თამარ შუკვანი 21.08.2018
რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს, „აღმოსავლეთი - 2018," რომლის მსგავსი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჯერ არ ყოფილა. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 262 ათასი ჯარისკაცი იღებს, სადაც ჩართულია 1000-ზე მეტი საფრენი აპარატი, 900 ტანკი, 300 სამხედრო ხომალდი და სხვა ტექნიკა.
|
ელზა პაპოშვილი 21.08.2018
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთი წლით ავტორიზაციის შეჩერების ფაქტმა, კიდევ ერთხელ გააჩინა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.
|
თამარ შუკვანი 21.08.2018
რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მოხსნა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ შუეძლია, რადგან ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი სანქციები რეალურად კონგრესს ეკუთვნის და ამ საკითხთან მიმართებაში ტრამპი უძლურია.
|
გვანცა წულაია 21.08.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2018 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა და 55.81%-ია.
|
ელზა პაპოშვილი 21.08.2018
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თვითმკვლელობის სამი ფაქტი მოხდა. სამივე მათგანი ახალგაზრდები არიან, რომლებმაც თავი სახლში ჩამოიხრჩვეს. თუმცა, ეს ამ წელს მომხდარი სუიციდის ფაქტების პირველი შემთხვევა არ არის.
|
ია აბულაშვილი 21.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, მოლაპარაკების დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობა და ეკონომიკური კავშირი, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხები.
|
ეკატერინე ბასილაია 20.08.2018
ჩავა თუ არა ვლადიმირ პუტინი ცხინვალში, „რესპუბლიკად აღიარების 10 წლის იუბილეზე" თუ მხოლოდ მოკლე მისალოც დეპეშას გააგზავნის - ეს თემა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დიდი განხილვის საგანი გახდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსულმა მედიამ გავრცელდა, რომ ამ დღეებში პუტინსა და დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ეს ფაქტი ბიბილოვის პრეს-სამსახურმა დამალა.
|
ელზა პაპოშვილი 20.08.2018
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხვედურეთში ჯარისკაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალწვეული სოფელში უქმეებზე მშობლებთან იყო ჩასული. მეზობლები აცხადებენ, რომ ის თანასოფლელის გასროლილმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა კი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივი ნადირობდა და სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიის მეშვეობით, სავარაუდოდ, გზაზე მიმავალი 23 წლის ჯარისკაცი მოკლა.
|
თამარ შუკვანი 20.08.2018
დედამიწაზე დათბობის ტენდენციამ შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს; მოსალოდნელია სტიქიურ უბედურებათა რაოდენობის მომატება, მათ შორის წყალდიდობებისა და ღვარცოფის. ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ექსტრემალური ამინდები პლანეტაზე 4-5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
|
გვანცა წულაია 20.08.2018
მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია საუბარი, რომელიც ოზურგეთში 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის ფაქტს შეეხება.
|
გვანცა წულაია 20.08.2018
მოსალოდნელი არამგდრადი ამინდების გამო, ახმეტის მუნიციპალიტეტის სეტყვით დაზარალებულმა მოსახლეობამ ყურძენის კრეფა ნაადრევად დაიწყო. სოფელ ქისტაურსა და ახაშენში ნაადრევი რთველი დილიდან დაიწყეს. ადგილობრივები გადარჩენილ მოსავალს ჩასაბარებლად ამზადებენ და აცხადებენ, რომ მიღებული თანხა ხარჯებსაც ვერ აუნაზღაურებთ.
|
ეკატერინე ბასილაია 20.08.2018
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|