თამარ შუკვანი 22.03.2019
დღეს ლენტეხში საპროტესტო აქციაზე ხმაური იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ხელედულა 3 ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციას მართავს. იფიცებიან, რომ ჰესის მშენებლობას ლენტეხში არ დაუშვებენ.
|
თამარ შუკვანი 22.03.2019
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორს კვლავ აკრიტიკებს და საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაში სდებს ბრალს. კობახიძის განცხადებით, შემდგომ არჩევნებზე ობიექტური დამკვირვებელი სამოქალაქო საზოგადოება ვერ იქნება. მისი აზრით, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება სუსტია. კობახიძის განცხადებას კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი სექტორი, რომელიც რეალურად სუსტია, ეს ხელისუფლებაა.
|
ია აბულაშვილი 22.03.2019
"შუალედურ არჩევნებში მმართველ გუნდს გამარჯვება გაუჭირდება, რადგან მისი პოპულარობა კატასტროფულად ეცემა. "ოცნებისთვის" უკეთესი იქნება თავიდან აიცილოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და მომავალი არჩევნებისთვის მოემზადოს. ოპოზციისთვის კი ეს ერთგვარი რეპეტიცია იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის" - აცხადებს შერიგების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშილი მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 22.03.2019
"თიბისი ბანკის" საქმის შემდეგ ანაკლიის პორტის პროექტი საკმაოდ აქტუალური საკითხია და მთავარ განსახილველ თემად იქცა მას შემდეგ, რაც, ფაქტობრივად, პოლიტიკური დებატების ჭრილში გადაინაცვლა. მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ პორტისა და ბანკის თემა გამიჯნულია, საზოგადოებაში სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ღრმაწყლოვანი პორტის აშენების საკითხი.
|
თამარ შუკვანი 22.03.2019
"შალვა შავგულიძის პერსპექტივას დიდად ვერ ვხედავ. ამას წმინდა მარკეტინგული კუთხით რომ შეხვედოთ, შეიძლება სამიზნე ჯგუფების გარკვეულწილად აღრევა მოჰყვეს. ელექტორალური შეუთავსებლობა მგონია, რომ "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი შალვა შავგულიძე გახდა" - ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შალვა შავგულიძის მხარდაჭერას.
|
ეკატერინე ბასილაია 21.03.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებულ მე-7 რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობა 600 რუსი კონტრაქტორით გაიზარდა და ამჯერად, ამ რუსულ ბაზაზე 4600 რუსი ჯარისკაცია. ამ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
ია აბულაშვილი 21.03.2019
"ეს არის ძალიან სერიოზული პროექტი, რომლის ნიუანსების თაობაზეც ჩვენ ყველაფერი არ ვიცით, მაგრამ, ჩემი აზრით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სერიოზული შეცდომა მთავრობამ დაუშვა" - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, ვისაც "რეზონანსი" ანაკლიის პორტის პერსპექტივებზე ესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 21.03.2019
თანდათან სულ უფრო მწვავდება დაპირისპირება „ქართული ოცნების" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის. „ოცნება" პარლამენტში ოპოზიციას იმდენად აღარ უპირისპირდება, როგორც ყოფილ თანაგუნდელებს. როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსები აცხადებენ, თითქოს ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის შეჯიბრობითობას აქვას ადგილი და ვიღაცის საჩვენებელ ბრძოლას მართავენ. ბესელია ყოფილ თანაგუნდელებთან მედიასთან ერთად საჯარო დაპირისპირებას აღარ ერიდება და ვანო ზარდიაშვილს „პატარა ზონდერიც" კი უწოდა. თავის მხრივ ზარდიაშვილმა მიაძახა, რომ მას ხელზე „ფულის სუნი" ასდის.
|
თამარ შუკვანი 21.03.2019
„არა, ქალბატონო ადა, მე თქვენ აღარ დაგელაპარაკებით არც ამ ტონით არც იმ ტონით, საერთოდ არანაირი ტონით, იმიტომ რომ იმ პარტიას ვცემ და ქალბატონ ირმას პატივს, ვისთან ერთადაც მიბრძოლია. მაგრამ, ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ადა, რუსული ნარატივით ამ ტრიბუნიდან ნუ საუბრობთ. საუკეთესო მაგალითი იყო რუსული ნარატივის სალომე ზურაბიშვილის შემდეგ თქვენი გამოსვლა," - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრს, ადა მარშანიას.
|
რეზონანსი 21.03.2019
შუალედური არჩევნებისთვის "თავისუფალ დემოკრატებსა" და "ევროპულ საქართველოს" შორის "სტრატეგიული ურთიერთობების" პერსპექტივას ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე სკეპტიკურად უყურებს და არ სჯერა, რომ პარტიები, რომლებიც ერთმანეთს ბოლო სიტყვებით აგინებდნენ, საერთო იდეის ქვეშ გაერთიანდნენ.
|
თამარ შუკვანი 21.03.2019
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ ცხრება და მისი კრიტიკოსების რიცხვიც დღითიდღე იზრდება.
|
ია აბულაშვილი 21.03.2019
"გრძელვადიანი იქნება თუ მოკლევადიანი მათი თანამშრომლობა, ვერ გეტყვით, თუმცა პოლიტიკაში გრძელვადიანი არაფერია. ჩემი აზრით, ეს არის საარჩევნოდ გაკეთებული მანევრი", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|