ია აბულაშვილი 20.08.2019
„არსებობს „მარშალის გეგმა“, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპის ფეხზე დაყენებას და გაძლიერებას, სააკაშვილის „ვარშავის გეგმაში“ კი მიზანი ბუნდოვანია და იკითხება მხოლოდ ის, რომ მომიყვანეთ ხელისუფლებაში და გათენდება საქართველოშიო“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვისაც „რეზონანსი“ მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
თამარ შუკვანი 20.08.2019
რუსული მედია რუს ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ აშშ-საქართველოს ახალი 3-წლიანი შეთანხმება, რომელსაც ხელი ამ დღეებში უნდა მოეწეროს, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად კი საუბარია ე.წ. უსაფრთხოების ერთობლივ პუნქტებზე, რომლებსაც აშშ-ში სხვაგვარად „შროშანის ფურცლის ბაზებს" («lily pad» basing) ეძახიან.
|
ელზა პაპოშვილი 20.08.2019
რუსეთის მიერ საქართველოს მცოცავი ოკუპაცია გუგუტიანთ კარში გრძელდება. სიტუაცია საკმაოდ რთულია და ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი სახლების ოკუპაციას 7 აგვისტოდან ყოველ დღე თვალს ადევნებს. რა გამოსავალი აქვს საქართველოს ხელისუფლებას? რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაცია შეაჩეროს? როგორია მთავრობის პოლიტიკური და დიპლომატიური სვლები იმისთვის, რომ ქვეყანამ საერთოდ სოფელი არ დაკარგოს. რის საფრთხეზეც ადგილობრივები მიუთითებენ.?
|
ია აბულაშვილი 20.08.2019
„გულწრფელად ვამბობ, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან კარგი კონსტიტუციონალისტია და მასთან ერთად დაწერილი მაქვს 3 სახელმძღვანელო კონსტიტუციურ სამართალში“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს, ხოლო მის მოადგილედ დაინიშნოს ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.
|
ია აბულაშვილი 20.08.2019
„არ ვიცი „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ შემავალი პარტიები გაიზიარებენ თუ არა სააკაშვილის ამ იდეებს, მაგრამ მე პირადად კატეგორიულად არ ვიზიარებ ამ გეგმას და მის არცერთ პუნქტს. ფაქტიურად, ეს არც არის გეგმა, ეს არის პოპულისტური განცხადებები“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი საქართველოს მესმე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქმედო გეგმას, რომელსაც „გაერთიანებული ოპოზიცია“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებეში საქართველოს მოსახლეობს გააცნობს.
|
თამარ შუკვანი 19.08.2019
„მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის. უნდა შეიცვალოს ევროკავშირის სამშვიდობო ფორმატი. ევროპის სადამკვირვებლო მისია თავის საქმიანობას ოკუპირებული რეგიონის სიახლოვეს ახორციელებს, მაგრამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არ არიან განთავსებული. ადამიანების გატაცება გრძელდება. ევროკავშირის დამკვირვებლები მიდიან და აკეთებენ ანგარიშს, რაც არასაკმარისია," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე სოფელ გუგუტიანთკარში დღეს არსებულ ვითარებაზე საუბრისას.
|
ტატა შოშიაშვილი 19.08.2019
გავრცელებული ინფორმაციით, შემოდგომაზე საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსანი უნდა ჩამოვიდეს, რომელიც, სავარაუდოდ, „კონტი ჯგუფის" ინვესტიციის მაგივრად ახალ წინადადებას შემოიტანს ქვეყანაში.
|
ია აბულაშვილი 19.08.2019
"ამხანაგ ხაჯიმბას თავისი მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ასე რომ, ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო "საპრეზიდენტო არჩევნები", როგორც ყოველთვის ამჯერადაც იქნება ფარსი"- ასე ეხმაურება აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ანზორ წოწონავა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართება.
|
ტატა შოშიაშვილი 19.08.2019
„შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოკუპანტები არანაირ პრინციპს არ ეყრდნობიან. მათი ლოგიკა და მიზანია, მიახლოება საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტთან, ანუ გორი-თბილისის მაგისტრალთან, რადგან ბაქო-თბილისი-სუფსას ნავთობსადენი უკვე, ფაქტობრივად, დაიკავეს.
|
ტატა შოშიაშვილი 18.08.2019
აგვისტოს ომის მე-11 წლისთავის შემდეგ ვითარება თანდათანობით იძაბება და უკვე სახიფათო ხასიათს იღებს. სოფელ გუგუტიანთკარის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ბოლო 2 დღეში „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდები ოკუპანტებმა 9 მოქალაქე გაიტაცეს, რომელთა „სასამართლო პროცესიც“ ცხინვალში ორშაბათსაა დაგეგმილი. რატომ ძაბავენ ოკუპანტები და მათი მარიონეტული ხელისუფლება სიტუაციას და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს კიდევ უფრო მასშტაბური გამწვავების შემთხვევაში?
|
ტატა შოშიაშვილი 18.08.2019
უკრაინის უშიშროების სამსახურმა 12 აგვისტოს ოდესის აეროპორტში უკრაინული სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი დააკავა, რომელსაც საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. ამ ინფორმაციას რუსული მედია დონბასელი სეპარატისტებზე დაყრდნობით ავრცელებენ. თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა ქართულ-უკრაინული ურთიერთობის დასაზიანებლად გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია იყოს. მითუმეტეს, რომ თავად უკრაინის ხელისუფლებაზ ამაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.08.2019
16 აგვისტოს, რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ახალი არხი „მთავარი“ დააფუძნა, რის შესახებაც საკუთარ „ფეისბუქზე“ დაპოსტა. „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახალ ტელევიზიასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოსაზრება არ აქვს, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას აქვს უფლება დაარსოს მედიასაშუალება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|