თამარ შუკვანი
06.08.2018

 საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პერიოდულად ჩნდება ავტომობილები ე.წ. აფხაზური ნომრებით. აღნიშნული ავტომობილები, ზოგ შემთხვევაში, სატვირთო მანქანაა, ზოგ შემთხვევაში კი - მსუბუქი ავტომობილი.

ია აბულაშვილი
06.08.2018

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად იმ აკადემიურ წრეებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში ვითარების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, პრეზიდენტის მიზანია, რაც შეიძლება ფართო ჩართულობით მოხდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა, რაც გულიხმობს ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფისა და ინსტიტუტის, მათ შორის - პარლამენტის ჩართულობას ამ პროცესში.

ელზა პაპოშვილი
06.08.2018

 უკავშირდება თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა "ციანიდის საქმეს"? ნინო გვენეტაძის გადადგომას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორში. მათი აზრით, გვენეტაძის გადადგომა და სასამართლოს უარი დეკანოზ მამალაძის საქმის განხილვაზე დროში დაემთხვა. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ გვენეტაძე ან ეცადა, რომ გადადგომით ამ საქმისთვის თავი აერიდენიბა, ან ის შეეწინააღმდეგა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას გადადგომა აიძულეს.

თამარ შუკვანი
06.08.2018

 "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, მაგრამ, არაოფიციალური ცნობით, მმართველი გუნდი დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.

ია აბულაშვილი
06.08.2018

 აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 1-ელ აგვისტოს სანქციები დაუწესა თურქეთის იუსტიციის მინისტრ აბდულ ჰამით გიულსა და შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილოს ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრონსონის დაკავებასთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
06.08.2018

 ხადის ხეობაში სასტიკად დახოცილი ამერიკელი სმიტების ოჯახის საქმეში ახალი დეტალები ჩნდება. ოჯახის დახოცვაში ბრალდებულ 19 წლის მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე "მთელ კვირასთან" ექსკლუზიურად აცხადებს, რომ საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება და ეს გარდაცვლილ რაინ სმიტს ეხება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×