ელზა პაპოშვილი 08.04.2019
წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, ისტორიის ყიდვის და გადაწერის მცდელობა-ესაა შეფასებები, რომელსაც „რეზონანსთან" ანალიტიკოსები და ოპოზიციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით აკეთებენ. მათი აზრით, ივანიშვილი წერილში არა 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობს, არამედ წინა საარჩევნო კამპანიისთვის ქულების დაწერას ცდილობს. მათი აზრით, წერილის შინაარსი ისტორიის გადაწერის უხარისხო მცდელობაა.
|
თამარ შუკვანი 08.04.2019
ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და პუბლიცისტი პატრიკ ბიუკენენი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს პირდაპირ განუცხადოს, რომ ნატო-მ ალიანსში გაწევრიანების მსურველთათვის კარი სამუდამოდ დახუროს - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „The American Conservative" წერს.
|
ტატა შოშიაშვილი 08.04.2019
„ბუქარესტის ცხრიანის" შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებს საერთო მოსაზრება აღმოაჩნდათ ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და რუსეთის მიერ გამოვლენილ აგრესიასთან დაკავშირებით. „ცხრიანის" თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს გასული კვირის ბოლოს ვარშავაში შეხვდნენ. ალიანსის წევრების გარდა შეხვედრაში ევროპაში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი რიჩარდ ბენკს ლანდოლტი მონაწილეობდა.
|
ეკატერინე ბასილაია 08.04.2019
ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიაში ერთი თვის წინ დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი სახალხოდ შაბათს პირველად გამოჩნდა ზუგდიდში, სადაც "ოცნებას" პრინციპული "ომი" აქვს მოსაგები სანდრა რულოვსთან და იქ "ოცნების" მერობის კანდიდატი წარადგინეს მან, პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
|
ელზა პაპოშვილი 07.04.2019

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსმა, უკრაინაში პოპულარულმა მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხმების 30.4% მიიღო, ანალიტიკოსები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა უკრაინას კომიკოსი მსახიობი პრეზიდენტი ჰყვადეს და ეს ოლიგარქების მმართველობის დასასრული იყოს. პეტრო პოროშენკომ ზელენსკისგან განსხვავებით უფრო ცოტა ხმები 17.8% აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მსახიობს გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
|
ელზა პაპოშვილი 07.04.2019
სავარაუდოდ, კიდევ ერთი გაზის აფეთქების შემთხვევა დიღომში - წინასწარი ინფორმაციით შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
|
ეკატერინე ბასილაია 07.04.2019
|
თამარ შუკვანი 06.04.2019
„დიდი ეჭვი მაქვს, რომ დეპუტატებმა პარტიული და ინდივიდუალური პოზიციის ერთმანეთისაგან დიფერენცირება ვერ მოახერხეს. თუ დეპუტატმა თავისი ინდივიდუალური პოზიციის მიხედვით უნდა მისცეს ხმა, ინდივიდუალური პოზიცია კი საზოგადებრივი აზრისგან იყო ჩამოყალიბებული, თუ როგორ შეიძლება გამოცდების გაუქმება?!
|
თამარ შუკვანი 06.04.2019
„კატეგორილად იმის თქმა არ მინდა, რომ ინიციატივის ჩაგდება ლობისტების დამსახურებაა, თუმცა კანონპროექტი საკმაოდ დაბალენსებული იყო. აზარტული თამაშების პოპულარიზაცია სახელმწიფო ინტერესს არ უნდა წარმოადგენდეს; ყოველ ნაბიჯზე სარეკლამო ბანერების არსებობა და ამ პროდუქტის რეკლამირება საჯარო ინტერესი ნამდვილად არ არის. სწორედ იმას ემსახურებოდა ინიციატივა, რომ ეს მაქსიმალურად შეზღუდული ყოფილიყო," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის მიერ საკანონდებლო ინიციატივის ჩაგდებას, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა.
|
ტატა შოშიაშვილი 06.04.2019
ინგუშეთის შემდეგ ჩეჩნეთს სასაზღვრო პრობლემა დაღესტანთან შეექმნა. გროზნოსა და მახაჩკალას შორის დიდი ხნის განმავლობაში არ იყო შემდგარი შეთანხმება, რომელიც განაპირობებდა დაახლოებით 400 კმ2 ფართობის მქონე ტერიტორიის გადანაწილებას მათ შორის. 16 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ დაღესტანთან შეუთანხმებლად ჩეჩნეთმა შეცვალა თავისი საკადასტრო რუკა და სადავო ტერიტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ყიზლარის რაიონის სასაზღვრო მიწის 18 ჰექტარი თავის შემადგენლობაში შეიყვანა.
|
ტატა შოშიაშვილი 06.04.2019
რუსულმა ჯარმა მოამზადა სამხედრო ტაქტიკა, რომლის მეშვეობითაც "მებრძოლი ექსტრასენსები" ტელეპატიის მეშვეობით შეძლებენ ტყვეების დაკითხვასა და ჩასაფრებული მოწინააღმდეგეების ადგილმდებარეობის გაგებას. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემა "არმეისკი სბორნიკი" იუწყება. თუმცა რუსეთისვე მეცნიერები აღიარებენ, რომ ეს „სრული სისულელეა".
|
ელზა პაპოშვილი 06.04.2019
"თიბისი ბანკის" სკანდალური საქმე პარლამენტში მწვავე დებატების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა. პარასკევს სესიაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენდნენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური დევნის მიზნით ეროვნული ბანკის გამოყენების ნიშნები იკვეთება. ამიტომ გვენეტაძეს დეპუტატებმა ჰკითხეს, დამოუკიდებლად მოქმედებდა თუ არა ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი და, ასევე, საბანკო რეგულაციაზეც დაუსვეს კითხვები, რამაც, მათი აზრით, ათეულათასობით მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|