ია აბულაშვილი 09.11.2018
"კონსტიტუცია არ ადგენს ვადას და დღეს, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები, თუმცა არსებობს კონსტიტუციური ჩვეულება, რომ საქართველოში ყოველთვის არჩევნები კვირა დღეს ტარდება" - ასეთ განმარტებას აკეთებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ოპოზიციის ბრალდებაზე, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ცესკოს თავმჯდომარეზე მეორე ტური შუა კვირაში დანიშნოს.
|
თამარ შუკვანი 09.11.2018
„არავითარ განხეთქილებას ადგილი არ აქვს. არავითარი მუქარა არ არსებობს. ყველაფერი ძალიან კარგად და დალაგებულადაა. მეორე ტურისთვის ვემზადებით და დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ," - იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებაში" ერთგვარი განხეთქილება არსებობს და ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის წევრები „დატუქსა," უარყოფს უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 09.11.2018
„ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდნეტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ აქტიური კამპანია წამოიწყო; მმართველმა გუნდმა 7 ნოემბრისა და 26 მაისის დამრბევების გამო დამნაშავეთა პასუხისმგებობის საკითხი დააყენა და პროცესი დღის წესრიგში მოაქცია.
|
ია აბულაშვილი 09.11.2018
"ხალხის გადაწყვეტილებას ვერავინ გააყალბებს, ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია"- ასეთ პროგნოზს აკეთებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 09.11.2018
სუიციდის ფაქტი ქობულეთის რაინოის სოფელ ცეცხლაურში. 35 წლის მამუკა გობრონიძემ სიდედრ-სიმამრთან სტუმრობის დროს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი ცოლის ოჯახში იპოვეს. მამკაცი ოზურგეთის სოფელ ლიხაურში ცხოვრობდა.
|
ელზა პაპოშვილი 09.11.2018
კრიმინალური ავტორიტეტების, სპორტსმენების და ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზება - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მეორე ტურის მოსაგებად „ქართულმა ოცნებამ" თბილისის და რეგიონების მასშტაბით ყველა სფეროს წარმომადგენელი ადამიანების მობილიზება დაიწყო. მათი ინფორმაციით, საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს.
|
თამარ შუკვანი 09.11.2018
„მეტად უცნაურია ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება სააგენტოს მხრიდან. გაუგებარია და მცდარი. არ ვადასტურებ," - განუცხადა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს" მანამდე გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას, თითქოს მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან შესაძლოა პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაინაცვლოს.
|
ია აბულაშვილი 09.11.2018
გავრცელებულ ინოფრმაციას, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ეკა ბესელიამ შესაძლოა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამდებობა დატოვოს და პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს, ხოლო ამ თანამდებობაზე მის შემცვლელად დეპუტატი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება, უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია არ ადასტურებს ამბობს, რომ მეორე ტურამდე საკადრო ცვლილებებზე საუბარი არასერიოზულია.
|
გვანცა წულაია 09.11.2018
ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა, თბილისის მერიიდან გაფრთხილება მიიღეს, რომ საახალწლო სამზადისი იწყება და რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ.
|
ელზა პაპოშვილი 09.11.2018
"ნაციონალებისა" და "ევროპელების" დიდი შერიგება ვის წაადგება და რა ფორმით შეიძლება ერთ დროს ერთიანმა პოლიტიკურმა ძალამ ერთმანეთი გამოიყენოს.
|
ეკატერინე ბასილაია 09.11.2018
"ამ რიტორიკამ, რასაც "ოცნებიდან" ბოლო დღეებია, ვისმენ, ჩემში "ოცნების" მიმართ სკეპტიკური შეფასების შეცვლა ვერ მოახერხა. პირიქით, უფრო მეტად გამიჩნდა დამატებითი არგუმენტები, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო სერიოზული შემოლაწუნების ღირსია," - აცხადებს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია
|
ელზა პაპოშვილი 09.11.2018
რუსთავში მოსახლეობა ამბობს, რომ სკოლებთან და სხვადასხვა ადგილას, სადაც ძირითადად მოზარდები ტრიალებენ, შენიშნეს მამაკაცები, რომლებიც ბავშვებთან დალაპარაკებას ცდილობდნენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|