ეკატერინე ბასილაია
12.11.2018

 გასულ კვირას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, როს უილსი, დაინიშნა და ისევ გაურკვეველი დარჩა, როდემდე იქნება ვაკანტური აშშ-ის ელჩის პოსტი, რა არის მიზეზი, რომ უკვე 7 თვეა, ვაშინგტონი სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში - საქართველოში ელჩის დანიშვნას ვერ ახერხებს.

ელზა პაპოშვილი
10.11.2018

 მარნეულში, ქორწილის დღეს, პარტაძლის სახლი გაძარცვეს. შემთხვევა 7 ნოემბერს ღამით მაშინ მოხდა, როდესაც პატარძლის ახლობლები და ნათესავები სიძის სახლში ქორწილში იმყოფებოდნენ.

ია აბულაშვილი
10.11.2018

 „ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეა არჩევნების შედეგებით არის განპირობებელი. თავად იდეა კარგია და ქვეყანასაც წაადგება, მაგრამ რამდენად არსებობს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ამის რეალური რესურსი, ეს მეეჭვება", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

ნინი შონია
10.11.2018

 სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დახმარების სათოხვნელად მისული ქალბატონსა და საკრებულოს წევრ ბადრი შენგელიას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას თავად საკრებულოში კატეგორიულად უარყოფენ. ამის შესახებ „რეზონანსთან" საკრებულოს წევრმა მანანა სირბილაძემ ისაუბრა.

ტატა შოშიაშვილი
10.11.2018

 გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი შესაძლოა მხოლოდ ფიგურალურად დაუკავშირა „ქართულ ოცნებას". ამის შესახებ „რეზონანსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ტატა შოშიაშვილი
10.11.2018

 აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში დიდი დავაა სოხუმის დე ფაქტო საქალაქო კრებასა და დე ფაქტო ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. სოხუმის საქალაქო კრებას სურს, რომ დე ფაქტო ქალაქის მერს ნიშნავდეს არა ე.წ. პრეზიდენტი, არამედ არჩევნებით ირჩევდეს ადგილობრივი მოსახლეობა.

ეკატერინე ბასილაია
09.11.2018

 "სალომე ზურაბიშვილი დიპლომატისთვის აბსოლუტურად შეუფერებელ შეცდომებს უშვებს, რასაც მისი ოპონენტები აზვიადებენ და ბერავენ. როდესაც ის პრეზიდენტად წამოაყენეს, რჩევა მივეცი, პარიზში წასულიყო და 27 ოქტომბერს ჩამოსულიყო. მაშინ ეს არ გააკეთა, ახლა კიდევ ერთხელ ვურჩევ, რომ წავიდეს და 1-ელ დეკემბერს დაბრუნდეს საქართველოში,"- აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ია აბულაშვილი
09.11.2018

 "ჩვენ "ოცნების" ძველი გვარდია რეგიონებში უკვე ვხვდებით მოსახლეობას," - აცხადებს ცნობილი მსახიობი და კინორეჟისორი გოგი ქავთარაძე, რომელიც იმედოვნებს, მეორე ტურში საზოგადოების აქტივობა მაღალი იქნება, რადგან ძალიან ბევრმა უკვე გააცნობიერა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ექნება მათ სწორ არჩევანს ქვეყნის საკეთილდღეოდ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×