ეკატერინე ბასილაია
08.08.2018

 აგვისტოს ომის დღეებს რუსეთი დიდი სამხედრო სწავლებებით ხვდება ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსულმა არმიამ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ძარწმის პოლიგონზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო სამხედრო დრონებითა და "ისკანდერებით" წარმოსახვითი მტრის მოსაგერიებლად და გაცხადებული მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება და უღელტეხილების დაცვაა.

ელზა პაპოშვილი
08.08.2018

 "ხალხი მომიგზავნეს, მირჩიეს, რომ ქვეყანა დამეტოვებინა. არ გამოვრიცხავ, ჩემი დაკავებაც მოხდეს. თავიდან მოშორება უნდათ, თუმცა მგონია, რომ ამას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იზამენ. იციან, ხეობაში ამას კარგი არაფერი მოჰყვება", - აცხადებს "რეზონანსთან" მალხაზ მაჩალიკაშვილი.

თამარ შუკვანი
08.08.2018

 რუსეთ-საქართველოს ომის მე-10 წლისთავზე რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების ლიდერებისა და ევროკავშირის სოლიდარობის გამომხატველი და მხარდამჭერი განცხადებები ვრცელდება.

ელზა პაპოშვილი
07.08.2018

 ფარსი და თამაში, რომელსაც საზოგადოება აღარ წამოეგება - ასე აფასებენ ანალიტიკოსები "რეზონანსთან" საუბარში სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში ჩართვასა და მმართველი გუნდის განცხადებას, რომ ისინი მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ და საკუთარს არ დაასახელებენ.

ელზა პაპოშვილი
07.08.2018

 ვინ დგას რეალურად მედიაში გავრცელებული ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სადაც ტერორისტები საქართველოს ახმეტ ჩატაევისა და მისი მეგობრების დახოცვის გამო შურისძიებით ემუქრება. "რეზონანსთან" ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამის უკან შესაძლოა, კონკრეტული და მიზანმიმართული პროვოკაცია იყოს დაგეგმილი, რომლის მეშვეობითაც ქართული სპეცსამსახურებისთვის ყურადღების გადატანა სურთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×