თამარ შუკვანი
29.03.2019

 რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე, "დაეშის" შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობისა და გავლენის კიდევ უფრო შემცირება, ჰიბრიდული საფრთხეებისა და დეზინფორმაციული კამპანიების გაუვნებელყოფა - ესენია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ანგარიშის მნიშვნელოვანი თემები.

ეკატერინე ბასილაია
28.03.2019

 „მინისტრების და „ოცნების" დეპუტატების სახლების გაქურდვის საქმეები ძალიან სწრაფად გაიხსნა, ამ დროს კი, ბესელიას შემთხვევაში, იგივე „თიბისიზე" კიბერთავდასხმის შემთხვევაში ეს დანაშაულები რომ არა და არ იხსნება და გამოძიებიდან ვერაფერსაც ვერ ვიგებთ, ესე იგი სხვა ადამიანმა ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნას?!

ელზა პაპოშვილი
28.03.2019

 დიალოგი არ შედგა, სოციალური მუშაკების პროტესტი გაგრძელდება - ეს გადაწყვეტილება მუშაკებმა ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღეს. ისინი რამდენიმე დღეში სამინისტროსგან შუალედურ გადაწყვეტილებას ელიან, რომელიც ორივე მხარისთვსი მისაღები იქნება, ამის შემდეგ კი აქციებს შეწყვეტავენ. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მისნისტრის გეგმაში ხელფასების ზრდა არ შედის და მათ მოლაპარკების დროს ნაწილობრივ შეთანხმებას მიაღწიეს.

თამარ შუკვანი
28.03.2019

 რუსეთის მიერ ვენესუელაში რუსული თვითმფრინავების სამხედროებითა და 35 ტონა ტვირთით მაიკეტიას აეროპორტში დაშვება, ვენეასუელას დროებითი პრეზიდენტის ხუან გუადიოს განცხადებით, ნიკოლას მადუროს შიშზე მიუთითებს, - „ვენესუელაში რუსი სამხედროების ჯგუფის ჩამოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ ნიკოლას მადურო საკუთარ სამხედროებს არ ენდობა," - აღნიშნა გუაიდომ და ვენესუელელ სამხედროებს ოპოზიციის მხარეს გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

რეზონანსი
28.03.2019

 „თუ ტაქსისთვის თეთრი ფერი მნიშვნელოვანი იყო მაშინ B კატეგორიას რატომ არ მოეთხოვება თეთრად გადაღებვა, რის მიხედვით ან რას ეყრდნობა ეს რეგულაცია"

ელზა პაპოშვილი
28.03.2019

 პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და მათით შანტაჟი გრძელდება - ამ ეტაპზე პოლიტიკოს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში განთავსების გამო 19 წლის მირიან მჟავანაძე დააკავეს, თუმცა ვიდეო "იუთუბზე" ორი კვირის განმავლობაში იდო და ხუთი ათასი ნახვა აქვს.

ეკატერინე ბასილაია
27.03.2019

 ტაქსის მძღოლებმა მათზე დაწესებული ახალი რეგულაციების 2025 წლამდე გადავადების მოთხოვნით, მათ შორის მანქანების თეთრად გადაღებვის გადავადებაზე, აქცია გამართეს, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა რუსთაველის გამზირზე, დაკავებულ ერთი მომიტინგე და კახა კალაძის პასუხი მძღოლებს, რომ აქცია პოლიტიკურადაა მართულია და ის რეგულაციებს უკან არ წაიღებს - ტაქსები თეთრად აუცილებლად უნდა გადაიღებოს.

ეკატერინე ბასილაია
27.03.2019

 „ამ დეპუტატების (მამუკა მდინარაძის და სოფო კილაძის) მისამართით ვიტყვი, არ შეიძლება რომ დამშვიდნენ?! მე მოვუწოდებ მათ, რომ დამშვიდნენ რა... მე რასაც ვუყურებ, ბევრი რამ ჩემი გემოვნებისთვის, პოზიციისთვის და ადამიანობისთვის შეუფერებელია. უნდა გაჩერდნენ და დამშვიდნენ.

თამარ შუკვანი
27.03.2019

 „თუკი ბავშვს 6 წელი არ აქვს შესრულებული, ის 6 წლამდე ჯერ კიდევ ბაღში უნდა იყოს. ბავშვს ბაღმა უნდა მისცეს უფრო მეტი და რა თქმა უნდა, ოჯახმა. პირველი და მეორე კლასები - ბაღიდან სკოლაზე რბილი გადასვლა უნდა იყოს.

ელზა პაპოშვილი
27.03.2019

 სისხლიანი გარჩევა დიდ დიღომში-წუხელ პეტრიწის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დაახლოებით 20-მდე ახალგაზრდა ჩხუბობდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჩხუბი ღამის 10 საათისკენ პეტრიწის 4 ნომერში  დაიწყო და 18 წლის  ახალგაზრდის დაჭრით დასრულდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსუბუქად დაჭრილებიც არიან, რომლებიც ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა ეს ოფიციალურად არ დასტურდება.

თამარ შუკვანი
27.03.2019

 „იცლება რაიონები და იცვლება რაიონებში დაბერების მაჩვენებელი. ამ ხალხში კიდევ არის ისეთი მენტალიტეტი, რომლის მიხედვითაც, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ჯერ ვერ ეწყობიან და მომხმარებელი საზოგადობაა.

ელზა პაპოშვილი
27.03.2019

 ცეცხლი გახსნილია - ეკა ბესელია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს და ამბობს, რომ თუ ის მის "კაცუნებს", ე.წ. კობახიძის ჯგუფს არ გააჩუმებს, მაშინ თავად ალაპარაკდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×