ტატა შოშიაშვილი 30.09.2018
| |
გვანცა წულაია 29.09.2018
სერბეთის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
|
ია აბულაშვილი 29.09.2018
უკრაინა-უნგრეთს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად ბუდაპეშტი აპროტესტებს უკრაინის გადაწყვეტილებას უნგრეთის საზვარზე განათავსოს თავისი საჯარისო ნაწილები. როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო აცხადებს, „ეს ძალიან უჩვეულო რამეა, რომ მათ თავისი ჯარები გადმოჰყავთ ნატოს წევრი ქვეყნის საზღვარზე. რა მიზანს ემსახურება ეს, ამაზე პასუხი არ მაქვს“.
| | |
თამარ შუკვანი 29.09.2018
„გამოცდილება, ენის ცოდნა, სისხარტე, ქართულად აზრის სწრაფად ჩამოყალიბება - ამას ყველაფერს დიდი მნიშველობა აქვს დებატების დროს. ზურაბიშვილი, იმის გამო, რომ ქართული ცუდად იცის, ის ტემპში და რითმში ვაშაძეს ვერ მოუგებს. მგონია, რომ წარმატება უფრო ვაშაძის მხარეს შეიძლება იყოსб ვიდრე ზურაბიშვილის," - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატთა მოსალოდნელი დებატების შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ.
|
ეკატერინე ბასილაია 28.09.2018
მსოფლიო საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნდა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქებს შორის შემდგარი საუბრის სრული ჩანაწერი, სადაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კონსტანტინოპოლს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვეტილი აქვს. ჩანაწერში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ამბობს, რომ უკრაინა მისი კანონიკური ტერიტორიაა, ძველი ისტორიული დოკუმენტებით დასტურდება, რომ კონსტანტინოპოლმა რუსეთს მხოლოდ დროებით გადასცა უკრაინის მიტროპოლიტების ხელდასმის უფლება და ახლა მსოფლიო საპატრიარქო თავად გადაწყვეტს შვილობილ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭოს.
|
თამარ შუკვანი 28.09.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ახსენა შემთხვევა, რომელიც 4 წლის წინ მოხდა და თავისი ტრაგიკულობით ტატუნაშვილის ამბები ანალოგია. საუბარია დავით ბაშარულზე, რომელიც 2014 წლის 4 ივლისს ოკუპირებული ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 2015 წლის 5 იანვარს კი გარდაცვლილი იპოვეს.
|
ელზა პაპოშვილი 28.09.2018
კვირას საბერძნეთში ქართველი ემიგრანტები კიდევ ერთ გარდაცვლილ ქალს დაემშვიდობებიან და მას სამშობლოში გამოაცილებენ. შემთხვევა კი დღეს დილით მოხდა. ათენში 60 წლის ქალბატონი რუსიკო ჩიხრაძე იმ მოხუცმა იპოვა გარდაცვლილი, რომელსაც თავად უვლიდა. ჩიხრაძე ტყიბულიდანაა და მას საქართველოში შვილი და შვილიშვილები ჰყავს. მის სამშობლოში გადმოსვენებას საბერძნეთში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს.
|
ელზა პაპოშვილი 28.09.2018
დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში" - ტელეკომპანია „იბერიის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან და ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვაობაა. დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ პროკურატურამ სასწრაფო წესით უნდა დაადგინოს, არის თუ არა ჩანაწერები აუთენტური. უფრო მეტიც, „ომეგა ჯგუფის" სკანდალის შემდეგ, შესაძლოა „ქართული ოცნების" ორმა დეპუტატმა კაკი ზოიძემ და რომან კაკულიამ პარტია დატოვონ. თუმცა იქვე ისინი იმედს იტოვებენ, რომ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. მათ აზრს, სავარაუდოდ, „ოცნების" წევრების ნაწილიც იზიარებს, თუმცა ჯერჯერობით ამის შესახებ ხმამაღლა მხოლოდ ორი დეპუტატი საუბრობს.
|
ტატა შოშიაშვილი 28.09.2018
პირველად ისტორიაში მეხუთე თაობის ამერიკულმა ავიაგამანადგურებელმა F-35B Lightning II-მა რეალურ საბრძოლო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა და ავღანეთში თალიბანის სამიზნეებს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|