ელზა პაპოშვილი
20.09.2018

 მმართველი გუნდი კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტს აღარ განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავრცელებს. მმართველმა გუნდმა კი ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანონპროექტმა საზოგადოების ნაწილსა და ეკლესიაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. კობახიძე „ოცნების" დეპუტატებს და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ საჯარო სივრცეში ამ თემაზე დისკუსია შეწყვიტონ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოებას და ეკლესიას უსმენს და მათ აზრს ითვალისწინებს.

თამარ შუკვანი
20.09.2018

 ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის სიტუაცია იმდებად დაიძაბა, რომ უკვე მის დედაქალაქ ნალჩიკში შეტაკებები დაიწყო. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები, სხვა დასახლებულ პუნქტებშიც გრძელდებოდა. რუსეთი იძულებული გახდა, რესპუბლიკაში ჩრდიოეთ ოსეთიდან და სტავროპოლიდან შინაგანი ჯარის, იგივე როსგვარდიის, ნაწილები შეეყვანა.

თამარ შუკვანი
20.09.2018

 "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა, თუკი იგი, უბრალოდ, არ ილაპარაკებდა და არჩევნებამდე საქართველოში დროს არ დაჰყოფდა", - აღნიშნულ საკითხზე "რეზონანსს" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
20.09.2018

 პარლამენტში უკვე ორი ახალი დამოუკიდებელი დეპუტატია. "ოცნებიდან" წამოსულ დავით ჭიჭინაძეს გუშინ "პატრიოტთა ალიანსიდან" წამოსული ნატო ჩხეიძეც შეუერთდა. მან პარტიის დატოვების მიზეზად დაასახელა ის, რომ, სამწუხაროდ, თავისმა პარტიამ არ დააფიქსირა მხარდაჭერა "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიის" საქმეებზე.

ელზა პაპოშვილი
20.09.2018

 ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის სასტიკად დახოცვაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიას მკვლელობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნები აქარწყლებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×