გვანცა წულაია 15.08.2018
საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღსაზრდელთა დამატებით რეგისტრაციას აცხადებს.
|
თამარ შუკვანი 15.08.2018
2018-2019 სასწავლო წლისათვის დაწყებით საფეხურზე, I-დან V კლასამდე, ცვლილებები იგეგმება; ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად იცვლება საგაკვეთილო საათების ხანგრძლივობა და V კლასში მოსწავლეს შეეძლება სკოლის მიერ შეთავაზებული ორი უცხო ენა შეისწავლოს. V კლასის პირველ სემესრში მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმი გაუქმდება და შემაჯამებელი დავალებებიც შემცირდება.
|
ტატა შოშიაშვილი 15.08.2018
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრის მონაცემებით, ტერორისტული დაჯგუფებების რიცხვი უტოლდება მათს 2015 წლის მაჩვენებელს, როდესაც მეომართა რაოდენობა 33 ათასს ითვლიდა.
|
ეკატერინე ბასილაია 15.08.2018
ევროპაში რუსეთის შესაკავებლად საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ხდება.
|
ეკატერინე ბასილაია 15.08.2018
პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირება-კინკლაობის მორგი თემა ჩნდება, დიდი ალბათობით, ეს ბოლო დაპირისპირება იქნება. ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე უცხადებს უნდობლობას და კონსულტაციებზე უარს ამბობს.
|
ტატა შოშიაშვილი 15.08.2018
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებულ, 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც 716 მილიარდი დოლარია. კანონში ცალკე თავი ეთმობა ევროპაში რუსული აგრესიის შეკავების აუცილებლობას.
|
ია აბულაშვილი 15.08.2018
"ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მიერ წამოდგენილ კანდიდატებს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების არანიარი შანსი არ აქვთ.
|
თამარ შუკვანი 15.08.2018
"ამერიკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნების საპასუხოდ, რუსეთი აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს ახორციელებს", - ამის შესახებ "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე.
|
ელზა პაპოშვილი 14.08.2018
ბოლო დროს საქართველოში ბიზნესმენების გამხმაურებული მკვლელობის არა ერთი ფაქტი მოხდა. არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები სულ რამდენი ბიზნესმენია მოკლული, თუმცა გახმაურებული მკვლელობების მიხედვით, რაც მედიით შუქდებოდა, 7 წლის განმავლობაში 12 ბიზნესმენია მოკლული. 11 აგვისტოს კიდევ ერთი ბიზნესმენი მოკლეს.
|
გვანცა წულაია 14.08.2018
მმართველ პარტას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ უნდა ჰყოლოდა.
|
გვანცა წულაია 14.08.2018
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის იოსებ ოსორაულის ძმამ გია ოსორაულმა, ადამიანის უფლებათა ცენტრში დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მისი ძმა ცოცხალია და დახმარება სჭირდება.
|
თამარ შუკვანი 14.08.2018
საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისფლებისაკენ ხელისუფლებას „ევროპული საქართველო" მიუწოდებს. მერაბიშვილის შეწყალების უფლება კი, კონსტიტუციურად მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს და მისი გამოშვება-არგამოშვების საკითხი, სწორედ, მასზეა დამოკიდებული.
|