ეკატერინე ბასილაია
20.03.2019

 მოსამართლეების შესახებ კანონპროექტმა მიიღო უმრავლესობის 81 კაცის ხმა, დანარჩენი ყველა ამ კანონის წინააღმდეგია. გამოთვალეთ და მიიღებთ 3 მილიონზე მეტ ადამიანს... ჯერ არ მახსოვს, რომ ასეთ დაპირისპირებაში ხელისუფლებას გაემარჯვა.

ეკატერინე ბასილაია
20.03.2019

 აფხაზების მიერ რუსი ბიზნესმენების სასტიკად შევიწროებასა და თავდასხმა-გატაცებებზე საუბარი არ წყდება და რუსულ მედიაში ახალ-ახალი ინფორმაციები ჩნდება. ამჯერად სანქტ-პეტერბურგელი ბიზნესმენი ჰყვება, როგორ გაიტაცეს ის აფხაზებმა გასული წლის ზაფხულში ახალი ათონის სასტუმროდან და რომ მის ოჯახს 200 მილიონი რუბლი მოსთხოვეს გამოსასყიდის სახით და რომ ტყვეობაში 4 საშინელი თვე გაატარა.

თამარ შუკვანი
20.03.2019

 „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა პირველი მოსმენით, ხმათა უმრავლესობით მიიღო - 89 ხმა 31-ის წინააღმდეგ.

ელზა პაპოშვილი
20.03.2019

 უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ „ევროპული საქართველოს" კანონპროექტი ჩავარდა. ხმების საკმარისი რაოდენობა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტმა დააგროვა.

თამარ შუკვანი
20.03.2019

 „რუსეთის გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე, მერვე არმიის შემადგენლობაში, რუსებმა 464-ე სარაკეტო ბრიგადა აღადგინეს, რომელიც დაკომპლექტებულია ისკანდერების ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებით, რომლებმაც, თავის დროზე, რუსეთ-საქართველოს ომში თავი გამოიჩინეს და სწორედ ამის მეშვეობით მოხდა ჩვენი ქართული ტერიტორიების დაბომბვაც.

ია აბულაშვილი
20.03.2019

 1941 წლის ოქტომბერში, როცა ვერმახტის ნაწილებმა ხარკოვი აიღეს, გერმანიის სადაზვერვო სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ საბჭოთა არმიის მენაღმეებმა ხარკოვი დატოვებამდე დანაღმეს. მოულოდნელი აფეთქებები ხდებოდა აეროდრომებზე, ხიდებზე, შტაბების შენობებზე, გამოიძების შემდეგ დაადგინეს, რომ მოულოდნელი აფეთქებები საათის მექანიზმით კი არა, რამდენიმე ასეული კმ-იდან გაგაზავნილი რადიოსიგნალიზაციით ხდებოდა.

ელზა პაპოშვილი
20.03.2019

 საპარლამენტო უმრავლესობამ ყოფილი თანაგუნდელის, ზვიად კვაჭანტირაძის კენჭისყრით გადაყენება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ შეძლო. მართალია, კენჭისყრიდან ცოტა ხნის შემდეგ იგი საკუთარი ნებით მაინც გადადგა, თუმცა გუშინდელი კენჭისყრის შედეგები შეიძლება, პრეცედენტულად ჩაითვალოს - პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობამ, ე.წ. ეკა ბესელიას გუნდის წინააღმდეგობის გამო, კენჭისყრისას სასურველი შედეგის მიღება ვერ შეძლო.

ეკატერინე ბასილაია
20.03.2019

 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასაუბროდ დიალოგის ახალი ფორმატის - პოლიტიკური დიალოგის შექმნის იდეით გამოდის და როგორც მისმა პრესსპიკერმა განაცხადა, უკვე დაწყებულია მუშაობაც. თუმცა რეალურად რა დიალოგზეა საუბარი, ეს არის რუსეთთან პირდაპირი დიალოგის სურვილი, თუ "მეორე ჟენევა" ან ვისთანაა დაწყებული მუშაობა, ადმინისტრაციაში არაფერი იციან და ამბობენ, რომ ეს ჯერ მხოლოდ იდეაა.

ელზა პაპოშვილი
19.03.2019

 ანალიტიკოსი გია ნოდია „რეზონანსთან“ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ არ არის გამორიცხული „ქართულ ოცნებაში“ უკვე ისეთი მასშტაბის ბზარები გაჩნდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმრავლესობაში პროცესების გაკონტროლებას ვეღარ ახერხებს. 

რეზონანსი
19.03.2019

 „ტაქსის მძღოლებს ავტომობილის ტექ დათვალიერება წელიწადში ორჯერ მოუწევთ, რადგან ტაქსები გაცილებით ბევრს დადიან და ამიტომ, რისკი მათი მწყობრიდან გამოსვლის უფრო მეტია, ვიდრე სხვა ადამიანის ავტომობილი, რომელიც დღეში მხოლოდ 20-30 კილომეტრს გადის და მხოლოდ სამსახურში მიდის და მოდის“, - აცხადებს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე. 

რეზონანსი
19.03.2019

 მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) არ ეთანხმება ზოგიერთი იმ სასულიერო პირის მოსაზრებას, რომლებიც არასწორად მიიჩნევენ სამარხვო ნამცხვრების, კატლეტების და სხვა ნუგბარის მიღებას მარხვის პერიოდში.

თამარ შუკვანი
19.03.2019

 „ეს აცდენილია საერთოდ დღევანდელ მდგომარეობას. ეს მისი პირადი განცხადებაა და მან უნდა ახსნას რატომ და რისთვის. აქ მთავარი პოლიტიკური პროცესი იყო. კომიტეტის წარმატება-წარუმატებლობაზე არ არის ლაპარაკი საჭირო," - ასე აფასებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია მისი თანაგუნდელის, გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ზვიად კვაჭანტირაძემ თვითონაც კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, უფრო სწორად უსაქმურობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა."


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×