ელზა პაპოშვილი
08.03.2019

 საქართველოს პრემიერ მინისტრმა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ  მისი დამფუძნებლის განცხადება და საგამოძიებო უწყებისთვის წარდგენილი მუქარის წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გაუგზავნა, ღიმილის მომგვრელია. ამბობს, რომ საკითხზე კომენტარის გაკეთება პირველ აპრილს გაუადვილდება.

ია აბულაშვილი
08.03.2019

 "კრიზისი მიდის თვისი ლოგიკური დასარულისკენ, მივედით ფინიშთან, რაც ხელისუფლების ცვლას ნიშნავს და ამას ღარიბაშვილის შემოყვანა ვერ უშველის" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

თამარ შუკვანი
08.03.2019

 „თუ თითოეული ბიზნესმენი იტყვის თუ რა ზეწოლაზეა საუბარი, მაშინ გამოჩნდება ჩვენ რეალობაში ეს რა ზეგავლენას ახდენს. სააკაშვილის დროს გასაგებია, როგორიც იყო ეს ზეგავლენა. არ გამოვრიცხავ, მაგრამ კონკრეტულად რა ფორმა აქვს ამ ზეწოლას და რას ითხოვდნენ ბიზნესმენებისგან, ეს არის გასაგები. სარწმუნო არის თუ არა, ხაზარაძის შემთხვევაში გასაგებია, მისგან ითხოვდნენ მორჩილებას და ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას. რას ითხოვენ ფრესკოს წარმოამდგენლისგან, ესეც გასარკვევია," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას, ფრესკოს დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის ვიდეომიმართვას.

ელზა პაპოშვილი
08.03.2019

 გლდანში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალი რამდენიმე  პირმა დააყაჩაღა, „რეზონანსთან“ თვითმხილველები ყვებიან, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში 6-5 გასროლის  ხმა გაიგონეს. მათივე ინფორმაციით, ბანკიდან გამოსულმა ყაჩაღებმა წინ მძევლები  აიფარეს, რომლის მეშვეობითაც ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს. ისინი პატრულის მიმართულებით ისროდნენ და პოლიციამ მათ  საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. 

ელზა პაპოშვილი
08.03.2019

 „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრისთვის  შესაძლოა,  პრემიერ  ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნება საკმაოდ ცუდი სიუპრიზი აღმოჩნდეს.   ანალიტიკოსების ნაწილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ე.წ. ახლების ჯგუფს მისი პარტიაში გამოჩენა  ნაკლებად უნდა გახარებოდა.  ვარაუდობენ, რომ პარტიაში ყოფილი პრემიერის გამოჩენა სიტუაციას კი არ განმუხტავს, პირიქით, უფრო დაძაბავს.

ეკატერინე ბასილაია
08.03.2019

 აფხაზური მედია წერს, რომ გიორგი ლუკავას შეწყალებისა და ე.წ. საზღვრის აქეთ გამოშვების გამო სოხუმში 2-წლიან ვნებათაღელვას და კრიტიკას "საკონსტიტუციო სასამართლომ" წერტილი დაუსვა და ბოლოს და ბოლოს უნდა შეწყდეს "პრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბას მიმართ პრეტენზიები "კონსტიტუციის დარღვევაზე."

ია აბულაშვილი
07.03.2019

 "ბიძინამ ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა და ალბათ რამდენიმე კიდევ შემონახული აქვს. იმედია, უახლოეს მომავალში ბევრი სასიკეთო საქმის მომსწრე გავხდებით" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენებზე. აღსანიშნავია, რომ მან ღარიბაშვილი დაბრუნება "რეზონანსთან" რამდენიმე თვის წინ ჩაწერილ ინტერვიუში იწინასწარმეტყველა.

ელზა პაპოშვილი
07.03.2019

 „ობოლი უმამო ბიჭები არიან, რომლებიც დედამ დიდი გაჭირვებით და შრომით აღზარდა. ისეთი უბედურება ტრიალებს,  დედას სიგიჟემდე აღარაფერი უკლია“,- ყვებიან ადგილობრივები ბაკურიანში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ „რეზონანსთან“

თამარ შუკვანი
07.03.2019

 „ამ ქვეყანაში მესიჯბოქსის ჩრდილოვანი მმართველობაა. კობახიძეს ვიღაცა რაღაცას ჩაუგდებს მესიჯბოქსში და ესეც კამერასთან დადგება და იმას იტყვის. მესიბოქსის ქვეყანა გახდა. ვიღაც მესამეხარისხოვანი კლერკი ზის სადღაც, მესიჯბოქსში რაღაცას უგდებს და პარლამენტის თავმჯდომარე ტყვიასავით ამას იმეორებს. ამაზე კომენტირება შეუძლებელია," - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას.

თამარ შუკვანი
07.03.2019

 „ჩვენ დავაანონსეთ, რომ პარტია განახლდებოდა და შესაბამისად, იმუშავებდა განახლებასა და ახალი კადრების მოზიდვაზე. ეს პროცესი ახლა „წარმოებაში ჩაეშვა." კერძო კომპანია, რომელსაც დავალებული აქვს, ეს უკვე ჩვენი შიდა საქმეა," - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება" პარტიაში ახალი წევრებისა და სახეების მოზიდვაზე მუშაობს.

ეკატერინე ბასილაია
07.03.2019

 სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 35 წლის, პანკისელი რუსლან ტოხოსაშვილი დაიღუპა. 2019 წელს ეს პირველი მსხვერპლია პანკისიდან, ხოლო ბოლო 8 წლის განმავლობაში სირიის ბრძოლებში 33 პანკისელია გარდაცვლილი, მათგან ყველაზე პატარა 14 წლის მოზარდი იყო.

თამარ შუკვანი
07.03.2019

 ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ დარღვევების გამოვლენის შედეგად 159 სამედიცინო კლინიკას პროგრამულად დაფინანსებული თანხის ბიუჯეტში დაბრუნება მოთხოვა. თანხა 13 მილიონ ლარს შეადგენს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს თანხა მხოლოდ ნაწილია იმ შემთხვევებზე, სადაც რეგისტრაციის პროცესი დარღვეული იყო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×