თამარ შუკვანი
05.04.2019

 „ეს ხელისუფლების ბრალია, რადგან მან აიღო პრიორიტეტი იმისა, რომ ე.წ. უვიზო მიმოსვლა ქაღალდზე გვქონდეს. ამის ხარჯზე დათმო ის საკითხი, რაც დაახლოებით მილიონამდე ქართველ შრომით მიგრანტს შეეხება. უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ კარგად ვიცით, ევროპაში 100-დან 99 გაჭირვების გამო მიდის და მუშაობა სჭირდება, და არა იმისთვის, რომ ისწავლოს ან დაათვალიეროს პარიზის ლუვრი," - ასე აფასებს თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას.

რეზონანსი
05.04.2019

 "განახლების პოტენციალი ქართულ ოცნებას არ აქვს. ნორმალური ადამიანები იქ არ წავლენ," აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი 2020-ის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტია "ქართული ოცნების" განახლებაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

რეზონანსი
05.04.2019

 საპრეზიდენტო კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ და მისმა ოპონენტმა, მოქმედმა პეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, მეორე ტურის წინ ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

თამარ შუკვანი
05.04.2019

 „სრული შოკი მივიღე. 13 ათასამდე მოსწავლე შარშან ჩაიჭრა გამოცდაზე, ორჯერ მეტი ჩიაჭრება წელს და მივიღებთ სავალალო შედეგს. ეს უკვე გამოცდების კი არა, წმინდა პოლიტიკური საკითხია. ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, ან ქაოსი შეიქმნან. მათ სურთ „ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნება," - ასე აფასებს ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი „რეზონანსთან" სუაბრისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ საკანონმდებლო ინიციატივის ჩავარდნას, რომელიც სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა.

ეკატერინე ბასილაია
05.04.2019

 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების გადატანა-გავრცელებისთვის პირი სასჯელის უმკაცრესი ზომით, სიკვდილით დაისჯება, ან სამუდამო პატიმრობა მიესჯება.

ელზა პაპოშვილი
05.04.2019

 მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში  და ნადირობა არალეგალურად მცხოვრებ ქართველებზე. ასე აფასებენ ბარსელონელი ქართველები ესპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას.  ემიგრანტები „რეზონანსთან“ 4 აპრილის  სპეცოპერაციაზე დეტალურად ყვებიან დ ამბობენ, რომ  სკოლის მიტოვებულ შენობაში, სადაც თავშესაფრის მოთხოვნით იმყოფებიან, 300-მდე ესპანელი სამართალდამცველი მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ოპერაციას ატარებდა. 

ეკატერინე ბასილაია
05.04.2019

 „ახლა რომ გაახსენდათ ხიბულაც და გამსახურდიაც, სწორედ არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ წყალწაღებული ხავსს რომ ეჭიდება, დაახლოებით ასეთ დღეშია „ოცნება". სხვა არაფრის გაკეთება შუძლია და იძულებულია ის რესურსი გამოიყენოს, რაც აქვს... „ოცნებას" არა თუ ზუგდიდის, საერთოდ არც ერთ ოლქში წაგების ფუფუნება არ გააჩნია. ნებისმიერ ოლქში წაგება რღვევის დასაწყისი იქნება, ამიტომ ყველა უბანში ყველაფერზე წავა, რომ გაიმარჯვოს," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

ელზა პაპოშვილი
05.04.2019

 ესპანეთში სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს. მასშტაბური სპეცოპერაცია სახელწოდებით "მერლი-ტაკა" ბარსელონაში, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით ჩატარდა.

თამარ შუკვანი
04.04.2019

 „ასეთი შეხვედრები, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა ეს დღევანდელი უმრავლესობის და ოპოზიციის მუდმივად ერთი და იგივე მისწრაფების რეალიზაციაა. ორივე მხარე ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმ საკითხებს, რომელზეც მინისტრი მიდის. მხოლოდ ერთმანეთს ერჩიან," - ასე აფასებს ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას 4 აპრილის გამოსვლას პარლამენტში, რომელიც დეპუტატების კითხვებს თითქმის ცარიელ დარბაზში პასუხობდა.

ელზა პაპოშვილი
04.04.2019

 ნეპოტიზმი, კორუფცია და ე.წ. “დედოვშინა” ჯარში – ოპოზიცია იზორიას პარლამენტში ერთი საათის განმავლობაში მწვავე კითხვებს უსვამდა. ლევან იზორია საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში მივიდა. კითხვები, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, თავდაცვის უწყებაში კორუფციის ფაქტებს და წვევამდელების გაწვევის სისტემას ეხება, რომელიც ოპოზიციის აზრით,  ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ეკატერინე ბასილაია
04.04.2019

 ვანდალიზმი ახალქალაქის სომხურ სამლოცველოში - ადგილობრივების განცხადებით, დაუდგენელი პირებმა სოფელ ბავრის სამლოცველო დაარბიეს. დილით მოსულ მოქალაქეებს ხატები და რელიგიური სიწმინდეები დახეული, დაჭრილი და დამტვრეული დახვდათ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×