ეკატერინე ბასილაია 15.04.2019
უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებებს და კონკრეტულად რომელ მინისტრს მოუწევს თანამდებობის დატოვება, - მედიაში ამ თემაზე ვერსიები უკვე აქტიურად განიხილება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ რომელიღაც სამინისტროს და მინისტრების მიმართ პატარა კითხვები აქვს და ამას პრემიერ-მინისტრი ბახტაძე აკვირდება.
|
თამარ შუკვანი 15.04.2019
პოლონეთმა და ესტონეთმა უკრაინასთან სოლიდარობის ნიშნად საკუთარ ტერიტორიულ წყლებში რუსული გემი არ შეუშვეს, სადაც ანექსირებული ყირიმის საზღვაო აკადემიის კურსანტები იმყოფებოდნენ. პოლონური მხარე იუწყება, რომ გემ "სედოვზე" მყოფ კურსანტებს რუსული პასპორტი ჰქონდათ და სწორედ ამიტომ ეთქვათ უარი მიღებაზე. ესტონეთი და პოლონეთი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას გმობენ და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ამ ფაქტს კი რუსულმა მხარემ „მტრული აქტი" უწოდა.
|
თამარ შუკვანი 15.04.2019
ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის სიახლოვეს, ქართველმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი - 22-ე ბატალიონის სწრაფი რეაგირების ასეულის სამხედროებმა, გასულ კვირას თალიბების მორიგი თავდასხმის დროს, ამერიკელი სამხედროები აფეთქებისაგან იხსნეს, - თალიბები ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჯავშანკოლონას დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია ავრცელებს.
|
ეკატერინე ბასილაია 15.04.2019
მომდევნო კვირიდან ახალი სიმძაფრით განახლდება მსჯელობა-ბრალდებები იმ კანონპროექტის ირგვლივ, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უ"ვადოდ არჩევის კრიტერიუმებს ეხება და "ოცნებამ" პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
|
ელზა პაპოშვილი 15.04.2019
"ქართული ოცნებიდან" წასული პარლამენტარი ეკა ბესელია და მისი მომხრე დეპუტატები პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებენ და 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. ბესელია აცხადებს, რომ პარტიის პრეზენტაცია რამდენიმე თვეში იქნება, ახალი ძალის სახელწოდებაზე კი თანამოაზრეები ერთად იფიქრებენ.
|
რეზონანსი 14.04.2019
სასულიერო პირთა ნაწილისა და მრევლის მოთხოვნას, რომ ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი მონასტერში დაბრუნდეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ბექა ბარამიძე პასუხობს:
|
თამთა ჩაჩანიძე 14.04.2019
„როგორც ცნობილია, რუსეთმა, ფაქტიურად მოახდინა შავი ზღვის ფლოტის მობილიზაცია და ბალტიისა და წყნარი ოკეანეთის ფლოტებიდან ხდება საბრძოლო ხომალდების გადმოცურვა. როგორც ჩანს, პუტინი უკვე არ დაიხევს უკან შეარაღებული შეტაკების პირდაპირი პროვოცირებისაგან. ფაქტიურად, საბრძოლო მდგომარეობაა და ეს სამწუხარო ფაქტია“, - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია რუსეთის საგარეო სამინისტროს მუქარას, რომ ოფიციალური მოსკოვი შავ ზღვაში ნატოს გააქტიურების საპასუხოდ შესაბამისი ზომების მიღებას გეგმავს.
| |
ია აბულაშვილი 14.04.2019
რუსული პროექტი „ტოტალური კარნახი 2019“, რომლის მიზანია გააერთიანოს ვინც იცის, ან ვისაც სურს რუსულად საუბარი და წერა იცოდეს, საქართველში მეოთხედ გაიმართა. აქცია ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, გორში და ბათუმში. ტექსტი „ტოტალური კარნახის“ ფარგლებში ქართველმა მომღერალმა ირმა სოხაძემ წაიკითხა.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.04.2019
1-ლი მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თამბაქოს პროდუქტს სანამ სარეალიზაციოდ გაიტანს თამბაქოს მწარმოებელი კომპანია, სამი თვით ადრე ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგინოს თამბაქოს ნაწარმზე ყველა ინფორმაცია, ნაწარმის შემადგენლობაზე და მის ქიმიურ დანამატზე. ეს ცვლილება ეხება არა მხოლოდ ჩვეულებრივ სიგარეტს, არამედ ელექტროსიგარეტსა და თუთუნსაც.
|
ელზა პაპოშვილი 14.04.2019
უკვე რამდენიმე დღეა, რაც საოკუპაციო ძალების აქტივობა წაღვლი-ჩორჩანას მიმართულებით განსაკუთრებულად შეიმჩნევა. მათ ინტენსიურ მოძრაობას და გაადაადგილებას „რეზონანსთან“ საუბრისას როგორც ადგილობრივები, ასევე მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებიც ადასტურებენ. მათი განცხადებით, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართველი სამართალდამცველების პატრულირება არ დაიწყო და საგუშაგოების განთავსება არ მოხდა, სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიასაც დავკარგავთ.
|
ია აბულაშვილი 14.04.2019
„აღარ შეიძლება, ხალხო, ჩაცუცქული საქართველო. ჰკითხეთ ერთი ახალგაზრდებს - უნდათ ასეთი საქართველო?“ - ასე ეხმაურება პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ინიციატივით გამართულ შეკრებას ფილარმონიაში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|