გვანცა წულაია
04.10.2018

 ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს და საქმეში მნიშვნელოვან პროცესუალურ და მატერიალურ-სამართლებრივ ხარვეზებზე უთითებს, რომელიც მთლიანობაში დეკანოზის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და განაჩენში ბრალდების აშკარად სუსტი დასაბუთების პრობლემას აჩვენებს.

თამარ შუკვანი
04.10.2018

 სომხეთის პრეზიდეტი სერჟ სარქისიანი შესაძლოა დათმობაზე წავიდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, რასაც მეზობელ სომხეთში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები ითხოვენ.

ელზა პაპოშვილი
04.10.2018

 პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" „ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე სკანდალთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისთვის ცოტა რთული დასაჯერებელია, ბიძინა ივანიშვილი პირადად ბიზნესის დატერორებაში ამ ფორმით ჩარეულიყო, რადგანაც მას მთელი ხელისუფლება და რესურსი აქვს იმისთვის, რომ ასეთ საქმეებში უშუალოდ მონაწილეობა არ მიიღოს.

ია აბულაშვილი
04.10.2018

 "მხარეები აღიარებენ, რომ შეხვედრა შედგა. აქ პრობელმა ის კი არ არის, რაზე ილაპარაკეს, პრობლემა ისაა, ვინ უნდა დახმარებოდა ბიზნესს, კერძო პირი თუ სახელმწიფო სტრუქტურები.

ია აბულაშვილი
04.10.2018

 "2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები "ოცნებისთვის" არის ამხანაგური შეხვედრა, მაგრამ მაინც უნდა, რომ მოიგოს, თუმცა მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ისე არის კონტექსტიდან ამოვარდნილი, რომ "ოცნებას" ფინანსურად გაუძვირებს მის გაპრეზიდენტებას," - ამბობს პოლიტმარკეტინგის სპეციალისტი კახაბერ ჯაყელი, რომელსაც "რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნებზე ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
04.10.2018

 უკვე მეორე დღეა, ვანო მერაბიშვილი უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში რჩება. ყოფილი პრემიერი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი "მედიკლაბში" გუშინ მოათავსეს. ორთვიან უშედეგო მკურნალობაზე ადვოკატები და ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და კონსილიუმში მათ მიერ შერჩეული ექიმების ჩართვას ითხოვენ.

ეკატერინე ბასილაია
03.10.2018

  სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ ახალ სკანდალში ეხვევა. ამჯერად მას ქვეყნისათვის სახიფათო განცხადების გაკეთების გარდა, ქსენოფობიასა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წაქეზებაში ადანაშაულებენ ოპოზიციაც და ექსპერტებიც სამცხე-ჯავახეთში გაკეტებული იმ განცხადების გამო, რომ "სააკაშვილმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ სომხებს - არა".

ელზა პაპოშვილი
03.10.2018

 გუშინ რუსეთმა კავკასიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო. დილას კი რუსულმა ვერტმფრენებმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვიეს, კონფლიქტის ზონა გადმოკვეთეს და სოფელ მეჯვრისხევში გამოჩნდნენ. 4 რუსული ვერტმფრენი ადგილობრივებმა შეამჩნიეს. მათი ინფორმაციით, მათ მეჯვრისხევს წრე დაარტყეს და ისევ ოკუპირებული ტერიტორიისკენ გაფრინდნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×