ია აბულაშვილი
27.11.2018

 „არჩევნების შედეგი ორივე პოლიტიკური ძალისთვის არის გადამწყვეტი, მაგრამ პოლიტიკურ სივრცეში კეთილი კვალის დატოვებას შეძლებს ის დამარცხებული სუბიექტი, რომელიც ღირსეულად შეხვდება საკუთარ წარუმატებლობას", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

თამარ შუკვანი
27.11.2018

 „გაბედავა არ ვიცი „ქართული ოცნების" მხადამჭერი როდიდან იყო. ვაჩნაძეს რაც შეეხება, მახსოვს ჩვენს გვერდით ხშირად იყო. თუ რამ შეუცვლა მას ასე ცნობიერება, რომ „რუსთავი 2"-ს მიაკითხა, ჩემთვის ძალიან გაუგებარია," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია.

ელზა პაპოშვილი
27.11.2018

 წუხელ თბილისში სასტიკი მკვლელობა მოხდა.  45 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით  მკვლელობის საქმეზე  ერთი პირი დააკავეს. 

შემთხვევა ვაჟა-ფშაველას #13-ში, გარდაცვლილის კუთვნილ  სახლში მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 25 წლის მამაკაცმა სახლის მეპატრონე 45 წლის ქალი, სავარაუდოდ, დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მათი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გირაოთი გარდაცვლილის სახლში დედასთან ერთად ცხოვრდობდა. 

თამარ შუკვანი
27.11.2018

 „საკითხავია, პოლიტიკურ ძალებს, გარდა ამ შავი პიარისა, აქვთ ან ექონებათ რამე სათქმელი მოსახლეობისთვის? ამ არჩევნებზე სათქმელი მათ არაფერი ჰქონდათ გარდა იმისა, რომ „აი, ის ჩემზე ცუდია", „ის ჩემზე უარესია" და ა.შ. თუმცა, არ მგონია მომავალში არჩევნები მხოლოდ შავი პიარით წარიმართოს," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
27.11.2018

 არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკური ტემპერატურა კვლავ მაღლა იწევს - შესაბამისად, დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები პიკს აღწევს.

რეზონანსი
27.11.2018

 "მოგმართავთ, როგორც თეიმურაზისა და ქეთევან გუგუშვილი- გორჯესტანების მამა. უფროს თაობებს ალბათ ახსოვთ, ვინ ვარ და რას წარმოვადგენდი საქართველოში სამი ათეული წლის წინ. ახალ თაობას კი ჩემს ამბავს მოვუყვები, რომ სოციალურ მედიაში მძვინვარე დეზინფორმაციით გაჯერებულ ჭუჭყში არ ჩაიძიროს. მამაჩემმა, ევსევი-ძუკუ გუგუშვილმა საქართველო 1913 წელს დატოვა და ირანში ცნობილ ქართველ ინვესტორთან, აკაკი ხოშტარიასთან სამუშოდ წავიდა. ბატონი აკაკი, რომელიც იმ ხანად ბაბუაჩემის, დიმიტრი გუგუშვილის მეგობარი იყო, ეძებდა ტექნიკური კვალიფიკაციის მქონე ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც მასთან ერთად ირანში მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე იმუშავებდენენ. ძუკუ სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1921 წელს წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო, იძულებული შეიქნა, ირანში პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა.

ელზა პაპოშვილი
26.11.2018

 საქართველოს მოსახლეობა ორ დღეში გაიგებს, ვინ არის მისი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი. წელს პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურზე პირველად ვირჩევთ. ამომრჩევლების მიერ მეორე ტურში გასული კანდიდატებისთვის 28 ოქტომბრის კენჭისყრისას თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი კონკურენტულობით გამოირჩევა.

ეკატერინე ბასილაია
26.11.2018

 "ახლა აღარავის აინტერესებს, პრეზიდენტი ვინ იქნება, ორივე მხარე ძალაუფლებისთვის იბრძვის. ამიტომ პროცესი არჩევნებთან ერთად არ დასრულდება და არჩევნების შემდეგ თუ არა, გაზაფხულზე მაინც გადავა ქუჩაში, ჩვენ ქუჩას უკვე ვერ ავცდებით", - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტამგ ძაბირაძე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×