თამთა ჩაჩანიძე
01.09.2019

 „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა. გასაუბრების დასრულებისთანავე,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა დიმიტრი გვრიტიშვილმა და სხვებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლო კვირაში იქნებოდა, უკვე სექტემბერია და ყველასათვის ცნობილია, რომ კენჭისყრა ჯერჯეობით არ ჩატარებულა. პლუს ამას, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იმის შესახებ, თუ როდის ჩატარდება კენჭისყრა. სავარაუდოდ ეს იქნება სექტემბერში, მაგრამ როდის - არ ვიცი", - აცხადებს „რეზონანსთან" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარსადგენ სიაზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
01.09.2019

 ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ქართულ მხარეს ახალ ბრალდებას უყენებს. მათი ცნობით, ქართველმა ძალოვნებმა დღეს ჩამოაგდეს მათი არასაბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი - გადამღები კვადროკოპტერი ჩამოაგდეს, რომელიც „სახელმწიფო საზღვრის“ ვიდეოკონტროლს ახორციელებდა.

ია აბულაშვილი
01.09.2019

 „ამ ინფორმაციის მჯერა და დიდი ხანია ველოდები. ივანიშვილი ხალხს იწვევს, რადგან ძალიან კარგად დაინახა საზოგადოების განწყობა 20 ივნისის შემდეგ, მაგრამ მაინც ასეთ გადაწყვტილებას იღებს. ეს ასე არ დამთავრდება, ასეთი თავხედობა არავის შერჩება, ხალხი ქუჩაში გამოვა და პერმანენტული აქციები დაიწყება“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოქმედი შს მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო დანიშვნას.

თამარ შუკვანი
31.08.2019

 „სამთავრობო ცვლილებებზე უკვე დიდია ხანია მიდის საუბარი. ვინ ვის შეცვლის ნაკლებად მაინტერესებს. უბრალოდ ცვლილებები უნდა იყოს პოზიტიური შედეგის მომტანი და ეფექტური. ამ ცვლილებებს უნდა მოჰყვეს შედეგების გაუმჯობესება," - აცხადებს „რეზონანსთან" უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
31.08.2019

რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ჩორჩანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან; შეცვალა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპანტებთან სასაუბრო ენა და პოლიტიკა; იყო თუ არა ეს საქართველოს მხრიდან ნიადაგის მოსინჯვის მცდელობა და როგორ შეიძლება საბოლოოდ ჩორჩანასთან მოვლენები განვითარდეს?

თამარ შუკვანი
31.08.2019

 ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შესაძლოა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შეცვალოს. გახარიას კი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. ამასთანავე, პირველ სექტემბერს „ქართული ოცნება" უმრავლესობის ცფორმატში შეიკრიბება. შეხვედრა საშემოდგომო სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე იმართება.

თამარ შუკვანი
31.08.2019

 ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტისგან განმარტებას ითხოვს რამაზ დევაძის შეწყალების თაობაზე. მდინარაძემ „პირველ არხს" განუცხდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დევაძის შეწყალება მისთვის მიუღებელი და გაუგებარია.

ელზა პაპოშვილი
30.08.2019

 შესაძლოა 1-ელ სექტემბერს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს. პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე, მმართველი გუნდი უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება. შიდა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ უმრავლესობის დეპუტატები სწორედ 1-ელი სექტემბრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ელიან დაზუსტებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. 

თამარ შუკვანი
30.08.2019

 სოფელ ჩორჩანაში 30 აგვისტოს ქართული მხარისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რუსეთის ოკუპაციური ძალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა და შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვითარების დეესკალაცისკენ.

თამარ შუკვანი
30.08.2019

 სოფელ ჩორჩანაში ქართული მხარისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების შეხვედრა დასრულდა, რომელსაც რუსეთის ოკუპაციური ძალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ელზა პაპოშვილი
30.08.2019

 საქართველო რამდენიმე დღის წინ შუა ხნის ქალის მიერ  3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტმა შეძრა. ქალმა მშობლებთან ერთად მყოფ ბიჭუნას სახის არეში ბასრი დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა. მან ასევე, მისი ტყუპისცალი დის დაჭრაც სცადა, რასაც ხელი ბავშვების მშობლებმა  შეუშალეს. ქალმა შემთხვევის ადგილი მშვიდად დატოვა და ის პოლიციამ სახლში დააკავა. მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ ქალს ფისიქიკური პრობლემები აქვს. 

თამთა ჩაჩანიძე
30.08.2019

 „საქართველო აგრძელებს ოცნებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების დაბრუნებაზე, თუმცა არავინ გაიმეორებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასოწარკვეთილ ქმედებებს," - ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და პრესის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტევამ განაცხადა და დაამატა, რომ "ომი არ იქნება".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×