გვანცა წულაია 28.09.2018
საქმის მასალების მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულები გურწიევი და ტაბოევი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოდიან, - ამის შესახებ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
|
თამარ შუკვანი 28.09.2018
"თუ ამ ადამიანებმა იციან, ვინ არის მკვლელი, მაშინ როგორც პიროვნებებმა უნდა მიიღონ რაიმე გადაწყვეტილება, თორემ ხელისუფლება აიძულო გამოიკვლიოს, ეს შედეგიანი არ იქნება," - აცხადებს "რეზონანასთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე რუსეთაველზ ემიმდინარე აქციაზე.
|
ტატა შოშიაშვილი 28.09.2018
ბრიტანეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელთა აზრით, სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილები, ანატოლი ჩეპიგა და ალექსეი პეტროვი შესაძლოა, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კილერები იყვნენ, რომლებიც სპეციალურად არიან მომზადებულნი კრემლის პოლიტიკური და სამხედრო ოპონენტების ლიკვიდაციისთვის. მეტიც, დიდი ალბათობით, მათ სხვაგანაც აქვთ ჩადენილი სოლსბერის მსგავსი დანაშაული - კერძოდ კრემლის პოლიტიკური ოპონენტებისა და მისთვის მიუღებელი მოღვაწეების მკვლელობა. მათ შორის, საქართველოშიც.
|
გვანცა წულაია 28.09.2018
22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, პოლიტიკურმა სუბიექტებმა სულ 830 838 ლარი დახარჯეს.
|
ეკატერინე ბასილაია 28.09.2018
აქტიური პოლიტიკური პროცესების დროს, არჩევნებია ეს თუ რაიმე დიდი პოლიტიკური აქცია, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიტიკოსები ყველაზე დიდ საფრთხობელად მუდმივად იყენებენ ერთმანეთის რუსეთის აგენტობაში დადანაშაულებას. ასეა ახლაც, რაღაც ნაწილი გრიგოლ ვაშაძეს მიიჩნევს რუსეთის აგენტად, ნაწილი - სალომე ზურაბიშვილს. თუმცა საინტერესოა, რომ თუკი "ნაციონალური მოძრაობის" დროს შოუების დადგმით ხდებოდა რუსეთის ჯაშუშობისთვის ბრალდებული პირების გამოვლენა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უკვე 6 წელია, რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე არც ერთი პირი არ გამოვლენილა.
|
თამარ შუკვანი 27.09.2018
„ძალიან ცუდი ფაქტია და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარტყმაა. ის წარმატებული სფერო, რაც იყო ჯანდაცვა, განვითარებული მოვლენების საფუძველზე საკმაოდ დაზიანდა. ახლა უნდა დაველოდოთ გამოძიებას, აღნიშნული ფაქტი შეესაბამება თუ არა სიმართლეს," - აცხადებს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 27.09.2018
დეკანოზ გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა არ შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის თქმით, მამალაძის საკითხი კომისიაში სპეციალური წესით განიხილეს, რადგან ამ უკანასკნელს სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვს. ქორიძის თქმით, მამალაძის საკითხზე კომისიაში კონსენსუსი ვერ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაცია შეწყალების თაობაზე ვერ მისცეს, პრეზიდენტმა კი კომისიის პოზიცია გაითვალისწინა. სპეციალური წესით განხილვისას კომისიის სხდომას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის 3/4, ხოლო დადებითი გადაწყვეტილება ყველა დამსწრემ ერთხმად უნდა მიიღოს.
|
თამარ შუკვანი 27.09.2018
„ედისონ რისერჩის" კვლევის თანახმად, რომელიც "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარდა, 2018 წლის ოქტომბრის არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 22%-ით ლიდერობს.
| |
მაიზერ გელოვანი 27.09.2018
როგორ გარბის დრო და რა ჩქარა მოვიდა სოხუმის დაცემის 25 წლისთავიც. საშინელი დრო იყო და უარესით გაგრძელდა შემდეგაც. დრო გარბის. ნელ-ნელა იმ ქვეყნად ინაცვლებენ ჩვენი მეომარი გმირები, ვინც მაშინდელ უთანასწორო ბრძოლას გადაურჩა კბილებამდე შეიარაღებულ რუსეთის იმპერიის კარგად გაწვრთნილ ბოევიკებთან. მარტო ამ წელს 7 მეგობარი დამეღუპა გულის ავადმყოფობით.
|
მარიამ კუპატაძე 27.09.2018
|
მარიამ კუპატაძე 27.09.2018
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|