ია აბულაშვილი
28.08.2019

 "სამთავრობო ცვლიებები პოლიტიკური დღის მოთხოვნაა და ამ პროცესის დაწყება განპირობებულია ახალი პოლიტიკური სისტემით არჩევნების ჩატარებასთან.

თამთა ჩაჩანიძე
28.08.2019

 „10 წელი ძალიან ცოტაა!" - ამ სახელწოდებით გავრცელდა სოციალური ქსელში პეტიცია, სადაც 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის ქუჩაზე, სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ.

თამარ შუკვანი
28.08.2019

 „არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ხაზარაძე-კვირიაშვილის ალიანსი შედგეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაში ვიხილოთ. ეს პოლიტიკური პარტია მოხვდება პარლამენტში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მმართველ ძალად გადაიქცეს, თუმცა, პარტიის წარმომადგენლები შეძლებენ გარკვეული კანონპროექტების ლობირებას," - განუცხადა „რეზონანსს" ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ.

თამთა ჩაჩანიძე
28.08.2019

 „რახან ცდილობენ, რომ რუსთავი 2-ის ახალი იმიჯი შექმნან, რომ ეს იქნება კრიტიკული და მიუკერძოვებელი, მაშინ ჩემი ასეთი მედიაპროდუქტით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და თუ არ დაინტერესდებიან, თავისთავად გაჩნდება პასუხები იმ მოლოდინებზე, რაც გულისხმობს რუსთავი 2-ის მომავალ საინფორმაციო პოლიტიკას"- ასეთია „რეზონანსთან" ანალიტიკოსის არჩილ გამზარდიას განმარტება მისსავე ფეისბუქ სტატუსზე.

ელზა პაპოშვილი
28.08.2019

 მთელი ქალაქი შეძრა 27 აგვისტოს გავცერებულმა კადრებმა, სადაც 50 წლამდე ქალი 3 წლის ბავშს სახის არეში პეკინის გამზირზე ცივი იარაღით ჭრილობებს აყენებს. ხოლო შემთხვევის ადგილს მშვიდად ტოვებს და მის დაკავებას გამვლელები არ ცდილობენ. ქალმა 3 წლის ბიჭის დაჭრის შემდეგ, მისი დის ტყუპის ცალის დაზიანებაც სცადა, თუმცა, მას წინააღმდეგობა მამამ გაუწია. ქალი დანით დაზიანების მიყენებას ბავშვების მამისთვისაც შეეცადა.

ელზა პაპოშვილი
27.08.2019

 საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის  პარარლელურად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლება ოფიციალურ თბილისს „როვოკაციულ ქმედებებში“ ადანაშაულებს, რაც, მათი აზრით, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრი საპოლიციო პუნქტების გახსნაში გამოიხატება.

 

ია აბულაშვილი
27.08.2019

 „ჯერ მხოლოდ საუბარია სამთავრობო ცვლილებეთან დაკავშირებით. რაც შეეხება გახარის პრემიერ-მინისტრად და ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნის საკითხს, როდესაც ამ კანდიდატების განხილვის საკითხი პარლამენტში დადგება, რა თქმა უნდა პირადად მე მხარს არ დავუჭერ, რადგან ასე ქვეყნის მართვა აღარ შეიძლება“, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მიუხედავად "ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობისა, ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნის თაობაზე.

თამარ შუკვანი
27.08.2019

 „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე მოქმედი შს მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად შესაძლო დანიშვნას პოზიტიურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. როგორც მან „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადა, ამან შესაძლოა მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირებები დროებით შეაჩეროს.

ელზა პაპოშვილი
27.08.2019

ვის გასანიტრალებლად იყენებს ხელისუფლბე ავთანდილ წერეთელს - მამუკა  ხაზარაძის, თუ „ტვ პირველის“, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენის  შვილი ვატო წერეთელია? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ რომ, სავარაუდოდ, ხელისუფლება ორი კურდღლის დაჭერას აპირებს, თუმცა ეს საქმე იმდენად აბსურუდულია, რომ ხელში მხოლოდ დიდ მგელი შერჩებათ. 

თამთა ჩაჩანიძე
27.08.2019

 „არათუ ხაზარაძემ, ვინც არ უნდა მიიწვიოს ივანიშვილი დებატებში, ის ამ ნაბიჯს არ გადასდგამს. მისთვის ეს ნაბიჯი მომგებიანი არ არის", - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" „თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტელედებატებში გამოწვევას.

თამარ შუკვანი
27.08.2019

 მამუკა ხაზარაძის ახლა პარტიაში არ იქნებიან „ცნობილი სახეები პოლიტიკიდან". იგი აქცენტს ახალგაზრდა პროფესიონალებზე გააკეთებს, რომლებიც დღეს საქართველოში თვითრეალიზებას ვერ ახერხებენ, რადგანაც მათ მთავრობა ამისათვის საჭირო პირობებს უსპობს. ამის შესახებ ხაზარაძემ 27 აგვისტოს ნადრი ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელედებატებში გამოიწვია.

ია აბულაშვილი
27.08.2019

 „ბიძინა გეგიძე ღირსებული ადამიანია და ალაბთ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა გუნდში. რაც შეეხება მისი პარტიიდან გარიცხვას, ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც გუნდის შიგნით ყოფილა ამაზე მსჯელობა“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი კობა კობალაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე, რომელიც საკუთარ გუნდს დაუპირისპირდა, შეიძლება პარტიიდან გარიცხონ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×