ეკატერინე ბასილაია
01.10.2018

 სალომე ზურაბიშვილის კონფრონტაციული პათოსით შეთავაზებას, რომ ის "შავი ძალის" ორ სახეს ნეიტრალურ არხზე ტელედებატებში იწვევს, ადრესატები - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე თანხმდებიან.

ეკატერინე ბასილაია
01.10.2018

 საქართველოში ათონის მთიდან სასულიერო პირების 4-კაციანი დელეგაცია იმყოფება და რადგანაც დღეს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი მართლმადიდებელ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ათონის მთას კი მართლმადიდებელ სამყაროში არცთუ მცირე გავლენა აქვს, თეოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ათონიდან დელეგაცია სწორედ უკრაინის საკითხის განსახილველადაა ჩამოსული.

თამარ შუკვანი
01.10.2018

 "ზურაბიშვილის მთავარი მინუსი ის არის, რომ ბევრ საკითხზე მას არგუმენტირებული პასუხი არ ექნება და, აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, წააგებს დებატებს. მისი მთავარი ბარიერია ბევრ საკითხში არაკომპეტენტურობა" - პრეზიდენტობის კანდიდატების - ზურაბიშვილის, ვაშაძისა და ბაქრაძის მოსალოდნელი დებატების შესახებ, ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგზე, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის - ალეკო ელისაშვილის განცხადებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "მთელი კვირა" პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
30.09.2018

 29 სექტემბერს სოფელ ხურვალეთიდან 36 წლის სამი შვილის დედა მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს. „რეზონანსთან“ მისი ოჯახი აცხადებს, რომ ცხინვალიდან მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებიათ და გატაცებული ქალის შესახებ არაფერი იციან. მათივე ინფორმაციით, გატაცება საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიდან მოხდა. 

ელზა პაპოშვილი
30.09.2018

 რა მოხდა რეალურად 29 სექტემბერს ღამით ეგნატე ნინოშვილის 56-ნომერში. მოხდა თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან ჰომოფობიით მოტივირებული თავდასხმა ლგბტ თემის წარმომადგენლებზე, თუ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომელიც ლგტბ აქტივისტების მიერ მეზობლად მცხოვრებ მამაკაცზე თავდასხმით დაიწყო? „რეზონანსი“ კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლებს ესაუბრა და ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია მოისმინა.  


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×