თამარ შუკვანი 02.11.2018
„მგონია, რომ ეს სვლა მომავლის პროგნოზირებით გაკეთდა. საარჩევნო თვალსაზრისით, რესპუბლიკური პარტია რეალურად ძალიან დასუსტდა. ელექტორატის მხარდაჭერით ისეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა არა მარტო ელექტორატით, გარკვეულწილად, ისედაც დასუსტდა. ბუნებრივია, რომ ეძებს საყრდენს, რომ პოლიტიკური წონა თუ რამე დარჩა, შეინარჩუნოს," - რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს.
|
გვანცა წულაია 02.11.2018
კანაფის კულიტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ. ამის შესახებ ცნობილი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა. საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ილია მეორეს და სასულიერო პირებს შეხვდნენ.
|
ია აბულაშვილი 02.11.2018
"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვაშაძე პრეზიდენტი ვერ გახდება. ბევრი მეუბნება, არჩევნებზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა აუცილებლად წავალ, "ნაციონალები" რომ არ დაბრუნდნენო" - ამბობს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, რომელსაც "რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 02.11.2018
თუ გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გახდება და მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, შეძლებს თუ არა ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას ისე, რომ ის არ დააპატიმრონ? სააკაშვილის შეწყალება და მის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლა წინასაარჩევნოდ სპეკულაციის ერთ-ერთი თემა გახდა.
|
ელზა პაპოშვილი 02.11.2018
"ოცნების" საგანგებო რეჟიმი და დიდი მიმოსვლა პარტიაში. მმართველი გუნდი დიდ სამზადისშია და დაშვებულ შეცდომებს აანალიზებს. რა გაკვეთილი მიიღო 28 ოქტომბერს მმართველმა გუნდმა და რას უნდა ელოდოს მეორე ტურამდე ხელისუფლებაზე განაწყენებული ამომრჩეველი?
|
ია აბულაშვილი 02.11.2018
"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვაშაძე პრეზიდენტი ვერ გახდება. ბევრი მეუბნება, არჩევნებზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა აუცილებლად წავალ, "ნაციონალები" რომ არ დაბრუნდნენო" - ამბობს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, რომელსაც "რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.
|
ია აბულაშვილი 02.11.2018
"საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ არ ვიცით, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ამიტომ წინ ძალიან საინტერესო მეორე ტური გველოდება" - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 02.11.2018
წაგებული არჩევნების გამო "ოცნებამ" დაკავების სერია დაიწყო, დაპატიმრებულია ზუგდიდში "ოცნების" საარჩევო შტაბის უფროსი, ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა. მოლოდინია, რომ შესაძლოა, შემდეგი სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია იყოს.
|
თამარ შუკვანი 01.11.2018
„გარკვეული შფოთი „მეოცნებეებს" შორის კვლავ არსებობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ყველაფერი მათი სურვილისამებრ ჯერ არ დალაგებულა. სრულიად მკაფიოა, რომ „ქართული ოცნება" ექვსი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობით" გვაშინდებდა," - უთხრა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებსა და მოსალოდნელ მეორე ტურის შესახებ „რეზონანსს" პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა.
|
გვანცა წულაია 01.11.2018
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს.
|
ია აბულაშვილი 01.11.2018
"ქვეყანაში დადგა სიტუაცია, როცა არცერთი პოლიტიკური ძალა გამარჯვებული არ არის, გამარჯვებული არის ქართველი ხალხი, რომელმაც ყველა პოლიტიკური ძალა გვერდზე გაწია და მოიპოვა უფლება მოლაპარაკების მაგიდასთან პირისპირ დაუჯდეს ხელისუფლებას და არჩევნების ენით ელაპარაკოს. მე ამ პროცესს ჯანსაღად ვუყურებ, ეს არ არის ჩიხური სიტუაცია, ეს არის ცოცხალი ურთიერთობა. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება," - ასე აფასებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უმრავლსეობის წევრი, მსახიობი ზაზა პაპაუაშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 01.11.2018
პოლონეთში 28 წლის ქალის სასტიკად მკვლელობის ბრალდებით კიევში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე პოლონეთის პოლიცია ავრცელებს. პოლონური მედიის ინფორმაციით, ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის მკვლელობაში ადგილობრივი პროკურატურა 39 წლის მამუკა ხეცურიანს ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, ხუცურიანმა ქალი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ გააუპატიურა და მოკლა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|