ეკატერინე ბასილაია 16.11.2018
"თუ ქართველმა სამხედროებმა რამე ჩაიდინეს, ამ მიმართულებით ჰააგაში რა გინდა?! იმიტომ რომ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს სურვილი, სააკაშვილი დაადანაშაულოს, შეიძლება ქვეყანა დააყენო რისკის ქვეშ?! ზუსტად იგივე სურვილი აქვს რუსეთის ხელისუფლებასაც. რუსეთი აცხადებს, რომ ჩემს სამშვიდობოებს დაესხა თავს საქართველო, ამიტომ დაიწყო ომი და მთელი ეს ამბავი. სწორედ ამ ნაწილშია ძაღლის თავი დამარხული, რასაც სამწუხაროდჩვენი ხელისუფლება ერთი-ერთში იმეორებს რუსეთის ნარატივს და ერთი-ერთში უნდათ, რომ სააკაშვილის გასამართლებამდე მივიდეს საქმე. ეს კი შეგნებული საზოგადოებისთვის მიუღებელია და მინდა გითხრათ, რომ არც გამოუვათ,"- აცხადებს ა/ო "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.
|
ია აბულაშვილი 16.11.2018
"არსებულ "260 პოლიტიკურ პარტიას" შეიძლება კიდევ ერთი პარტია დაემატოს, მაგრამ ეს პარტია ვერ იქნება, რადგან საქართველოში პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესიც კი არ დაწყებულა" - ასე ეხმაურება პეტრე მამრაძე მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივას.
|
ტატა შოშიაშვილი 16.11.2018
"რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ ისაუბრა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება საქართველოს რუსული გავლენის ქვეშ მოქცევის ტოლფასი იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში მოქმედი ქართული ლეგიონის რამდენიმე ჯარისკაცის გამოსვლა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითაა დადგმული
|
თამარ შუკვანი 16.11.2018
„ორი კვირა კი არა, სამი დღე რომ იყოს დარჩენილი, ადამიანი, რომელსაც აქვს ავტორიტეტი და შეუძლია თუნდაც 200 კაცის მობილიზება, არჩევნების პროცესისთვის ესეც თავისთავად, სასარგებლო იქნება," - „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის ირაკლი ჩიქოვანის „ქართულ ოცნებაში" დაბრუნების ფაქტს, „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე აფასებს.
|
ია აბულაშვილი 16.11.2018
"პარტიის შექმნას არ ვაპირებ, მხოლოდ მოსაზრება გამოვთქვი მესამე ძალის შექმნასთან დაკავშირებით. ეს ვთქვი და იმდენმა ადამიანმა დაიწყო პარტიის შექმნა, რომ დისტანცირება გადავწყვიტე" - ასე ეხმაურება კობა დავითაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იგი ახალ პარტიას ქმნის.
|
თამარ შუკვანი 16.11.2018
„ჩვენ „ქართულ ოცნებას" მივავიწყდით და ახლა გავახსენდით, - ძველი გვარდიის საჭიროება ყოველთვის იყო და არ ვითხოვდით რაღაც თანამდებობებს. უბრალოდ, გვსურდა ჩვენი გამოსვლები და გვერდში დგომა გამოეყენებინათ. არც გულმოსულები და არც გაბრაზებულები არ ვართ, - გულნატკნები ვართ, რომ აქამდე მივიდა საქმე," - აცხადებს მმართველ გუნდზე „გულნატკენი" ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
|
მარიამ კუპატაძე 16.11.2018
| |
მარიამ კუპატაძე 16.11.2018
|
ეკატერინე ბასილაია 16.11.2018
"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიიდან გადამალვის ოპერაციას აგრძელებს, პირველი ტურის შემდეგ ჯერ მედიასა და ამომრჩევლებს ჩამოაშორა და ახლა უკვე საარჩევნო ბილბორდებიდანაც გააქრო. თბილისში ოთხშაბათ დილით ახალი საარჩევნო პლაკატები გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ფოტოებითა და მინაწერით: "სალომე ზურაბიშვილი 348". საარჩევნო ბილბორდებზე კი პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარიღაა დარჩენილი, რაც პოლიტოლოგებისთვის ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა და შეფასდა როგორც ერთგვარი სატირული პიარსტრატეგია."შეთქმულების თეორიით თუ ახსნი ამას, რომ ავად სახსენებელ შკრიალოვს, რომელიც ვაშაძის შტაბის პიარტექნოლოგია, შეიძლება "ქართული ოცნების" შტაბში ჩანერგილი ჰყავს ვიღაც, ვინც ამ შტაბს პირდაპირ ხრამისკენ მიაქანებს. ეს იმდენად დიდი პაროდიაა, ამას პიარტექნოლოგიც არ სჭირდება. კანდიდატი საერთოდ გააქრო ბილბორდიდან და მის ნაცვლად სხვა იყოს ბანერზე, ასეთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში, არ მგონია, იყოს. ეს ქართული ნოუ-ჰაუა, შეიძლება გინესის წიგნში შესატანი ფაქტიცაა," - ამბობს გია ხუხაშვილი.
|
თამარ მუკბანიანი 16.11.2018
გაზის სისტემების გაუმართაობის გამო აფეთქების, დაღუპული და დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველკვირეულად შუქდება. მდგომარეობა საგანგაშოა და მომავალში კიდევ უფრო დამძიმდება. სპეციალისტები დაუფარავად ამბობენ, რომ ამის მიზეზი გაზის მიწისქვეშა სისტემის გაუმართაობა და სისტემაში ოდორანტის არარსებობაა. აქედან გამომდინარე, მსხვერპლი კიდევ იქნება.
|
თამარ შუკვანი 15.11.2018
„ჩვენ დიასპორას საზღვარგარეთ, პრაქტიკულად, არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. ამის შედეგებს ის ადამიანები არცთუ დიდი ხნის შემდეგ მოიმკიან, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ ოღონდ საკუთარ სავარძლებს არ შეელიონ," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|