ნათია ფეხშველაშვილი
21.04.2019

 „ყველაფერთან კავშირშია ბიძინა, რასაც ის საქართველოში გადაწყვეტს - ის ხდება“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიზინა ივანიშვილისადმი მომღერალ თემურ თათარაშვილის მიმართვას მსახიობი და პოეტი გივი სიხარულიძე.

რეზონანსი
21.04.2019

 საქართველოში, ჰესების მშენებლობის საკითხის შესახებ, საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის დირექტორი, თამაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ ჰესების მშენებლობის დაწყებამდე, აუცილებელია გარემოსა და წყლის მარაგის შესწავლა.

რეზონანსი
21.04.2019

 პანკისის ხეობაში ვითარების განმუხტვასთან ერთად, აუცილებლად უნდა გაირკვეს იმ პროვოკატორთა ვინაობა, ვინც საქმე პოლიციასა და ადგილობრივ მცხოვრებთა შორის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიიყვანა, - ამის შესახებ პანკისის დღევანდელ მოვლენებზე „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

ნათია ფეხშველაშვილი
21.04.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ჰესის მშენებლობას პოზიტიურად აფასებს და პანკისელების ქმედებებს დაუშვებლად მიიჩნევს. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს დანიშნული ნათია თურნავას გადაყენების მოთხოვნას, მისი თქმით, ეს დაუშვებელია.

ელზა პაპოშვილი
21.04.2019

 რატომ აპროტესტებენ პანკისის ხეობაში  ადგილობრივები მესამე ჰესის მშენებლობას და რა არის მათი მთავარი არგუმენტები, რის გამოც სოფელ ბირკიანში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. პირველი პრობლემა, რატომაც პანკისელები ჰესის მშენებლობას არ ეთანხმებიან, არის ის, რომ „ხადორი 3“-ის აშენება იგეგემება დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში და მოსახლეობას ეს ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის თუნდაც ხმაურის კუთხით. 

თამთა ჩაჩანიძე
21.04.2019

 „პოლიციელების მიერ მკაცრი ზომები, იმ კონკრეტულ მომენტში არსებული საფრთხიდან გამომდინარე იქნა ალბათ მიღებული და არავის არ ჰქონდა, ჩემი აზრით, მიზანმიმართულად მოსახლეობის ზედმეტად ტერორის ქვეშ მოქცევის მცდელობა. არც მთავრობას აქვს და არც გონივრული აზრია ამაში. წყლის ჭავლიც მყისიერი საფრთხის განმუხტვის საშუალებაა და არა ზეწოლის და ალბათ ამ კონტექსტში იქნა გამოყენებული", - ასეთია „ქართული ოცნების" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას შეფასება დღეს პანკისის ხეობაში მომხდარ მოვლენებზე.

ნათია ფეხშველაშვილი
21.04.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ პანკისში დღეს განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკური მიზეზები აქვს. როგორც მან „რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, ჰესებს გარემოსთვის ზიანი პრაქტიკულად არ მოაქვთ, თუმცა საქრთველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის შეზღუდვას ასეთი არეულობებით ცდილობენ.

რეზონანსი
21.04.2019

 პანკისში, ჰესის მშენებლობასთან გამართული აქციის შესახებ, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი, მექა ხანგოშვილი, აცხადებს, რომ მოსახლეობა უკან არ დაიხევს.

ელზა პაპოშვილი
21.04.2019

 პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი ზაურ გუმაშვილი „რეზონანსთან“  ამბობს, რომ ყველაფერში მოლაპარაკებაა აუცილებელი და ჰესის აშენებით არაფერი  კატასტროფა არ ხდება, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული პირები საპირისპირო ინფორმაციას აწვდიან. 

ნათია ფეხშველაშვილი
21.04.2019

 „პანკისელებთან აუცილებელია მოლაპარაკება არეულობის გარეშე", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

თამთა ჩაჩანიძე
21.04.2019

 უკრაინის საპრეზიდენტო არჩენვების მეორე ტურის შედეგებმა, რომელიც კვირას, 21 აპრილს გაიმართება, შესაძლოა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გარდა, საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციასა და 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებზეც კი მოახდინოს გავლენა. ქართველ პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი არჩევნებს ვლადიმირ ზელენსკი მოიგებს, რის შემდეგაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტრიუმფით დაბრუნდება უკრაინაში.

ეკატერინე ბასილაია
21.04.2019

 „რუსთავი 2“-ზე შეტევით ხელისუფლების მიმართ მიუღებლობა გაიზრდება, მიტინგებზე ნათქვამ სიტყვას მეტი ძალა მიეცემა. სჭირდება ხელისუფლებას ოპოზიციის სიტყვის ასეთი გაძლიერება? მემგონი ეს წამგებიანია. მაშინ, როდესაც თვითონ „ნაცმოძრაობას“ ჩაქრობისკენ აქვს ტენდენცია, მასთან ბრძოლის გამოცხადება და ამ ბრძოლაში „ნაციონალების“ გმირად გადაქცევა სრულიად გაუგებარი სტრატეგია იქნება,“ - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×