ეკატერინე ბასილაია
24.09.2018

 ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლები ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორ მნიშვნელოვან საკითხზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - მარიხუანას კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი და "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

ტატა შოშიაშვილი
24.09.2018

 "მე არ ვკამათობ იმაზე, რომ ქალბატონი სალომე, შესაძლოა, ერთს მოსწონდეს, მეორეს კი - არა. ეს გემოვნების საკითხია. თუმცა საპატრიარქოს იმ ჯგუფში, რომელიც ზურაბიშვილის თაობაზე საკმაოდ მკვახე განცხადებით გამოვიდა, იკვეთება ფიგურები, ვისზეც ეჭვია, რომ მათ კავშირი აქვთ "ნაციონალურ მოძრაობასთან". სწორედ ისინი გამოდიოდნენ მკვახე განცხადებებით ე.წ. ციანიდის საქმის დროსაც პატრიარქის წინააღმდეგ", - ამბობს "მთელ კვირასთან" ინტერვიუში პოლიტიკური ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

ელზა პაპოშვილი
22.09.2018

 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 84 წლის მოხუცი შვილსა და შვილიშვილს პენსიის დანაზოგის 980 ლარის მოპარვას და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მეზობლებს ამ ბრალდების არ სჯერათ. აცხადებენ, რომ მოხუცს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რაც 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომისა და ამ ომში ვაჟის დაღუპვის შემდეგ დაეწყო.

ტატა შოშიაშვილი
22.09.2018

 რუსეთის წყალქვეშა ბირთვული ფლოტი, რომელიც აღჭურვილია ჰიპერბგერითი რაკეტებით, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში 2024 წელს მოვა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ამ მიზნის მისაღწევად რუსებმა პრაქტიკულად ყველა სხვა სამხედრო პროექტის განხორციელება დროებით შეაჩერეს.

ეკატერინე ბასილაია
21.09.2018

 იანვრიდან პარლამენტი ქუთაისში აღარ იქნება. „ქართულმა ოცნებამ", რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ყველაზე აქტიურად სწორედ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას ცდილობდა, დიდი წვალების შემდეგ მიზანს მაინც მიაღწია - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რეგლამენტში შედის ცვლილება და 2019 წლის იანვრიდან პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრება.

ტატა შოშიაშვილი
21.09.2018

 უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბრიტანულ გამოცემა BBC -ს ბრიტანულ სასამართლოში უჩივლა. მიზეზად გამოცემის მიერ მისი შეურაცხყოფა და ცილისწამება დასახელდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×