თამარ შუკვანი
29.11.2018

 „ასეთია მოცემულობა - უნიკალური შემთხვევა მოხდა მსოფლიოში, როდესაც პირველსა და მეორე ტურში ამომრჩეველის რაოდენობა გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ ტურში წავიდა არა სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების" ამომრჩეველი, არამედ ანტი „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი," - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აფასებს.

ელზა პაპოშვილი
29.11.2018

 საქართველოს მეხეუთე პრეზიდენტი ქალია. 28 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური გაიმართა, რომელშიც ეგზიტპოლების მონაცემებით საკმაოდ დიდი უპირატესობით "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.  

თამარ შუკვანი
29.11.2018

 ცესკოს მიერ დათვლილია ხმები 100%, და სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებელი, თითქმის 20%-იანი სხვაობით იგებს. მანამდე კი, მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლის შედეგები ცნობილი გახდა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხს „მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდა, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილის განცხადებას „ერთი ადამიანის პირადი მოსაზება" უწოდა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, განაცხადეს, რომ სააკაშვილის განცხადება არაადეკვატურია.

ეკატერინე ბასილაია
29.11.2018

 მე-5 პრეზიდენტის ვინაობა უკვე ცნობილია - საყოველთაო მობილიზაციის და ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ომად გამოცხადებული მეორე ტურის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გახდა პირველი ქალი და ხალხის მიერ ბოლოჯერ არჩეული პრეზიდენტი.

ელზა პაპოშვილი
29.11.2018

 28 ნოემბრის არჩევნებმა შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, გარდა პატარა შემთხვევებისა და ინციდენტებისა: არჩევნების დღეს მოხდა ჟურნალისტებზე რამდენიმე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე იყო რეგიონებში საარჩევნო უბნებზე პატარ-პატარა შეხლა-შემოხლა, თუმცა დაპირისპირება არ გამწვავებულა.

თამარ შუკვანი
29.11.2018

 "ეს შედეგი განაპირობა პირველი ტურის შედეგებმა - გამოაფხიზლა "ქართული ოცნების" ამომრჩეველი, გამოაფხიზლა თავად "ქართული ოცნება", რომელმაც ექსტრემალურ ზომებს მიმართა იმისათვის, რომ მეორე ტურამდე დარჩენილ დროში საარჩევნო უბნებთან მიეყვანა მისი ამომრჩეველი, რომელიც პირველ ტურში სახლში დარჩა სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
28.11.2018

 "ნაცმოძრაობისთვის" "ედისონ რიჩერსის" კვლევები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ისინი თვლიდნენ, რომ ეს რეალობასთან ახლოსაა, ახლა მათი მხრიდან ამ კვლევების გაპროტესტება თავად "ნაცმოძრაობას" არ წაადგება" - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

ელზა პაპოშვილი
28.11.2018

 ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ზურაბიშვილის გამარჯვებას აფასებს. მისი თქმით, „ოცნებამ“ მეორე ტურისთვის ამომრჩევლის მობილიზება შეძლო და ეს უკვე აშკარად იგრძნობოდა. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეს „ოცნების“ გამარჯვება არ არის და ხმა რომელიც მათ აიღეს, „ნაციონალების“ წაინააღმდეგ მიცემული იყო.  

ია აბულაშვილი
28.11.2018

 რამდენიმე დღეში ცესკო საბოლოო შედეგებს დადებს, მანამდე კი ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა, "ედისონ რისერჩის" კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარდა, სალომე ზურაბიშვილს მხარი ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს - 45%-მა. ტელეუკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზისტპოლების თანახმად კი არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58%-ი, გრიგოლ ვაშაძემ კი 42%-ი მიიღო.

ტატა შოშიაშვილი
28.11.2018

 საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×