფრინავი „ბომბარდირ ჩელენჯერ 600" შენიშნეს. რა იყო ფრენის განხორციელების მიზეზი და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ე.წ. ღია ცის შეთანხმების ჩაშლას საფრთხე აღარ ემუქრება?

მარიკა ხორავა
24.09.2020

 დილიდან ეროვნული ვალუტა არანორმალური ტემპით უფასურდება ხუთშაბათის შუადღის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი სავალუტო ჯიხურებში უკვე 3.3 ლარი ღირს. რა გავლენას მოახდენს ლარის გაუფასურება წინასაარჩევნოდ ხელისუფლების რეიტინგზე და როგორ გამოიყენებს ამას ოპოზიცია? ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი თავად 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×