რეზონანსი 30.03.2019
ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით განახლდება ჯარების მოულოდნელი გადასროლის სტრატეგია, რომელიც გამოიყენებოდა ცივი ომის პერიოდში. მთავარი მიზანი აღნიშნული მანევრისა, გენერალ-მაიორი ჯონ გრონსკის განმარტებით, გახლავთ მტრის შესაჩერებლად ჯარის მოულოდნელი გამოჩენა ამა თუ იმ ტერიტორიაზე.
|
თამარ შუკვანი 30.03.2019
„გარკვეული სიმპათიები ივანიშვილს გამსახურდიას მიმართ ისედაც ჰქონდა. არსებობენ გარკვეული სტილის პოლიტიკოსები, რომელთა მიმართაც სიმპათიები ხშირად აქვთ-ხოლმე.
|
ტატა შოშიაშვილი 30.03.2019
ინგუშური „ომონის" მთელი ბატალიონი - 400-მდე პოლიციელი - მთლიანად დაშალეს და რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა რაიონულ განყოფილებებში გადაანაწილეს, 19 „ომონელი" კი საერთოდ დაითხოვეს ძალოვანი სტრუქტურებიდან ფორმულირებით - „ნდობის დაკარგვა". ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ეს ბატალიონი ბრძანებას არ დაემორჩილა და ინგუშეთის დედაქალაქ მაგასის ცენტრში საპროტესტო აქციის დაშლაზე უარი თქვა.
|
რეზონანსი 30.03.2019
მომღერალ ირმა სოხაძის თქმით, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს, როგორც სიმღერის ავტორს, სრული უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს ვინ იმღერებს მის სიმღერას, მაგრამ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გადაწყვიტა კომპოზიტორმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი სიმღერა მხოლოდ მამაკაცებმა შეასრულონ.
|
ტატა შოშიაშვილი 30.03.2019
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალი, გაცილებით უფრო მასშტაბური სანქციების დაწესებას აპირებს და ამისთვის მხოლოდ თეთრი სახლის ნებართვის მიღება სჭირდება. ამჯერად სანქციები შეეხება გულისხმობს ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების გადაადგილების შეზღუდვას, ასევე ქვეყნებს შორის არსებულ სავაჭრო სისტემასაც. ამ ცნობამ რუსეთში მღელვარება უკვე გამოიწვია - სანქციების დაანონსების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე დოლართან და ევროსთან მიმართებით რუსული რუბლის დაჩქარებული ვარდნა დაიწყო.
|
ეკატერინე ბასილაია 29.03.2019
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც ანგარიშის მიხედვით ფულის გათეთრება ხდება. ანგარიშში საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო კავკასიაში მდებარეობის გამო დაუცველია ნარკოტრანზიტისგან და 2018 წლის აპრილში 15 მეტრული ტონა ძმარმჟავის ანჰიდრიდი ამოიღეს ფოთის პორტში, რაც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდენობაა ნარკოდანაშაულისას.
|
ეკატერინე ბასილაია 29.03.2019
კვირას, 31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია და კანდიდატების წინააღმდეგ ე.წ. კომპრომატების ომიც უფრო და უფრო გაძლიერდა. არჩევნებამდე ორი დღით ადრე რუსულმა ტელეარხმა პეტრო პოროშენკოს შვილის პირადი ცხოვრების კადრები გაავრცელა, სადაც 18 წლის მიხაილი მთვრალია და ეს კადრები მთელმა რუსულმა მედიამ აქტიურად აიტაცა. უკრაინელმა ჟურნალისტებმა კი გამოკითხვების უპირობო ფავორიტს, ვლადიმირ ზელენსკის იტალიაში აღმოუჩინეს 3,8 მილიონ ევროდ ნაყიდი ვილა, რომელიც მან ქონების დეკლარაციაში დამალა.
|
თამარ შუკვანი 29.03.2019
რუსეთში „ყალბი ამბების" გავრცელებისთვის ცენზურა დაწესდა. 29 მარტს ძალაში შევიდა კანონები, რომლის თანახმადაც, „ყალბი ამბების" გავრცელებისთვის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მოქალაქეს შესაძლოა 100 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწიოს, ანდა 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯოს.
|
ელზა პაპოშვილი 29.03.2019
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის სოციალური მუშაკების საკითხზე მსჯელობდნენ. შეხვედრა, რომელსაც სოცმუშაკები და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ, 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
|
თამარ შუკვანი 29.03.2019
ანექსირებულ ყირიმში რუსეთმა, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, სამდღიანი სამხედრო წვრთნები გამართა, სადაც 1 500 მედესანტე და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. ამასთანავე, მანევრში ფლოტი და ავიაციაც ჩართული იყო.
|
რეზონანსი 29.03.2019
"თუ მეტ ყურადღებას დაუთმობს სახელმწიფო მოწყალების მთხოვნელ უფროსებთან ერთად მყოფი ბავშვების საკითხს, ეგ იქნებოდა ძალიან საყურადღებო" - ასე ეხმიანება უფლებადამცველი ლია მუხაშავრია სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ბოშათა საზოგადოებაში ონტეგრაციის ინიციატივას.
|
ეკატერინე ბასილაია 29.03.2019
2019 წელი საქართველოში ნატო-ს ორი მასშტაბური სწავლების ადგილი ხდება. 12-დღიანი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019" პარასკევს სრულდება და უკვე მეორე, ასევე მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარების დროც გაცხადდა - აგვისტო-სექტემბერში დასავლეთ საქართველოში სწავლება, „მტკიცე სული" ჩატარდება და მასში წელს პირველად საზღვაო კომპონენტიც იქნება ჩართული.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|