ეკატერინე ბასილაია
08.10.2018

 ბოლო 2 კვირის განმავლობაში 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამი სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა და სამივეში ის კანდიდატი იმარჯვებს, ვისი დაკვეთითაც არის კვლევა ჩატარებული. ერთადერთი შედეგი, რაც სამივე კვლევას საერთო აქვს, ისაა, რომ პრეზიდენტი მხოლოდ მეორე ტურის შემდეგ გამოვლინდება.

თამარ შუკვანი
08.10.2018

 "2012 წლიდან დღემდე საზოგადოებას მიაჩნიაა, რომ ქვეყანას ივანიშვილი მართავს მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობა უჭირავს მას - პირდაპირი, არაპირდაპირი, რეალური თუ არარეალური, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყანაში მომხდარი კარგიც და ცუდიც მას მიეწერება. სრულიად ლოგიკურია, რომ დღეს ყველა ივანიშვილისაკენ იშვერს ხელს," - აცხადებს "მთელ კვირასთან" ინტერვიუში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

თამარ იანელი
08.10.2018

 ჩვენ უფრო იმას ვართ მიჩვეული, რომ ქვეყანაში გამოჩნდეს ადამიანი, ვინც გაფუჭებულს გამოასწორებს, დაკარგულს დააბრუნებს... მათ სახელებს ვინახავთ და ვუფრთხილდებით. ნაკლებად ცნობილნი არიან ისინი, ვინც საქმეს გაფუჭებამდე არ მიიყვანს და სამუზეუმო ექსპონატებს - ქვეყნიდან განიავებამდე. იმედია, იმათ დაფასებასაც ვისწავლით.

ეკატერინე ბასილაია
07.10.2018

 დიდმა ბრიტანეთმა ერთ დღეში რუსული სამხედრო დაზვერვის – გრუ-ს 305 თანამშრომელი გაშიფირა, პასპორტის მთელი მონაცემებით და ტელეფონის ნომრებით, თან, ეს ყველაფერი რუსეთის საგზაო პოლიციეს არც თუ ძნელად ხელმიწასვდომი მონაცემთა ბაზის მეშვეობით. ეს ინფორმაცია რუსული გამოცემებისთვისაც შოკის მომგვრელი აღმოჩნდა და შეფასდა, როგორც უპრეცედენტოდ მასშტაბური ჩავარდა და შავი დღე რუსული სამხედრო დაზვერვისათვის. 

ელზა პაპოშვილი
07.10.2018

 შესაძლო დეკანოზ გიორგი მამალაძეს 12-13 ოქტომბერს დაგეგმილ სინოდის სხდომაზე სასულიერო პირის სასტუსი ჩამოართვან. საპატრიარქოს შიდა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხსენებულ სხდომაზე ერთ-ერთ მძიმე განსახილველ საკითხებს შორის ე.წ. ციანიდის საქმეც იქნება. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც  ყველა ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და საბოლოო განაჩენით დეკანოზ გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×