თამთა ჩაჩანიძე
10.04.2019

  "არა მგონია, თქვას, დღეიდან კიდევ ერთი წელი მომეცითო, მაგრამ წერილიდან ვნახეთ, რომ არაფერი ახლის თქმა მას არ შეუძლია", - აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია.

ელზა პაპოშვილი
10.04.2019

 საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებელ პირობად საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლას უყენებენ. არსებობს თუ არა მეორე წლისთავზე იმის საფრთხე, რომ შეჩერების მექანიზმის გამოყენება მოხდეს?

თამარ შუკვანი
09.04.2019

 „ლიდერებიდან ერთადერთი კაცი, ვინც ბოლომდე იდგა, ეს ირაკლი ბათიაშვილი იყო. დანარჩენებმა, ყველამ დატოვა ტერიტორია. იქ იდგა ხალხი, - ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები," - აცხადებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „რეზონანსთან" საუბრისას ქაშვეთის ტაძრის დეკანოზ ელიზბარ ოდიშვილის ბრალდების საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე ლიდერებმა ხალხი მიატოვეს და დატოვეს ტერიტორია.

ია აბულაშვილი
09.04.2019

 "ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდში არჩევნები მოიგოს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" 19 მაისს შუალედურ არჩევნებში ოპოზიციისა და ხელისუფლების გამარჯვების შანსებზე ესაუბრა.

ტატა შოშიაშვილი
09.04.2019

 უკრაინაში რუსული სარაკეტო სისტემა "ისკანდერისთვის" მახეებია დაგებული. უკრაინელმა სამხედროებმა გამოსცადეს კონტრბატარეის რადარი, რომელიც შორი მანძილიდან ჭურვების, ბომბებისა და რაკეტების გაშვების დანახვის საშუალებას იძლევა. ამის მეშვეობით უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი არტილერისტების ადგილსამყოფელის გაგებას და მათ განადგურებას გეგმავენ.

ელზა პაპოშვილი
09.04.2019

 პრეზიდენტის სახელით  9 აპრილთან დაკავშირებულმა  საზეიმო მიღებამ  დღის მთავარი გმირების გარეშე ჩაიარა.  უზენაესი საბჭოს  დეპუტატების ნაწილმა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერეს, ავლაბრის რეზიდენციაში დაგეგმილ მიღებაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. პროტესტის მიზეზი, მათი თქმით, პრეზიდენტის განცხადებებია.  

თამთა ჩაჩანიძე
09.04.2019

 პოლიტიკური ექსპერტი მამუკა არეშიძე კახი კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის შიდა დაპირისპირებას არ გამორიცხავს, რადგან ხელისუფლებაში დაბრუნებულ ღარიბაშვილს იგივე საკითხების მოგვარება დაევალა, რასაც აქამდე პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე ასრულებდა.

ტატა შოშიაშვილი
09.04.2019

 ეკონომიკური დანაშაულის დონით რუსეთი მსოფლიოს ხუთეულშია შესული. ამის შესახებ სააუდიტორო კომპანია Pricewaterhouse Coopers (PwC)-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი იუწყება, რომელიც მსოფლიოს 54 ქვეყანაში ჩატარდა. უგანდასთან ერთად გაყოფილი მეოთხე ადგილი რუსეთმა ფულის ხშირი მიტაცების, მექრთამეობის, კორუფციისა და საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესყიდვისას თაღლითობის გამო დაიმსახურა.

თამარ შუკვანი
09.04.2019

 „ჩემი პირადი აზრი სრულიად განსხვავებულია. ჩემი იდეა იყო, რომ ეს შენობა კულტურის ცენტრი ყოფილიყო. როგორც ჩანს, მთავრობას მიაჩნია, რომ მიღებები საჭირო საქმეა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უპირველესი საქმეა ეროვნული ღირსების საკითხი. ამიტომ ეს შენობა დაპროექტებული იყო, როგორც „საქართველო - რუსთაველის სახლი" ანუ ჩვენი რაობა, ჩვენი როლი მსოფლიო კულტურაში და მსოფლიო კულტურის როლი ჩვენში - ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო აქ წარმოდგენილი, ეს იქნებოდა უმთავრესი ობიექტი მთელ ქართულ კულტურულ სივრცეში," - აცხადებს „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ავლაბრის რეზიდენციის პროექტის ავტორი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი პრეზიდენტის ყოფილი სასახლის შენობის სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გადაკეთებაზე.

ეკატერინე ბასილაია
09.04.2019

 კომპანია "ომეგას" ქონება აუქციონზე აღარ გაიყიდება, "ომეგამ" ხელისუფლებას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ბრძოლის პირველი რაუნდი მოუგო. სტოკჰოლმის არბიტრაჟმა საქართველოს ხელისუფლებას კომპანიის ქონების გაყიდვა აუკრძალა და პლუს, სასამართლო ხარჯების გადახდაც იუსტიციის სამინისტროს დააკისრა. პასუხად, სამინისტრო აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ხარჯებსაც არ გადაიხდის.

ელზა პაპოშვილი
08.04.2019

 მას შემდეგ რაც გაზის გაჟონვის შედეგად დედაქალაქში აფეთქებების სერია გრძელდება, პარალელურად, ბუნებრივი აირის მოხმარებაზე რეგულაციები მკაცრდება, რაც კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟებასაც ითვალისწინებს.

ეკატერინე ბასილაია
08.04.2019

 „ივანიშვილი წერილით მიმართავს თავისი გუნდის წევრებს, მათ შორის იმ წევრებსაც, ვინც პარტიიდან გავიდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ ივანიშვილი მათ მოწყალე თვალით გადმოხედავს, რომ დაანებონ თავი მურუსიძე-ჩინჩალაძეებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×