თამარ შუკვანი
25.03.2019

 „გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, პარლამენტი იღებს და აქედან გამომდინარე, იურიდიულად ამის უფლება აქვს, რის უფლებასაც ხშირად იყენებენ კიდევაც. რაც შეეხება თვითონ გადაწყვეტილების დასაბუთებას, ის არგუმენტი, რაც ბატონმა რომანმა მოიყვანა, არ არის რელევანტური," - ასე აფასებს „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა „რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატ რომან კაკულიას განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს.

თამარ შუკვანი
25.03.2019

 „ქართული ოცნების" მარნეულის მერობის კანდიდატი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი იქნება, რომელიც მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო. გავრცელდა ფოტო-მასალა, სადაც ჩანს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მაისური აცვია.

ელზა პაპოშვილი
25.03.2019

 ხაშურში სავარაუდოდ ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევა 24 მარტს საღამოს საათებში მოხდა. თვითმხილვეების განცხადებით,  ქმარმა ცოლს დანა ექვსჯერ დაარტყა.  30 წლის თაკო დოლიძეს ქმარმა სამსახურში სილამაზის სალონ „მირაჟში“ მიაკითხა. გოგონას ახლობლების თქმით, მან ცოლს უთხრა, რომ   საქმე ჰქონდა და სხვებთან თანდასწრებით საუბარი არ სურდა. 

თამარ შუკვანი
25.03.2019

 დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილი ინიციატივაზე, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას ეხება და სისხლის სამართლის წესით დასჯას გულისხმობს, დღეს პარლამენტში კენჭისყრა არ მომხდარა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ამ საკითხის ირგვლივ პოზიციების შეჯერების შედეგად პროექტს წარდგენილი სახით მხარს არ უჭერს.

თამარ შუკვანი
25.03.2019

 „ამ ვითარებაში ლადო კახაძის პოლიტიკურ მდინარეში მეორედ შესვლა გაუგებარია. ის საკმაოდ პატივცემული ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი სპეციალისტი და მოქალაქე, მაგრამ რა უნდა პოლიტიკაში და რისთვის აკეთებს ამას, თანაც არსებულ მოცემულობაში, გულდასაწყვეტია," - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" მიერ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად ცნობილი ექიმისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლადო კახაძის წარდგენას.

ელზა პაპოშვილი
25.03.2019

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებასა და სისხლის სამართლის წესით დასჯას გულისხმობს. "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილების პროექტს კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.

ეკატერინე ბასილაია
25.03.2019

 ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლაში ერთვება. ვინ დაუპირისპირდება მას "ოცნებიდან", ჯერ უცნობია, თუმცა, პოლიტიკის ექსპერტების თქმით, მაისის შუალედურ არჩევნებში მთავარი პოლიტიკური ომი სწორედ ზუგდიდში გაიმართება "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის, რადგან "ოცნებისთვის" პრინციპულად გადამწყვეტია, არ დამარცხდეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცოლთან და მაინცდამაინც ზუგდიდში. თანაც იმ ფონზე, როცა მაისის შუალედური არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ რეპეტიციადაც მიიჩნევა და გახშირდა საუბარი, რომ მმართველი პარტია პოპულარობას კარგავს.

ელზა პაპოშვილი
24.03.2019

 „ძალა ერთობაშიას“ წევრი დავით ქცარავა „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ მას უახლოეს მომავალში ხურვალეთში შესვლის უფლებას არ მისცემენ და დადგინდება, რომ რუსებმა ქართველების მიერ კონტროლირებადი ბაღები დაიკავეს, ის სოფლის მიმდებარედ აქციებს დაიწყებს. ქაცარავა ამბობს, რომ არც ის არის გამორიცხული, მან მასობრივი აქციების  ფონზე კარვებიც დადგას. 

ია აბულაშვილი
24.03.2019

 „რაც მეტი მოძრაობა შეიქმნება ოპოზიციურ ფლანგზე, იქნება ეს მაღრაძე, ვასაძე თუ სხვა, ხელისუფლებას ეს აწყობს და მისთვის მომგებიანია, რადგან ოპოზიციას ხმებს წააართმევს“, - ასე  ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე შეიძლება კვლავ გამოჩნდეს ირაკლი ალასანია, ან ახალი მოძრაობა შექმნას ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ.

რეზონანსი
24.03.2019

 „თანხის ოდენობის თვალსაზრისით, ეს არ ჩაითვლება მოსყიდვად“, - ასე აფასებ იურისტი ლია მუხაშავრია შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდაზე „გირჩი“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ჰერმან საბოს განცხადებას, სადაც ის თავის მხარდამჭერებს დროებით მთაწმინდაზე ჩაწერას სთხოვს და ჩაწერის ადგილის გამოცვლის ხარჯებთან ერთად კომუნალური გადასახადის დაფარვას ჰკირდება. 

ია აბულაშვილი
24.03.2019

 „არ მგონია, რომ ლევან ვასაძე ვინმესთან წინაწარი შეთანხმებით მოვიდეს პოლიტიკაში, რადგან შეთანხმება ნიშნავს გარკვეულწილად ვალდებულებას. ამიტომ, თუ იგი დააპირებს შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, შემოვა დამოუკიდებლად  და ამის რესურსიც გააჩნია“, -ასე ეხმაურება პოლიტიოლოგი იგორ კვესელავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილთან შეთნხმებით ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის.

რეზონანსი
24.03.2019

 „ერთ კვირაში იქნება უმრავლესობის შეხვედრა და დავასახელებთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებისათვის“, - ასეთია აკაკი ზოიძის კომენტარი, მთაწმინდის შუალედურ მაჯორიტარულ არჩევნებზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×