ეკატერინე ბასილაია 27.03.2019
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უფრო მაღალი დონის პოლიტიკური და დიპლომატიური დიალოგით უნდა შეიცვალოს. მისი შეფასებით, არსებული ფორმატი ტექნიკური საკითხებითაა დაკავებული, რაც საკმარისი არ არის კონფლიქტის გადასაჭრელად. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
|
თამარ შუკვანი 26.03.2019
„ვადასტურებ, რომ კენჭს ვიყრი მთაწმინდის პირველ მაჟორიატურ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელით,“ - ამის შესახებ „რეზონანსს“ კობა დავითაშვილმა განუცხადა.
|
ეკატერინე ბასილაია 26.03.2019
საქართველოს მოსახლეობა 80 წლის შემდეგ 38,7%-ით, დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანით კიდევ შემცირდება და დაახლოებით 2,4 მილიონი იქნება. ასეთია გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდება 2100 წლისთვის.
|
თამარ შუკვანი 26.03.2019
„ქართული ოცნება" ყველაგან იბრძოლებს მხოლოდ და მხოლოდ მოგებისთვის, რადგან ეს ისეთივე პრინციპული იქნება, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იყო," - 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის „ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ კანდიდატების შესაფებისას „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
|
ელზა პაპოშვილი 26.03.2019
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და რუსეთის ფედერაციას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის 10 ათასიდან 15 ათასს ევრომდე კომპენსაციის გადახდა დააკისრა.სარჩელი სათაურით „ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში 2007 წელს მიიღო.
|
რეზონანსი 26.03.2019
„ქართულ ოცნებას" ყველაფერი უნდა ექნა იმისათვის, რომ თავის ამომრჩევლებში არ გაეჩინა ეჭვი „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაზე", - ასეთ კომენტარს აკეთებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მარნეულის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატ ზაურ დარგალზე, რომელიც ადრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო.
|
თამარ შუკვანი 26.03.2019
„რაღაც ბავშვობის ფოტოსურათი დაიდო. იგი 2012 წლიდან უკვე აქტიურად იყო ჩართული „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. იმ სურათზე არის ძირითადი აქცენტი გაკეთებული; ბავშვობის ერთმა ფოტომ თუ უნდა გადაწონოს... ფოტოზე დაახლოებით 15-17 წლისაა და ახლა ეს არ მგონია, რომ რაღაც წითელ ხაზად ჩაითვალოს.
|
ტატა შოშიაშვილი 26.03.2019
ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მასობრივი საპროტესტო აქციები, როგორც ჩანს, ხელახლა დაიწყო. მოსახლეობა ჩეჩნეთთან საზღვრის შეცვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა რესპუბლიკის ლიდერის, იუნუს-ბეკ ევკუროვის გადაადგომას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური მოთხოვნებით სახალხო მღელვარებები ინგუშეთში შარშან შემოდიმაზეც იყო, თუმცა მაშინ გამოსვლები მშვიდობიანად დასრულდა.
|
რეზონანსი 26.03.2019
შაბათს საქართველოსა და შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ევრო-2020-ის შესარჩევი მატჩის 24-ე წუთზე, ფაბიან შერი და ჯემალ ტაბიძე ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა გონება დაკარგა, მას გაუწიეს სამედიცინო დახმარება და მატჩის რამდენიმეწუთიანი შეჩერების შემდეგ, შვეიცარელმა ფეხბურთელმა ჩვეულებრივ თამაში. ტაბიძეც განაგრძობდა თამაშს შეხვეული თავით.
|
თამარ შუკვანი 26.03.2019
„კობახიძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება უკვე პოლიტიკოსის თემა აღარ არის, ეს უფრო სხვა სფეროს წარმომადგენლებმა უნდა გააკეთონ, იმდენად არაადეკვატური განცხადებები კეთდება მისი მხრიდან," - ასე აფასებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან დეპუტატი ეკა ბესელია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
|
ტატა შოშიაშვილი 26.03.2019
რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია გაამწვავოს და საომარი მოქმედებების დაწყებაც გამოიწვიოს. სირიამ კი ამ გადაწყვეტილების გამო აშშ არაბული სახელმწიფოების მთავარ მტრად გამოაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 25.03.2019
ნატოს-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გზავნილები და გაფრთხილება- ვინ როგორ გაიგო გენერალური მდივნის განცხადებები და რა იყო ის მთავარი აქცენტები, რომელიც მდივანმა საქართველოში ჩამოიტანა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო უკვე დატოვა, დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააცილა, თუმცა თბილისში უკვე დაიწყო იმის გაანალიზება, რა თქვა და რა მინიშნებები დაუტოვა მან საქართველოს ხელისუფლებას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|