თამარ შუკვანი
07.11.2018

 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საარჩევნო კამპანიაში ჩასართავად "ქართულმა ოცნებამ" ძველი სახეების დაბრუნება აქტიურად დაიწყო. უკვე საუბარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, რასაც საპარლამენტო უმრავლესობაში მხოლოდ მიესალმებიან.

ეკატერინე ბასილაია
07.11.2018

 "ოცნების" ყველაზე ოდიოზურ ფიგურას, ყოფილი მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა წელიწადნახევრის წინ გენერალური აუდიტორის - ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, თუმცა ყველაზე მსუბუქი 126-ე მუხლით და მხოლოდ 5 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე წინასწარი პატიმრობიდანაც გაათავისუფლა. ამ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო მოხელის ცემისთვის მას მხოლოდ ჯარიმის გადახდა მიუწევს, დიდი ალბათობით, 5000 ლარის, რაც გირაოთი შეეფარდა.

ეკატერინე ბასილაია
07.11.2018

 "ტვინს ცოტა ძალა დაატანონ და ისე აკეთონ საქმე... პიარჯგუფი გვყავს მაგარიო და თუ ეს მაგარი პიარჯგუფია, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ... "ნაცმოძრაობა" კი არ არის პროტესტი, 800 000 ჩვენი მოქალაქეა პროტესტი. 800 000 ხმა, მე მგონი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოლოს 2012 წელს აიღო. ამას უნდა მიხედვა და ამ ხალხს მოაბრუნებს ფარცხალაძის 5000-ლარიანი გირაოთი გამოშვება?!" - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

თამარ შუკვანი
06.11.2018

 პედოფილიაში დადანაშაულებული დეპუტატი, ადიგენის საკრებულოს წევრი ნოდარ გობაძე აცხადებს, რომ სოციალური ქსელიდან აღებული არასრულწლოვანთან მისი მიმოწერის ფოტო დამონტაჟებულია, რომელსაც ვიღაც მისი დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს.

თამარ შუკვანი
06.11.2018

 „ადამიანი თვითონ გადაწყვეტს... ამხელა კაცს ვინ უკარნახებს წავიდეს თუ არა. როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, ისე მოიქცევა," - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი კითხვას, დაესწრება თუ არა „ნაცმოძღაობის" წინააღმდეგ ხვალ დაგეგმილ აქციას „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ელზა პაპოშვილი
06.11.2018

 ოპერაციის შემდეგ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი აცხადებს, რომ მას მანქანა დაეჯახა და მხოლოდ ხელი ჰქონდა მოტეხილი.

ელზა პაპოშვილი
06.11.2018

 ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებასა და თავის ძველ თანამებრძოლებს სპეციალური განცხადებით მიმართა. ივანიშვილის ბოდიში ქართველ ხალხს და კიდევ ერთი დაპირება, რომ მას თუ ამომრჩეველი შანსს მისცემს, ის გარანტიას იძლევა, რომ ყველა პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს.

ეკატერინე ბასილაია
06.11.2018

 ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც, მედიაში ბიზნესტერორისა და ძალადობის შესახებ 2-თვიანი ბრალდებებისა და ფარული ჩანაწერების შემდეგ, ყოფილი პროკურორის საგამოძიებო უწყებაში დაბარება მოხდა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა "ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურის პოლიციაში დაბარება სწორედ არჩევნების პირველ ტურში მმართველი ძალის ფაქტობრივ წაგებას დაუკავშირა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×