ელზა პაპოშვილი 13.03.2019
არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემდეგ, რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს - 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან ცხედარს ნათესავები და ახლობლები, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ.
|
ეკატერინე ბასილაია 13.03.2019
პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევიდა, რის მიხედვითაც უნდა გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ, თუმცა, ერთი გამონაკლისით, ეს ახალი ნორმა არ იმოქმედებს მართლამდიდებელი ეკლესიის მღვდლებზე, მათ პრივილეგია შეუნარჩუნდებათ და ჯარიდან თავის დაღწევას კვლავაც შეძლებენ.
|
თამარ შუკვანი 13.03.2019
„ერთადერთი გზა, რაც რჩება, ეს ინტენსიური ახსნა-განმარტებითი კამპანიაა. საქართველოს მოქალაქეები უნდა გატარდნენ გარკვეული მონიტორინგის ქვეშ, - რა პირობებში მოუხდებათ საზღვარგარეთ ყოფნა, რა პესპექტივები აქვთ და ა.შ." - მიუხედავად, ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებისა, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარას ვეღარ მოიპოვებენ, ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კვლავ გრძელდება და ამ საკითხის შესახებ, „რეზონანსი" საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 13.03.2019
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის 2-დღიანი ვიზიტი საქართველოში ეს იყო რუსეთისთვის გზავნილი - პირველი, კარასინის მუქარის შემდეგ რუსეთისთვის იმის ჩვენება, რომ აშშ არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და მეორე, ანაკლიის პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დიდი გეოსტრატეგიული დანიშნულება გააჩნია და მის მშენებლობას ხელი არ უნდა შეეშალოს,"- აცხადებს „რეზონანსთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.
|
თამარ შუკვანი 13.03.2019
„ტრამპის ადმინისტრაციის ასეთმა მიდგომამ შესაძლოა გამოიწვიოს გერმანია-ამერიკის ეკონომიკური ომი. ფაქტია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ ევროკავშირის ქვეყნების პოზიციას. ამ პროცესის სხვაგვარად განვითარებაზე აშშ-მა შესაძლოა გერმანია დაიყოლიოს, რათა ევროატლანტიკური სოლიდარობა შენარჩუნდეს," - ამბობს ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია აშშ-ს მხრიდან, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის თანადამფინანსებელი კომპანიებისთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ.
|
ელზა პაპოშვილი 13.03.2019
"გაზაფხულზე დიდი სამთავრობო ცვლილებები იგეგმება" - ამ ინფორმაციას "რეზონანსს" რამდენიმე სანდო წყარო ერთდროულად უდასტურებს. კულუარული ინფორმაციით, გაზაფხულისათვის თანამდებობებს ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაემშვიდობებიან. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მინისტრთა კაბინეტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც დაემშვიდობოს.
|
ეკატერინე ბასილაია 13.03.2019
თეა წულუკიანი მინისტრად დარჩა, ულტიმატუმმა გაჭრა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ულტიმატუმებს არავინ აყენებდა, უბრალოდ, "თეას გარეშე გუნდი ვერ წარმოუდგენია".
|
რეზონანსი 12.03.2019
მალე მოპედის მძღოლები შესაბამისი მართვის მოწმობის გარეშე ვეღარ ივლიან, ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი კანონი განხილვის პროცესშია და ძალაში შემოღებისთანავე ფედერაცია განცხადებას აუცილებლად გააკეთებს.
|
ეკატერინე ბასილაია 12.03.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ გააქტიურდა საუბარი, რომ ე.წ. აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის მისაღწევად უნდა იბრძოლონ და ამ მიზნის მისაღწევად შერიგებაზე დიალოგს იწყებენ დაპირისპირებული ბანაკები - „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია", რომლის ხელმძღვანელია დოროთეი დბარი და „სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქია", რომელსაც ბესარიონ აპლია მეთაურობს.
|
რეზონანსი 12.03.2019
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ბრიუსელისა და მოსკოვის პილიტიკური ურთიერთობების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი აღარაა ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი. გარდა ამისა, ევროპარლამენტი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს, რადგან იგი აძლიერებს ევროკავშირის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, ასევე ემუქრება ევროპულ ბაზარს და ამ მილსადენის არ შეესაბამება ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას.
|
თამარ შუკვანი 12.03.2019
„ეს ჩვენი მთავრობის უკანასკნელი გაფართხალებაა, რომელმაც საერთო მთავრობის „აჯაფსანდალი" შექმნა. არ მგონია მაღალი თანამდებობის პირებს, ჰქონდეთ დრო და უნარიც, რომ რაიმე შეტევა დაუწყონ ქალბატონ მინისტრს. „ჯერ თავო და თავოო" - ალბათ, ყველას ასეთი განცდა აქვს და ცდილობენ, რაც შეიძლება ხშირად იყვნენ მდუმარენი, მათი გამონათქვამები არ აღმოჩნდეს რომელიმე მაღალი თანამდებიბის პირისთვის მიუღებელი," - ასე აფასებს ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობაზე დარჩენასა და „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 12.03.2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი შსს-ს თანამშომლებმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სპორტსმენის დაკავება 5 მარტს მისივე საცხოვრებელ სახლში მოხდა. ნაგლიაშვილს საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში, საერთაშორისო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, თუმცა, მომხდარის გამო, სპორტსმენი შეჯიბრებებზე ვერ გამოვიდა. სპორტსმენი ამ ეტაპზე თბილისში #8 დაწესებულებაში იმყოფება.
|
|