ეკატერინე ბასილაია
14.04.2019

 „საზოგადოების ორ ბანაკად პოლარიზება ხდება და ამ შემთხვევაში სიახლე ის არის, რომ ორივე ბანაკი თანაბრად მიუღებელია. ადრე ოპოზიციურ ძალაში თუ გაერთიანებაში ყოველთვის იყო სიახლის მოლოდინი, თუ ოპოზიცია მოვიდოდა ხელისუფლებაში. ასე იყო 2003-შიც და 2012-შიც. დღეს არა მარტო საზოგადოების გახლეჩა მოხდა, არამედ მედიასაშუალებებიც გაიყო... 

თამარ შუკვანი
13.04.2019

 „ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ დაწყებულა, კონკრეტული პრეტენზიებით დაიწყო, რაც შემდეგ კობახიძის რეპლიკაში „გადაგივლით ყველას" გადაიზარდა. ბოლოს, იმისათვის, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო, ბოდიში ერთადერთი გამოსავალი გახლდათ. ბოდიშის მოხდა კობახიძის მინუსად არ ჩამითვლია, პირიქით, ეს ყველაზე ადეკვატური რეაქცია იყო. დღეს, ამბობს, რომ ბოდიში არ მომიხდიაო," - აღნიშნავს „რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ ივანიშვილს ბესელიასთან ბოდიშის მოსახდელად არ მიუყვანია.

თამთა ჩაჩანიძე
13.04.2019

 „სამწუხაროდნ, მე შეკრებაზე ბოლომდე არ დავრჩი და იმ გამომსვლელების საუბრიდან, რომლებსაც მე ვუსმენდი, არ ჩანდა პროგრამა, თუ მომავალში რის გაკეთებას აპირებენ. აქედან გამომდინარე, მოძრაობის პერსპექტივასთან დაკავშირებით პასუხი არ მაქვს, რადგან სიტუაცია ბუნდოვანია“, - ასეთია პოლიტიკური ექსპერტის მამუკა არეშიძის შეფასება დღეს ფილარმონიაში გამართულ „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე

ტატა შოშიაშვილი
13.04.2019

 „საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა მხოლოდ განწყობისა და ერთიანობის საფუძველზე შეიძლება, მაგრამ პარტიული ორგანიზაციისთვის ასეთი ერთიანობა არაა საკმარისი…ისევე, როგორც ბევრ სხვა ჯგუფს, „დაიცავი საქართველოს“ შანსი აქვს“, - ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ მიერ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული შეკრება, რომელსაც საზოგადო მოღვაწეების გარდა პოლიტიკოსები - ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძეც და დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.

თამარ შუკვანი
13.04.2019

 „ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, დიდ კომედიას მაგონებს, ოღონდ უნიჭო კომენდიანტები არიან. ნათქვამია - ტრაგიკომედია, ჩვენთან ტრაგიკომედია უკვე აღარ არის; ცალკე ტრაგიზმია - ისეთი ქვეყანაა, ისეთი ხალხი გვყავს, რომ ცალკე კომედიაა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" დღევანდელ შეხვედრას.

თამთა ჩაჩანიძე
13.04.2019

 „არ მგონია პარლამენტმა შალვა შავგულიძის წინადადება გაიზიაროს", - ასეთ კომენტარს აკეთებს იურისტი ლია მუხაშავრია „თავისუფალი დემოკრატებისა" და „ევროპული საქართველოს" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც პარლამენტმა მის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს - შოთა ქადაგიძეს, ლევან გზირიშვილსა და ზაზა ხარებავას ვადამდე უნდა შეუწყვიტოს უფლებამოსილება, რითაც სასამართლო სისტემაში არსებული „კლანი" უვადო მოსამართლეებად მათთვის მისაღები კანდიდატების გამწესებისათვის საჭირო ხმების რაოდენობას დაკარგავს.

ტატა შოშიაშვილი
13.04.2019

 „პირველ ტურში ვერ გამოვლინდება გამარჯვებული... ოპოზიცია სერიოზულად ეძებს ისეთ კანდიდატს, რომელიც ხაჯიმბას გაუმკლავდება", - ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა, პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთის დე ფაქტრო რესპუბლიკაში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.

თამარ შუკვანი
13.04.2019

 „დავით მაღარაძის მიერ ამ შეხვედრის დაანონსება ძალიან საყურადღებო მოვლენაა - იმ ადამიანის მიერ, რომელსაც თავის დროზე ეთხოვა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, იმ მხარდაჭერის გაძლიერება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უნდა მოეპოვებინა.

ტატა შოშიაშვილი
13.04.2019

 ბელარუსი რუსული ნავთობისთვის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გასასვლელის გადაკეტვას აპირებს. ოფიციალური მინსკი ამ გადაწყვეტილებას იმით განმარტავს, რომ მაგისტრალურ ნავთობსადენ „დრუჟბას" რემონტი სჭირდება და რესტავრაციის გარეშე მისი ფუნქციონირების გაგრძელება, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს. ამის შესახებ ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სამუშაო თათბირის შემდეგ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა იგორ პეტრიშენკომ განაცხადა. მოსკოვში კი ფიქრობენ, რომ ლუკაშენკო ამით რუსეთის დაშანტაჟებას ცდილობს.

თამთა ჩაჩანიძე
12.04.2019

 "თუ, პოლიტიკოსი ხალხის სასურველ განცხადებას გააკეთებს, მისი წარსულის გახსენება ხალხს აღარ მოუნდება, მთავარია, რა პლატფორმით წამოაყენებს თავის პარტიას ოქრუაშვილი," - ასეთია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის კომენტარი თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პოლიტიკური გუნდის შექმნაზე

ია აბულაშვილი
12.04.2019

 "მიზნის მისაღწევად საჭიროა ყოველდღიურ რეჟიმში ბრძოლა ხალხთან ერთად, და არა მხოლოდ ფრაგმენტულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. დღეს მთავარია საპროტესტო გამოსვლები, იქნება ეს ტაქსის მძღოლების თუ დევნილების პროტეტესტი" - აცხადებს ლეიბორიტსული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამარ შუკვანი
12.04.2019

 „არგონია, რომ სანდრა რულოვსმა ზუგდიდში არჩევნები მოიგოს. რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის დრო, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარკვეული შანსები ზუგდიდში აქვთ, უკვე დასრულდა. ამიტომაც, არამგონია სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერი გახდეს," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძვნებელი კახა მიქაია ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" მიერ წარდგენილი კანდიდატის, სანდრა რულოვსის შანსებზე კომენტირებისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×