ელზა პაპოშვილი 18.03.2019
"ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი ცვლილებები იწყება - მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდმარეობიდან გადადგა და მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდა.
|
ია აბულაშვილი 18.03.2019
"გაერთიანებული ოპოზიციას გეგმებზე ვერ ვისაუბრებ და არც ის ვიცი ვის კანდიდატურას დააყენებს ზუგდიდში მერის არჩევნებზე, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ არჩევანი ნიკა მელიაზე შეჩერდეს"- აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 18.03.2019
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე სამი კანონპროექტია ინიცირებული. მათგან ერთი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და უმრავლესობის ექვს დეპუტატს ეკუთვნის, მეორე - ეკა ბესალიას და 12 დეპუტატს, მესამე კანონპროექტის ავტორი კი "ევროპული საქართველოა".
|
ელზა პაპოშვილი 18.03.2019
რა მოხდა ხურვალეთში - ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია თუ ტყუილი, რომლის გავრცელებაც კონკრეტულად ვიღაცას ხელს აძლევდა. რა რისკებს შეიცავს მსგავსი პროვოკაციები და როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციაში არსებული საფრთხე თავიდან აიცილოს.
|
ია აბულაშვილი 17.03.2019
„ალბათ ეს მესამე ძალა იქნება, შემდეგ გამოჩნდება მეოთხე, მეხუთე და ასე დაუსრულებლად. ან საიდან იგონებენ ამ სახელებს - „იმედი“, „ოცნება“, ახლა „დაიცავი საქართველო“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე დავით მაღრაძის ინიციატივას, გააცოცხლოს მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ და ძველი თანაგუნდელები შემოიკრიბოს.
|
რეზონანსი 17.03.2019
„ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება აღმსარებლობის თავისუფლებას,მრწამსის თავისუფლებას და დისკრიმინაციულია“, - ასე ეხმაურება იურისტი ლია მუხაშავრია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჟდომარის ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, სადაც ჯარისაგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები შეძლებენ,ამ ცვლილებით კი გაუქმდება საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც ღვდელმსახურები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.
|
ია აბულაშვილი 17.03.2019
2019 წლის მაისში საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში შუალედური ადგილობრივი არჩევნები ტარდება, თუცმა ამ დრომდე არცერთ პოლიტიკურ ძალას თავისი კანიდიდატები არ დაუსახელებია. გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ სავარაუდო კანდიდატებად სახელდება ნიკა მელია, სანდრა რულოვსი და ბაჩუკი ქარდავა.
|
რეზონანსი 17.03.2019
16 მარტს ერევანში, სომხეთის „ევროპული პარტიის“ აქტივისტების მიერ რუსეთის საელჩოსთან გამართული ანტირუსული აქცია ადგილობრივმა კომუნისტებმა ჩაშალეს. მათ ნაციონალების მოთხოვნას გაუქმებულიყო 1921 წლის ყარსის შეთანხმება თურქეთსა და რუსთს შორის დაუპირისპირეს ლოზუნგები „საუკუნოდ რუსეთთან“ და „არა ანტირუსულ პროვოკაციებს სომხეთში“.
|
ია აბულაშვილი 17.03.2019
კულუარული ინფორმაციით, უახლოეს ხანებში სამთავრობო ცვლილებები იგეგმება და მინისტრთა კაბინეტს რამდენიმე წევრი დატოვებს. პრემიერ- მინისტრის თანამდებობა კი შეიძლება საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა დაიკავოს, რომლის კანდიდატურაც პრემიერის პოსტზე 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილის გადაგომის შემდეგაც განიხილებოდა, თუმცა მაშინ არჩევანი გიორგი კვირიკაშვილზე შეჩერდა.
|
ეკატერინე ბასილაია 17.03.2019
ვინც საქართველოს მოქალაქეებს უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისა და უსაფუძვლოდ თავშესაფრის მიღებაში დაეხმარება, 2-დან 4 წლამდე პატიმრობა დაემუქრება, განმეორების შემთხვევაში კი საპატიმრო სასჯელი 6-წლამდე გაიზრდება.
|
რეზონანსი 16.03.2019
ბრიტანული „დეილი მეილი" ორგანიზაცია Globehunters-ის ინფოგრაფიკას აქვეყნებს, რომელშიც საქართველო იმ 187 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც ონკანიდან წყლის დალევა უსაფრთხო არ არის, ეს ინფორმაცია ტურისტებისთვის არის განკუთვნილი და ეს კვლევა Globehunters-მა დაავადებათა კონტროლის ცენტრების ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინა.
|
თამარ შუკვანი 16.03.2019
„ყველაზე სავარაუდოა, რომ ისევ იმ ჯგუფმა გაიმარჯვოს, რომელსაც უმრავლესობის უმრავლესობა ჰქვია, მაგრამ შეიძლება პროცესებმა ასეთი კარდინალური სახე არ მიიღოს და ჯგუფები პოზიციების შეთავსებაზე შეთანხმდნენ. გააჩნია, რომელი სტრატეგია იქნება არჩეული," - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების კიდევ ერთ ტალღას, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს ეხება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|