ელზა პაპოშვილი
11.04.2019

 საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის გამოსვლა ევროპარლამენტში და ევროპარლამენტარებისგან დასმული მწვავე კრიტიკული კითხვები. რას ითხოვენ ევროპელები საქართველოსგან და რატომ გამოთქვეს მათ უკმაყოფილება საქართველოში დემოკარტიის  ხარისხის მიმართ. დეპუტატები ბახტაძეს პასუხს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ძალადობის,  მოსყიდვის ფაქტებზე და 600 ათასი ადამიანისთვის წინასაარჩევნოდ ჩამოწერილი ვალებზე სთხოვდნენ.

ეკატერინე ბასილაია
11.04.2019

 უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის პირველი რეიტინგიც გამოჩნდა და პირველი ტურის დრო ყველა გამოკითხვის უდავო ფავორიტმა ზელენსკიმ პოპულურობის რეიტინგში ახლაც გადაასწრო პოროშენკოს, თანაც თითქმის 30%ით.

თამარ შუკვანი
11.04.2019

 ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა, როგორც დედაქალაქის საკრებულო, ასევე „ქართული ოცნებაც" დატოვეს. მიზეზად უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა საკითხი დაასახელეს. როგორც ისინი აცხადებენ, 13 აპრილს „დაიცავი საქართველოს" საგანგებო შეკრებას შეუერთდებიან.

ეკატერინე ბასილაია
11.04.2019

 ბესელია და "სამეული", ასევე შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე - ყველა ეს ადამიანი, ვინც ადრე "ოცნების" აქტიური წევრი თუ აქტიური გულშემატკივარი იყო, ხოლო დღეს მმართველ პარტიას აკრიტიკებს უმთავრესად მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გაძლიერების გამო, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში დაადანაშაულა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ვრცელ ინტერვიუში სწორედ ამ თემაზე საუბარს დაუთმო ყველაზე დიდი დრო.

ელზა პაპოშვილი
11.04.2019

 პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი უკომენტაროდ დატოვა. პოლიტიკოსთა ნაწილი არაადეკვატურად და სამარცხვინოდ მიიჩნევს სასახლეში მის გამოსვლას, როცა ზურაბიშვილს 9 აპრილს მოკლული თამარ ჭოველიძის გვარი გამორჩა, ეკა ბეჟანიშვილის გვარი კი შეცდომით ამოიკითხა. ჭოველიძის მამის განცხადებით, ღონისძიებაზე დასასწრებად მისულს სკამიც არავინ შესთავაზა, არც მისი შვილის გვარი დასახელებულა და პროტესტის ნიშნად მან ცერემონიების სასახლე დატოვა.

ეკატერინე ბასილაია
10.04.2019

 საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ოკუპირებულ აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება. სოხუმის რეჟიმს შემოაქვს ახალი „კანონი", რომ იმ ადამიანების შვილებს, ან ოჯახის წევრებს, ვინც ომის დროს აფხაზების წინააღმდეგ იბრძოდა, ან ქართულ ჯარს ეხმარებოდა, აფხაზეთში საკუთარი ქონების, მემკვიდრეობით მიღებული სახლის გადაფორმება აეკრძალოთ.

თამთა ჩაჩანიძე
10.04.2019

 "ივანიშვილის გზავნილები წლების განმავლობაში არის ერთი და იგივე - რომ "ქართული ოცნება" მუშაობს კარგად, რომ ხალხი ცხოვრობს უკეთესად, მაგრამ საზოგადოება ამას ვერ ხედავს".

ია აბულაშვილი
10.04.2019

 "ბიძინა ივანიშვილს ლაპარკის დრო აღარ აქვს, იგი სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეს ამ ავანტურისტებისგან, რომლებმაც ფულის შოვნას სამშობლო შესწირეს და წესიერ ხალხთან ერთად გადაარჩინოს ქვეყანა"- ასე აფასებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუს.

თამარ შუკვანი
10.04.2019

 ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს ჩიხიდან გამოსასვლელად ალტერნატიულ გზას სთავაზობს; ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბრექსიტის ერთი წლით გადავადების ინიციატივით გამოდის. შესაბამისად, პროცესი შესაძლო 12 თვით გახანგრძლივდეს, თუმცა, ევროკავშირი ბრიტანეთს გარკვეულ პირობას უყენებს, - თუკი ლონდონი ბრექსიტის უკვე არსებული შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.

თამარ შუკვანი
10.04.2019

 საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო გადაადგილების დაწესების პარალელურად, განსაკუთრებით გართულებულია დიდ ბრიტანეთში გასამგზავრებლად ვიზის აღება, რაც მთელ რიგ პროცედურებს, ბევრ დროს, ენერგიასა და ხარჯებს მოითხოვს.

მალხაზ გაგუა
10.04.2019

 "გუნდი თითქმის დაწყნარდა", - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან ბესელია-ფოფხაძე-გოგიჩაიშვილი-კვაჭანტირაძის ოთხეულის წასვლაზე. "დიდი შეღავათები მიიღო მოსახლეობის ყველა ფენამ, გაჩნდა სამუშაო ადგილები. (მაგრამ) კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი... ჩვენი მიღწევების შეფასება (მოსახლეობას) უჭირს".

ია აბულაშვილი
10.04.2019

 "ჩვენ დღეს, აქ და ახლა გვაქვს მოსაძებნი ჩვენი ცხოვრების ის ფორმები, რომელთა მეშვეობითაც ღირსეულად ჩავერთვებით თანადროულ სამყაროში. ესაა ჩვენი ამოცანა და მსგავსი მსოფლმხედველობრივი საპნის ბუშტები მხოლოდ დაგვაშორებენ მას", - ასე ეხმაურება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის იდეას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×